გაირკვა ჭაბუკ ძიუდოისტთა იმ ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ტრაბზონში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზებს
საბოლოოდ გაირკვა ჭაბუკ ძიუდოისტთა იმ ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ივლისის ბოლოს ტრაბზონში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზებს.

გიორგი ვაზაგაშვილმა იქ წასაყვანი გუნდი რამდენიმე დღის წინ კი დაასახელა, მაგრამ გაურკვეველი იყო 66 კილოგრამის საკითხი - აპოლონ ზურაბიანს ხელის ტრავმა აწუხებდა და მწვრთნელი მის გამოჯანმრთელებას ელოდებოდა, თუ არადა გიორგი მუზაშვილით უპირებდა ჩანაცვლებას. ტრავმის გამო ზურაბიანს ბევრი გაუცდა და მწვრთნელი ახლა შანსს აძლევდა, თუმცა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო და რაკი სხვა გზა არ იყო, ვაზაგაშვილმაც გუნდში მუზაშვილი დააყენა.

სხვა წონებში ზაზა ხუბულური (50), ივანე მამისაშვილი (55), თამაზ კირაკოზაშვილი (60), ლევან გუგავა (73), ბექა ღვინიაშვილი (81), შალვა ჩოჩელი (90) და გიორგი ლაზუაშვილი (+90) იჭიდავებენ.

პრაქტიკულად, ეს ის გუნდია, რომელმაც ივნისში მალტურ კოტონერაში ევროპის პირველობაზე დიდი წარმატებით იასპარეზა, ოღონდ იქ თუ მწვრთნელს ორ-ორი შემადგენლობა ჰყავდა წაყვანილი, ამჯერად მხოლოდ ლიდერებს იახლებს, რაკიღა ამ შეჯიბრების ფორმატი წონაში ქვეყნიდან მხოლოდ თითო მონაწილეს ითვალისწინებს. მალტაში მამისაშვილი და ღვინიაშვილი ევროპის ჩემპიონები გახდნენ, კირაკოზაშვილმა, ჩოჩელმა და ლაზუაშვილმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს, გუგავა მესამეზე გავიდა.

ცხადია, ისინი ტრაბზონშიც ჩვენი გუნდის ლიდერები იქნებიან. მით უფრო, რომ ანალოგიურ თამაშებში მედლების ლომის წილი ისედაც ძიუდოისტებზე მოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა