ფრანსის ნზაბა კარიერას "დინამო თბილისში" გააგრძელებს, კონგოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი თბილისურ კლუბს სტამბოლის "ბაშაკშეჰირიდან" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.

"დინამოში" გადმოსვლის შემდეგ, გუნდის ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:

"ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ისტორიული კლუბის წევრი გავხდი. მოტივირებული ვარ, ბევრი ვიშრომო, ყველას ვანახო ჩემი ხარისხი და კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო.

აქვე მივესალმები "დინამოს" გულშემატკივრებს - თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე კი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო და თქვენთან ერთად წარმატებას მივაღწიო", - თქვა ნზაბამ.

თურქეთის სუპერლიგამდე ფრანსის ნზაბა სამშობლოში ასპარეზობდა, "ბაშაკშეჰირს" კი 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 20 წლის ცენტრალური მცველი სტამბოლური კლუბის ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა, მიმდინარე სეზონში კი მთავარი გუნდის წევრი გახდა და სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, ფრანსის ნზაბას კონგოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს გამართული.

კონგოელი ცენტრალური მცველი "დინამოს" თურქულ შეკრებაზე, უახლოეს დღეებში შეუერთდება და გუნდთან ერთად 2023 წლის სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.

Fcdinamo.ge

კახა ქ.
სად პოულობენ ასეთ ან კლუბს ან ფეხბურთელს....
qomagi
მიხარია,მაგრამ ეს იჯარით დამატებები არანაერი სიახლის მომასწავლებელი არ ჩანს.1 წლიანი ფეხბურთელები ყოველი ევროტურნირის საკვალიფიკაციოს წინ მოყავთ და შემდეგ მალევე უშვებენ.იმედია ამ შემთხვევაში სხვა დინამო გვეყოლება ლიგის შესარჩევში.
საქართველო
ფულის ხარჯვა წინსვლას არ ნიშნავს,აბანოში გამოჩნდება წინსვლა იქნება თუ არა,როდესაც დაიწყება სეზონი. ქართული კლუბების მფლობელებს ჰგონიათ ძლიერ გუნდს შექმნიან თუ 2-3 თვით ადრე ევროსეზონამდე ფულს დახარჯავენ უაზროდ და პირველივე წრეში გამოვარდნის შემდეგ ისევ გაყიდიან ან გაუშვებენ მწვრთნელებს და ლეგიონერებს,რომ მომდევნოს სეზონში იგივე სისულელე გააკეთონ, ფიფია უკვე 10 წელზე მეტია დაკავებულია მსგავსი მენეჯმენტით.იმედია ეღირსება დინამოს ოდესმე ისევ წარმატება
ლაშა
ხალხო კლუბების ასეთი წინსვლა გახსოვთ ოდესმე? ამას დანახვა უნდა. ფინანსურად მოძლიერდნენ კლუბები. რათქმაუნდა მეტის მოლოდინში ვართ ყველა. აგერ ცრვენა ზვეზდასთან მაგრად ითამაშა დინამომ და მცველის შეცდომის ხარჯზე გაუშვა გოლი და რეაგირებაც შესაბამისი მოახდინა. წესით, ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი უნდა იყოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში!
jorj
კონგოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი . კონგო არაფერ შუაშია .....
თორნიკე
მაგ კრიტერიუმით კვარა ვერასოდეს გახდებოდა დიდი გუნდის წევრი. ნაპოლის სარეზერვო ფეხბურთელები იყიდება 8-10 მილიონ ევროდ. ასე რომ 20 წლის ასაკში ფასი ძალიან მაცდური კრიტერიუმია. ტრანსფერმარკეტი გერმანული ორგანიზაციაა და ევროპელებს უაზროდ გაბერილ ფასებს ადებს, აფრიკა და აზია ძალიან დაჩაგრული ყავს

კარგით რაა იგივე ამბავი - ნორმალური გუნდიდანო და ასაკობრივის ფეხბურთელებს იმატებენ, ძირითად გუნდში 3 თამაში? არ გინდათ თქვენ წინსვლა და რ ვქნათ
რაბუ
წელს კარგი გუნდი სჩანს დინამო და კიდე თუ გაძლიერდება არ იქნება ურიგო
Givi
Arc kofili klubi daewuneba da arc asaki mxolod misi aseti dabali girebuleba mafiqrebs 75 atasi dzalian cotaa,igive poziciaze dinamoshi qartveli bichebis fasebi 400 atasia da ertis million naxevaric...
rezi
მერამდენედ უკვე აფრიკელი? ბარემღა გაუშვით ყველა გუნდებიდან ქართველი ფეხბურთელები და გახდეს ჩვენი ჩემპიონატი, აფრიკელების და ბრაზილიელების ნაზავისგან, შემდგარი ჩემიონატი. ამას უკვე სავალაო მდგომარეობა ქვია!
გიორგი
წინ დინამო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა