ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რუსთავმა ტიტებს სძლია, ბათუმმა ქუთაისს ბრძოლაში მოუგო

რუსთავმა ტიტებს სძლია, ბათუმმა ქუთაისს ბრძოლაში მოუგო

დღეს რეგიონებში ჩატარებული 2 მატჩით განახლდა საკალათბურთო სუპერლიგა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე წრე დაიწყო, რის შემდეგაც 8 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში გადაინაცვლებს, თუმცა კალათბურთის ქომაგებს მანამდე დიდი ბრძოლები ელის. სუპერლიგის გუნდების უმეტესობა ტოლძალოვანია და ურთულესია იმის განჭვრეტა, ვინ პლეი ოფში გავა და ვინ ნახევარფინალამდე მივა. ამას დრო გვაჩვენებს, ჩვენ კი მივყვეთ მიმდინარე სუპერლიგის მატჩებს.

რეგიონებში გამართული 2 მატჩიდან ერთი დაძაბული გამოდგა, მეორე კი – ნაკლებად. მართალია, “ტიტებმა” რუსთავში ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ თამაში კარგად დაიწყო, თუმცა მასპინძლების მყისიერი პასუხითა და სწრაფი, შედეგიანი გარჯის წყალობით შეხვედრამ ბრძოლის ნიშნები ნელ-ნელა დაკარგა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთაველებმა ჩამორჩენა გააბათილეს, დაწინაურდნენ და პირველი პერიოდი ხელჩასაჭიდი უპირატესობით დაასრულეს – 25:14.

მეორე პერიოდში ვითარება არ შეცვლილა. რევაზ როგავასა და ლუკა ბულაშვილის ლიდერობით ქვემოქართლელებმა ათწუთეული 26:13 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 24 ქულამდე გაზარდეს. მესამე პერიოდში მასპინძელთა უპირატესობამ 29 ქულას მიაღწია, რაც ფაქტობრივად რუსთაველთა გამარჯვებას ნიშნავდა, თუმცა ტიტების მთავარი მწვრთნელი, ბესო ლეჟავა წაგებას არ ეგუებოდა და წუთშესვენებებითა და სხვადასხვა გადაადგილებებით ცდილობდა თამაშის შემობრუნებას.

რუსთაველთა გუნდში უკანახაზელებთან ერთად შუა და წინახაზელებიც შედეგიანად, გააზრებულად ირჯებოდნენ, რითაც ტიტებს იმედის შანსს უსპობდნენ. რამდენჯერმე ანგარიშში სხვაობა 15 ქულამდე შემცირდა, რაც მასპინძელთა წუთშესვენების აღების მიზეზი გახდა. საბოლოოდ შეხვედრა ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა. რუსთავმა 90:71 გაიმარჯვა და მოგებ-წაგებათა ბალანსი ფავორიტი გუნდის შესაფერისი გაუხდა: შვიდი ოთხთთან.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი ლუკა ბულაშვილმა დააფიქსირა – 27 ქულა და 4 პასი 28 წუთში. 16 ქულა, 9 პასი და 5 მოხსნა რევაზ როგავამ მოაგროვა. ეივერი დიქსის ანგარიშზე 12 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. ტიტებში 17 ქულა გიორგი გოგუამ მიითვალა, რომელმაც 5 ცდიდან 4 სამიანი ჩააგდო. 16 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა ტიტების ახალწვეულ დარიუს ბელის ანგარიშზე. ტიტების მეორე დებიუტანტმა, ბათუმიდან გადასულმა სანდრო სანაძემ 14 ქულა მიითვალა.

რაც შეეხება ბათუმში გამართულ შეხვედრას, ნომინალური მასპინძელი ქუთაისი იყო, რადგან ამ გუნდებმა პირველი წრის მატჩი ბათუმში გამართეს და ახლა ქუთაისის ჯერი იყო, თუმცა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლის ტექნიკური გაუმართაობის გამო შეხვედრა ზღვისპირეთში გადავიდა.

დაძაბულ, თანაბარ მატჩში ბათუმელებმა ლიდერის, კაილი რიდლის გარეშე ითამაშეს, თუმცა მაინც იმარჯვეს – 75:71. ეს უპირველესად გუნდური სულისკვეთების გამოა, რაც ბათუმელებს რომ არ აკლიათ, ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა. სუპერლიგის მეორე წრის საწყისი ტურის დარჩენილი 3 მატჩი შაბთს, 28 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო

თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა