თურქულ შეკრებაზე დინამოელებმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელშიც ბულგარეთის უმაღლესი ლიგის მეოთხეადგილოსან პლოვდივის "ლოკომოტივს" 2:0 აჯობეს.

დინამოელებმა მატჩის პირველივე წუთებიდან დაამყარეს ბურთზე კონტროლი, რაც, შეიძლება ითქვას, რომ თამაშის ბოლომდე აღარ გაუშვიათ ხელიდან. პირველ ტაიმში ძირითადი ორთაბრძოლები მოედნის ცენტრში იმართებოდა, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში თბილისელებს ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ. მეორე ნახევარში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა უფრო უმატა შეტევებს. ტაიმის შუაში ჩვენი გუნდის ახალწვეულის - ვაგნერ გონსალვეშის აქტიურობას და დარტმას ბოლო მომენტში ხარიხა გადაეღობა. ანგარიში მატჩის 74-ე წუთზე გაიხსნა, გოლი ზუსტი დარტყმით საჯარიმოს მისადგომებიდან იმრან ულად ომარმა გაიტანა. ამის შემდეგ მეტოქესაც შეეძლო შედეგიანად თამაში, მაგრამ ბოლო ეპიზოდში გიორგი მაისურაძემ იყოჩაღა და განმუხტა სიტუაცია. შეხვედრის ბოლოს თბილისელთა მორიგი შეტევა და 2:0. ამჯერად თავი საბა ხვადაგიანმა გამოიჩინა და მატჩიც დასრულდა.

მომდევნო, მესამე ტესტ-მატჩს ჩვენი გუნდი 22 იანვარს სერბულ "ცრვენა ზვეზდასთან" ჩაატარებს.

დინამო თბილისი 2:0 ლოკომოტივი პლოვდივი

დინამო: კუტალაძე (მაქაცარია 30), კობოური, ტაბიძე, ლაცაბიძე, მალი, მექვაბიშვილი, ოსეი, სხირტლაძე, კამარა, პარკაძე (ოდიშარია 30), მარუშიჩი (იობაშვილი 30)

მეორე ტაიმის სტარტზე შევიდნენ: მაქაცარია (კერესელიძე 60), კალანდაძე, ხვადაგიანი, ულად ომარი, ოსიყმაშვილი, გონსალვეში, უგრეხელიძე, მაისურაძე, სიგუა, ოდიშარია (კირკიტაძე 60), იობაშვილი (ბილენკი 60)

ლოკომოტივი: ჰორკაში, სილვა, პასკალევი, პავლოვი, ტომაშევიჩი, ზებლი, ივანოვი, ილიევი, ევანდრუ, ალექსანდროვი, სორგა

fcdinamo.ge

გიუშა
ბოდიში...გასაგებია,ნახევარ ნახევარი საათი ათამაშა ფეხბურთელები
გიუშა
პარკაძეს რა დაემართა,რატო შეცვალეს 30-ე წუთზე???
ეეე
ეს პარკაძე ბაიერნს მიყავსო და სტატიკაში ახსენეთ მაინც.D
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა