სერია A-ს მე-19 ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სალერნიტანას" ესტუმრება, გაციების გამო ხვიჩა კვარაცხელია აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ამის შესახებ ლუჩანო სპალეტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ხვიჩა სალერნოში ჩვენთან ერთად არ წამოვა. ქართველი უკეთაა, თუმცა ექიმების რეკომენდაციების გამო სახლში დარჩება" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" მატჩი ხვალ, 21 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

tngh
ძალიანაც კარგი!!! რაც მეტს დაისვენებს, მით უკეთესი საქართველოს ნაკრებისთვის!!!
B.b
მართალია
Spain
გამოჯანმრთელებული არ არის და ეგაა მთავარი, მისი ჯანმრთელობაა მთავარი და არა ის, ერთ ან ორ თამაშს რომ გამოტოვებს. გული თვითონ ყველაზე მეტად წყდება რომ ვერ თამაშობს და ნუ გამოხვედით პაპზე მეტი კათოლიკეები, ვითომ მარტო თქვე გწყდებათ გული და მაგ გულისწყვეტაში ლანძღვა-გინებასაც კარგად მიაყოლებთ თან. ასეთი გულშემატკივვრობის არ მწამს. მახსოვს კოვიდი რომ დაუდასტურდა, რა სიბინძურეებს წერდნენ აქ და თვითონ კვარას რომ ადანაშაულებდნენ, ვინც ყველაზე მეტად განიცადა იმ თამაშის გამოტოვებას. გული წყდებათ თურმე მხოლოდ.
ქართველი
ლოგიკას მოკლებულია, რომ სპალეტის კვარას ბომბარდირობა არ უნდა. აბა, სხვანაირად პენალტისტად კვარას არ დააყენებდა. მეორე ისაა, რომ მესივით გავლენა რომ იქონიოს, მესივით უნდა ითამაშო მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში. მესიმ სწორედაც რომ ახლა მიაღწია უდიდეს გავლენას, რასაც წლები შეალია. კვარა კი ახლა იწყებს კარიერას და მის გავლენებზე საუბარი ნაადრევია. ღმერთმა ქნას, რომ კვარამ იმ სიმაღლეებს მიაღწიოს, როგორსაც მესიმ მიაღწია და ალალი იყოს მისთვის ყველა გავლენა, რომელიც მას გუნდში და მოედანზე ექნება.
მასონი
ხო ეგრეა, არ აწყობთ ქართველის გაბრწყინება მასონებს :))
არტ
ჯერ ეგ ერთი, სიცხე რომ აღარ აქვს არ ნიშნავს , რომ სრულად გამოჯანმრთელდა, განსაკუთრებით თუ ვირუსი ქონდა. ფრთხილად თუ არ ხარ შეიძლება შეგაბრუნოს, რა საკუთარ თავზე არ გამოგიცდიათ? გასაგებია, რომ ხვიჩას თამაშის ყურება გვინდა ყველას, მაგრამ ჩვენს სურვილებზე მაღლა მისი ჯანმრთელობაა და ეს ყველას უნდა ესმოდეს.
გიორგი
ვაცადოთ თვითონ უკეთ იციან რა უნდა გააკეთონ. ბოლო ბოლო ელმასიც კარგი ფეხბურთელია და სულ სათადარიგოზე ყოფნა გააფუჭებს. სხვა ფლანგზე ელმასი ვერ თამაშობს. ხვიჩასთვის ზედმეტი პრობლემების შექმნა ეხლა არაა საჭირო, თუ გაციებულია ჯობია გამოკეთდეს და ბოლომდე გაიხსნას როცა ფორმაში კარგად შევა.
ჯოკერი
მომაწევიე მეც ძმურად.
Spain და დათოს
რაის 5 ლარის დადება და ამის გამო გულის დაწყვეტა ან რა ეგოიზმი რეებს ამბობთ?! სიცხე აღარ აქვსო ეს ერთი და შესაძლებელია განაცხადში ყოფილიყო, თუ არასდროს გაგიგია ეგ რომ მომხდარა?! უბრალოდ გული გვწყვდება რომ არ თამაშობს და შთაბეჭდილება მრჩება, ყველანაირი პატარა ტრავმა(ამაზე ცუდი არაფერი დაემართოს) თუ სიცხე ნამეტანი უხანძლივდება. ესე კიდე თამაშების გამოტოვება არ არის კარგი თვითონ კვარასთვის, აზრი არ აქვს ვის ხვდებიან, თამაშია და ძაან საჭირო სამი ქულა უნდათ
გიორგი
აქ ძაღლის თავია საცხა დამარხული :)) მე მგონი 1 თამაშს რო გამოატოვებინებს მერე მგელივით ენერგიული და დაგეშილია ნადირობაზე ხო და ჩემო ბატონო იმედი აქვს ხვიჩას გარეშე რო მოუგებენ მაგ სალერნიტას და რომასთვის შემოინახეს ხვიჩა რომაელები რო დაგლიჯოს :)))
მეგრელი
მართალი ხარ ძმაო. და სპალეტის ამ შეთქმულებაში მასონები უჭერენ მხარს ))))
Spain
ყველას ფეხებზე ჰკიდია რეალურად მისი ჯანმრთელობა. მხოლოდ სიამოვნების მომნიჭებელ ობიექტად აღიქვამენ.ამას არც გულშემატკივრობა ჰქვია და არც ადამიანობა. ვიღაცამ 5 ლარი დადო მის გოლზე და ვერ მოიგებს, ვიღაცას მისი თამაშის ნახვა უნდა უბრალოდ...და მზად არიან ამისთვის ადამიანი ლანძღონ. იქეთ იტალიელებმაც დაწერეს, სულ რაღაც როგორ ჭირსო, ამდენი ხანი მის თამაშს ველოდებითო. ყველა მაქსიმალურად ცდილობს მის გამოწურვას. პრობლემა თუ აქვს არც იჯერებენ და არც იღებენ. საკუთარ თავებზე წარმოიდგინეთ აბა, მაღალ სიცხეზე სრული დატვირთვით ვარჯიში და მერე თამაში :) თუმცა რას ვხსნი.
ბომბარდირი
არ უნდა სპალეეტის ხვიჩას ბობარდირობა, იცის რომ სუსტ გუნდებს ბევრს გაუტანს და არ აწყობს მაგის ლიდერობა გუნდში. მერე მართლაც მესივით ხელშეუხებელი გახდება. გამოიყცანს რონასთან და ვერ გაიტანს ბევრს.
გრიშა სიცხიანი
თასზე თამაშყს წინ ხომ თქვა ჯუღელმა აბსოლუტურად ჯანმრთელია და ჩვეულებრივ ვარჯიშობსო? რატომ უნდა დავუჯეროთ სპალეტის?
Anjelo Antei
კარგი რა ყველაფერი ჩვენ თავს როგორ უნდა გადახდეს, ჯადო ხოარ აქვს მთელ ქვეყანას გაკეთებული ? როცა ხვიჩა ფორმაში შედიოდა და .. ეხლა 10 დღიანი პაუზა უწევს, გული დაგწყდება უბრალოდ ნაპოლის 30 კაციან განაცხადში ერთია ლაზარეთში და ისიც ქართველი ბლინ რა.
დათო
…რა ეგოიზმია???!!!კაცი ავად არის და უნდა დაეცეს მოედანზე???!!! რომელ ტკბობაზეა ლაპარაკი???!!!
ამაშია საქმე
როცა ერთი კვირა მთელი საქართველო და ნეაპოლი სულმოუთქმენლად ვემზადებით მისი თამაშით დასატკბობად და ის კი ვერ ითამაშებს.ეს უსამართლობაა.

სიცხიანი ვერ ითამაშებს. შეთქმულების თეორიებს ნუ მოძებნით ამაშიც. ადამიანია და ადამიანები ზოგჯერ ავად ვხდებით!
მერაბი
ჩვენ მუდამ გვწყურია მისი თამაშის ხილვა,მაგრამ რას იზამ...გამოჯანმრთელება და ბრწყინვალე თამაშით მალე დაბრუნება ვუსურვოთ ხვიჩას!
მეგრელი
კაი რა ხვიჩ. მთელი კვირა შენ გელოდები ტო. გარეთ რო გახვალ თბილად ჩაიცვი და ქუდი დაიხურე თორე გავგიჟდებით და გადავირევით ამოდენა მასა )))
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა