ჯენარო გატუზოსა და "ვალენსიას" ისტორიას წარმატებული ნაკლებად ჰქვია. ერთია, გუნდს მწვრთნელისთვის ალღოს ასაღებად გარკვეული დრო დასჭირდეს, თუმცა მეორეა, როცა სეზონის ნახევარი გავიდა და შედეგის მხრივ ისინი პირიქით, რეგრესის გზას ადგანან. "ღამურების" მატჩებში იგრძნობა, რომ მათ დომინანტური, კომბინირებული თამაშით სურთ ფონს გასვლა, თუმცა ამისათვის საკმარისი რესურსი არ გააჩნიათ. ჯენარო გატუზო საკუთარ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა ეს დიდი ნუგეში ვერ იქნება. თანამედროვე ფეხბურთში შედეგს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა იოლად ევსება.

გასულ სეზონში ხოსე ბორდალასს ჩემპიონატში არადამაკმაყოფილებელი შედეგები ჰქონდა, თუმცა მის კომპენსირებას სამეფო თასზე ახერხებდა, სადაც ფინალში დამარცხდა. გიორგი მამარდაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ახლაც მთავარი შანსი "კოპა დელ რეიზე" უნდა ეძიონ, სადაც მეოთხედფინალში არიან და ბილბაოს "ატლეტიკთან" მოუწევს საქმის დაჭერა. წინ დიდი დროა, მიუხედავად იმისა, რომ ვალენსიელებს ჩემპიონატში გამარჯვება უჭირთ და გასავარდნ ზონას სულ რაღაც 3 ქულით აღემატებიან, შანსები გადაწურული არაა. გუნდი გამართული ფეხბურთის თამაშს ცდილობს. შესაძლოა, ედინსონ კავანის მსგავსი გამოცდილი ფიგურა მეტი უნდა შეეძინათ. მნიშვნელოვანია, რომ ჯასტინ კლუივერტმა უკანასკნელ ორ შეხვედრაში გაიტანა და მისი ფორმაში შესვლა გარდამტეხ დროს ხდება.

ჩვენი მთავარი ინტერესი გიორგი მამარდაშვილის თამაშის მიმართაა, რომელიც მშვენიერ სეზონს ატარებს და მის მიმართ სხვა კლუბების ინტერესიც არსებობს. როცა გიორგი ეროვნული ლიგიდან "ვალენსიაში" გადავიდა, მაშინ ალბათ რთული წარმოსადგენი იყო, რომ ამას ასე მალე ვიტყოდით, თუმცა "მამარდა" უფრო ძლიერ და ამბიციურ კლუბში გვსურს და წარმოგვიდგენია. ბოლო დროს მადრიდის "ატლეტიკოს" მზარდ ინტერესზე წერენ. მეკარის კარგი თამაში ისეთ გუნდებში უფრო გამოკვეთილია, რომლებიც ფავორიტებში არ არიან და საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი ყველაფერს აკეთებს, თავისი გუნდი უფრო ცუდ ვითარებას ააცილოს.

თასის მატჩი უკვე ვახსენეთ და შორს არც "ლა ლიგაში" მადრიდის "რეალთან" დაპირისპირებაა. კალენდარი საკმაოდ გადატვირთულია და 5 მარტამდე, როცა გატუზოს გუნდი "ბარსელონას" უნდა ესტუმროს, მაქსიმალურად ბევრი ქულის მოპოვებაზე უნდა იფიქრონ, რათა ფსიქოლოგიური და სატურნირო მდგომარეობა გამოასწორონ. სანაკრებო პაუზამდე "მამარდამ" 10 მატჩი უნდა გამართოს.

ქართველი
ქართველი რის ქართველიაა საკუთარი უქზრობაა სადმე არ გააკვეხოს დომენეკი დასვა მამარდამ სკამზე და სილესენი ორივე ძალიან მაღალი კლასის მეკარე და პლიუს ამას თაცისივე ასაკში მყოფი პერსპექტიული რივეროც ამ დღეში ტავს ამათზე წინ დააყენეს ქართველი ბიჭი….მოკლედ იმის თქმა მსურს რომ მამარდა რომ არ იყოს მაღალი კლასი შეიძლება გუბდი ვალენსიაა არაა იმ დონის მაგრამ მეკარეთა მწვრთნელები ყავს იკ დონის მამარდას კარში არავინ დააყენებდა
simartle
სანამ მამარდა პენლების გამოცნობაზე ხტუნვას სხვა მხარეს გაგორებას არ შეშვება და რეაგირებით ეცდება მათ აღებას მისი ფასი ძალიან გაბერილია. ბევრი ამბობს პენალზე რეაგირება ძნელია. ისეთ ახლოდან დარტყმულ ბურთებზე აკეთებს რეაგირებას პენალი არაფერი უნდა იყოს მისთვის. უბრალოდ ეს გამოცნობა რაც შემოვიდა მოდაში ამისგან დაპროგრამებულია ბავშვობიდან. ასევე ჩაწოდებულ ბურთზე გამოსვლებზე თამაში კიდევ უნდა გააუმჯობესოს. ბევრჯერ მოძრაობას აკეთებს გამოსასვლელად და ატორმუზებს და მერე აგვიანებს. ბოდიშს ვიხდი კრიტიკაზე, მაგრამ ყველას მისი წარმატება გვინდა რაც ნაკრებში თამაშის ხანგრძლივ წარმატებას წაადგება.
Givi
Mamarda zustad im dros moxvda valensiashi roca es orni ertmanets wirdebodnen da es valensia rom albat arafris momgebia kvela vxdebit,mtavaria rogorc mekarem zrda ganagrdzos da shemdeg etapze magar gundshic gadava darwmunebulivar.
123-ს
აქ მაღალი ამბიციის წერია და არა გრანდი. ესპანეთში ორი გრანტის სულ და ატლეტიკო მათ რიცხვში არაა. ამ დონის პროგრესი ნამდვილად შეუძლია გიორგის ან თუნდაც იუვენტუსი ვინ მყავს ახლა?
123
ძალიან მაგარი ბიჭია,მაგრამ გრანდი ადრეა მისთვის. ჯერ არ არის მზად არც ფიზიკურად და არც მორალურად. ისეთი ფონი იქმნება რო გიორგის დონესა და გუნდის დონეს შორის დიდი სხვაობაა,რაც არასწორია
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო