WTA-ს ტურნირში "ბაქოს თასზე" ანა ტატიშვილმა ფავორიტ ევგენია როდინას 6:4, 6:2 სძლია, თათია მიქაძემ კი ნინა ხრისანოვას "მშრალად" 6:0, 6:0 მოუგო
ორი ქართველი WTA-ს ტურნირის მერვედფინალში, თან ერთმანეთის პირისპირ - ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, თუმცა დღეს, 20 ივლისს აზერბაიჯანის დედაქალაქში, "ბაქოს თასზე" (220 ათასი დოლარი) ვიხილავთ.

ბაქოს ტურნირს, რომლის დირექტორიც ლეილა მესხია, WTA-ს კალენდარში დებიუტი აქვს. ბუნებრივია, ძლიერი შემადგენლობის შეკრება პირველსავე შეჯიბრებაში ვერ მოხერხდა. თუმცა ამით ჩვენებურებს შანსი მიეცათ და ორმა მათგნმა ეს შანსი გამოიყენა კიდეც.

საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი (93) მე-8 ნომრად განთესილ რუს ევგენია როდინას (78) ხვდებოდა. ქართველმა ფავორიტს ორ სეტში, 6:4, 6:2 მოუგო.

თათია მიქაძე (377) პირველად თამაშობდა WTA-ს ტურნირის ძირითად ბადეში, თუმცა ამან ჩვენებურს ხელი არ შეუშალა "უაილდ ქარდით" მიწვეული რუსი ნინა ხრისანოვასთვის "მშრალად" მოეგო - 6:0, 6:0.

მაშ ასე, ქართველი მეოთხედფინალში გარანტირებულად გვეყოლება, რადგან დღეს, 20 ივლისს მერვედფინალში ერთმანეთს ტატიშვილი და მიქაძე დაუპირისპირდებიან. თანამემამულეები ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დევიდ აირონს
რა სათაურია ავტორ? რატომ ცდილობთ სპორტის პოლიტიზირებას? არ ჯობდა სხვანაირად დაგეწერა-ტატიშვილმა და მიქაძემ რუსი მეტოქეები დაამარცხეს...ეს ინდივიდუალური თამაში იყო და არა გუნდური...
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა