ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, "ნაპოლის" ჩემპიონობა, "კვარას" კი სერია A-ს ბომბარდირობა შეუძლია:

"ხვიჩას შეუძლია იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდეს, "ნაპოლი" კი სერია A-ს გამარჯვებული.

კვარაცხელია ძალიან კარგად ასპარეზობს და მისგან ასეთ შედეგს ალბათ არავინ არ ელოდა.

საქართველოში მის ამბებს ყველა ძალიან განიცდის და ქომაგობს. ვისაც საშუალება აქვს, ნეაპოლში მიფრინავს, უყურებს მის თამაშებს და შემდეგ უკან ბრუნდება. ხვიჩას შედეგებით მთელი საქართველო ძალიან ბედნიერია.

ვფიქრობ, სეზონის ბოლოს ის ტოპ-კლუბების ყურადღების მიქცევას შეძლებს, მაგრამ "ნაპოლიდან" წასვლა ჯერ ალბათ ძალიან ადრეა და ის ამ გუნდში 2 წელი მაინც უნდა დარჩეს", - ციტირებს ქინქლაძეს Metaraings-ი.

ასეა ეს
უბრალოდ ტოპ კლუბები იმიტომ არიან მიმზიდველები რომ ბევრად დიდ ხელფასებს იხდიან.ხვიჩას 1,2 მილიონი აქვს და თუ მას 10-ჯერ მეტს გადაუხდიან აუცილებლად წავა.რა მიზეზმა შეიძლება ათქმევინოს უარი 10-12 მილიონ ევროს ხელფასზე?
მიშა
რა გაატრაკეთ საქმე ამ ტოპ-კლუბში გადასვლაზე ლაპარაკით. "ტოპ"-ის კრიტერიუმები ვინმემ ჩამოწერა სადმე ? ნაპოლისთან ერთად თუ სკუდეტო და ლიგა მოიგო, ავტომატურად ტოპ კლუბის ტოპ ფეხბურთელი არ გამოვა ?
zaza1965
ცოტა ხანში ხვიჩა დასაბმელი გიჟი გახდება მინდორზე,მაგის გამჩერებელი ცოტა თუ იქნება,წარმატებები ხვიჩას
MARGALONA
მართალს ამბობ და რას გიდისლაიქებენ ვერ გამიგია
გიო
თუ ნაპოლი იტალიის ჩემპიონი გახდა და ევროპის ლიგის ფინალში გავიდა, ხვიჩას დიდ ფულსაც გადაუხდიან, რადგან ჩემი ინფორმაციით ნაპოლის დიდი ამბიციები აქვს და გრანდადაც სურს ჩამოყალიბება
გიორგი
ტოპ გუნდიდან გამოაგდეს და არავის სურდა
გიორგი
ან თქვენ არ გინახავთ ქინქლაძეს თამაშები
1
ეგრე მარადონაზეც იძახიან მესი ჯობიაო მაგრამ მარადონაა მარადონაა. და რაც არ უნდა მართალი იყო მაინც თავხედობა და კლიზმ*ბაა ეგეთი კომენტარი
ჰმ.
შენ და შოთიო, და ამისგან რა გუნდა? და ჯერ ეგ ერთი შოთიმ კი არა აჩიმ თქვა 8 გოლი რომ გაიტანოს კარგი იქნებაო
პროფესტო
ბატონო ზაალ, ტოპ გუნდია ლივერპულიც და ჩელსიც 9-10 ადგილება იყოფენ.
ზაქრო
არ მინდა ჩრდილი მივაყენო ქინქლაძეს, მაგრამ ხვიჩა განსაკუთრებულია და ბევრად უფრო მეტადაა ევროპაში აღიარებული, ვიდრე ქინქლაძე იყო თავის დროს. თამაშითაც ხვიჩა უფრო მრავალფეროვანია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთ თქვენგანს ხვიჩას თამაში იუვენტუსთან არ უნახია.
ნიკო
კარგია, როცა უფროსი თაობა გულითად რჩევას აძლევს მომავალ თაობას. ხვიჩასთვის კი გამოცდილების მიღება მართლაც საჭიროა (ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა წარმოაჩენს მის რეალურ კონდიციას) - სხვა მხრივ თუ არ მიეცა შანსი ვერ გაიწვრთნება საქმეში და ფიზიკური შესაძლებლობის მომატების სურვილიც აღარ ექნება.
zaza
ალექსანდრეს აქვს სპორცმენის , თუნდაც მწვრთნელის ხასიათი ? ნიჭი კი , უდიდესი , მაგრამ ქინქლაძე და სპორცმენი ? - მე სასაცილოდ არ მყოფნის . მე მგონი , მე უფრო მინდოდა მაგის ნიჭის გაბრწყინება , ვიდრე მაგას . რა მწვრთნელი , როგორ გეკადრებათ . განა ყველა ლექტორად და მასწავლებლად ვარგა , ვინც საგანი ტეორიულად იცის . ლეგენდა შეეძლო ყოფილიყო , სამწუხაროდ არ გახდა , არ ისურვა ((
nedved
ანუ როცა ადამიანი წარმატებას აღწევს, ნიჭი, შრომა ყველაფერი ღმერთს მიეწერება და როცა პირიქით ფეხი დაუცდება ყველაფერი ადამიანის ბრალია :)))
დავით
ქინქი მართალს იძახის უნდა დარჩეს 2 წელი გამოცდილებაც დაუგროვდება და მერე გადავიდეს ტოპ კლუბში მე და ქინქის მოსაზრება ემთხვევა არ გეწყინოთ
saqartvelos rigiti moqalaqe
ქინქლაძე ღვთისგან საფეხბურთო ტექნიკით დაჯილდოვებული ბიჭი იყო. განსხვავება ხვიჩასა და ქინქლაძეში კი ისაა, რომ ღმერთისგან საფეხბურთო ტექნიკასთან ერთად ხვიჩა უფლისგან შრომისმოყვარეობითაცაა დაჯილდოვებული და ტექნიკის და შრომისმოყვარეობის კოქტეილი კი სწორედ იმ ფენომენალურობას და გენიალურობას ქმნის რასაც ხვიჩუნია წარმოადგენს. ღმერთი იყოს ჩვენი საამაყო ქართველი ახალგაზრდას, ხვიჩას მფარველი და შემწე ყველგან და ყველაფერში და მრავალი წელი ეხარებინოს და სიამაყის გრძნობით ავსებდეს ქართველებს და სრულიად საქართველოს!!! ქუგალე ხვიჩა!!!
მწვრთნელი
ხვიჩას ოქროს ბურთის არა, მაგრამ ოქროს ბუცის აღება არ გაუჭირდება (თუ კიდევ იძლევიან მაგ ბუცს არ ვიცი)!
გიორგი
შეიძლება ქინქლაძე ხვიჩაზე ნიჭირერიცაა, და მე მგონის ასეა, მაგრამ ხვიჩამ უკვე მეტს მიაღწია ფეხბურთში ვიდრე გიორგიმ მთელი კარიერით (ოქროს ბურთზე ათეულში ნომინაცია მარტო რად ღირს). ხვიჩა განსხვავებით ქინქლაძისგან მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობს და თავისი შედეგით უკვე აჩვენებს ეს რამხელა უპირატესობაა.
დათა თუთაშხია
ის, რომ ნიჭი გაფლანგა და ბოლომდე არ გამოიყენა, არ ნიშნავს, რომ მასზე ლეგენდებს არ ყვებიან. სიტის გულშემატკივრებს კითხეთ აბა. იმ სიტისას, მეორე ათწლეულია პრემიერლიგას რომ აზანზარებს. და არა მარტო მათ.
ზაზა
ლეგენდალურის რა მოგახსენოთ, მაგრამ მუდამ პერსპექტიულ და ძალზე ნიჭიერ ფეხბურთელად კი დარჩა.
ზაალ
ნაპოლი ამჟამად მართლაც კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ის ტოპ. კლუბი არაა. არც ფინანსებით და არც შემადგენლობით.ერთი, მაქსიმუმ ორი სეზონის შემდეგ, კვარას აუცილებლად ვიხილავთ გრანდში, რა თქმაუნდა თუ ასეთი ტემპით წავა წინ. ის წელიწადში არანაკლებ 7-8 მილიონს მიიღებს, რაც ნაპოლიში გამორიცხულია.
gio
ხვიჩა, საქართველოს ამ გაჭირვების დროს ერთი სიხარული გააჩნია, ეს სიხარული შენ ხარ და ასევე გააგრძელე. უფალმა შენი თავი დალოცა.
ლუკა
მე ვფიქრობ,რომ ნაპოლეონ ამ შემადგენლობით სპალეტისთან ერთად თავის მაქსიმუმს უნდა მიაღწიონ და მერე თავისთავად დაიშვებიან,ეს ალბათ ორი-სამი წლის ამბავია
გიგი
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა?!
პროფესტო
რომელ ტოპ გუნდში უნდა გადავიდეს? ჯერჯერობით ევროპაში საუკეთესო ფორმაშია ნაპოლი!
ხვიჩა
ახლა ყველა ხვიჩას მასწავლებლობას ჩემულობს, ნაპოლიში მის გადასვლას ყველა თავის დამსახურებად მიიჩნევს (ჩერჩესოვმაც კი მიიწერა მე გავუწიე რეკომენდაციაო) და ყველა ჭკუის დარიგებას ცდილობს. ხვიჩა პროფესიონალი ფეხბურთელია (უფრო მეტად პროფესიონალურად უდგება თავის საქმეს ვიდრე 90-იანების მთელი ნიჭიერთა პლეადა ერთად აღებული) და თვითონ უკეთ იცის სად დარჩეს და სად რამდენი წელი ითამაშოს
ალექსანდრე
მართლა მაინტერესებს რატომ არ უნდა მწვრთნელობა. ჩემი აზრით უმაგრესი მწვრთნელი იქნება. დისლაიქი რატო?
კოტე
ვფიქრობ,ხვიჩამ და მისმა ყველაზე ერთგულმა ხალხმა უკეთ იციან,რა და როგორ სჯობია მისი დღევანდელობსა და მომავლისთვის. გაიხარე,ხვიჩა და მუდამ ენდე შენს თავს და გუმანს.მადლობა უდიდესი დადებითი ემოციებისთვის.უფლის მფარველობის ქვეშ გევლოს მუდამჟამს!!!
კოლხიდელი
თვით მარადონა თამაშობდა "ნაპოლიში"შვიდი სეზონი.რა,აშინ არ იყვნენ ვითომ სხვა,ე.წ. ტოპ-კლუბები?...
მერაბი
რატომ არ ველოდით.უდიდესი მოლოდინების საბაბს იძლეოდა და იძლევა ახლაც ეს ოქროს ბიჭი!...ნაპოლი თავად არის ამჟამად ტოპ-კლუბი სა ხვიჩას დახმარებით
დავით
სრულიად ვეთანხმები. ხვიჩა ფანტასტიური ბიჭია, მაგრამ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ის, რომ ამ მწვრთნელს და ამ გუნდს კარგად შეეთვისა, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ სხვა გუნდში ადაპტაცია არ გაუჭირდება ასაკიდან გამომდინარე. ეჰ, ქინქის რომ ისევე ჭკვიანურად წაეყვანა თავისი საქმე, როგორც ახლა ხვიჩაზე მსჯელობს, დღეს მსოფლიოს უდიდესი ვარსკვლავვების გვერდით იქნებოდა მოხსენიებული. თუ ფეხბურთში რაიმეზე გული მწყდება, ერთ-ერთი უპირველესი ეგაა...
ბს
ნეტავი რა შენ ფეხბურთი გათამაშება, რაც მართლა მაგრად გამოდიოდა და ექსპერტობა კი არ არი შენი საქმე
ალექსანდრე
ქინქლაძე რატომ არ მწვრთნელობს?
აბო
შენ და შოთი შეიძლება არ ელოდით, მე მაგალითად დარწმუნებული ვიყავი რომ მაგრად ითამაშებდა. შოთიმ 10 გოლი კარგი იქნებოდაო. 20-ზე მეტს გაიტანს!!!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა — ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
"თავი მაღლა, ძმაო! საქართველო ყოველთვის შენს გვერდითაა!" - ქინქლაძე თოფურიას მარცხს ეხმაურება
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა