ჰოლანდიური პრესის ცნობით, “ფეიენოორდის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყველაზე რეალური კანდიდატურა რონალდ კუმანია
ჰოლანდიური პრესის ცნობით, “ფეიენოორდის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყველაზე რეალური კანდიდატურა რონალდ კუმანია. ის 2009 წელს “ალკმაარიდან” წასვლის შემდეგ უმუშევარია და ბუნებრივია, სამუშაოს მოწყურებულია.

ჟურნალისტების თქმით, რონალდი როტერდამში სწორედ კონტრაქტის უკანასკნელი დეტალების შესათანხმებლად ჩავიდა. კუმანს ძალზე მდიდარი სამწვრთნელო წარსული აქვს, მას გაუწვრთნია “ვიტესი”, “აიაქსი”, “ეინდჰოვენი”, “ალკმაარი”, “ბენფიკა” და “ვალენსია”. სპეციალისტს 3-ჯერ აქვს მოგებული ჰოლანდიის ჩემპიონატი (ორჯერ “აიაქსის”, ერთხელ პსვ-ს თავკაცის რანგში), 2-ჯერ ჰოლანდიის სუპერთასი და ერთხელ ჰოლანდიის თასი, მის ანგარიშზეა ასევე ესპანეთის თასი და პორტუგალიის სუპერთასიც.

მოგეხსენებათ, ფეხბურთელების მიერ მარიო ბეენისთვის გამოცხადებული უნდობლობის შემდეგ “ფეიე” კვირაზე მეტი რჩებოდა მთავარი მწვრთნელის გარეშე. თუკი ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ დამტკიცდა, საინტერესო იქნება, რომ პირველად ცხოვრებაში მას მწვრთნელის რანგში მის ძმასთან, ერვინ კუმანთან დაპირისპირება მოუწევს. ეს უკანასკნელი “უტრეხტის” მთავარი მწვრთნელია.

რენმა მცველი დაიმატა

“რენმა” “ლივერპულის” აკადემია დამთავრებული კრის მავინგა დაიმატა. ბრეტონელებმა 20 წლის მცველთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. მართალია, კრისი მერსისაიდელთა რიგებში ირიცხებოდა, მაგრამ 2008 წლიდან მოყოლებული 2010 წლის ბოლომდე მას “ენფილდზე” ძირითად გუნდში ერთხელაც არ უთამაშია. მიმდინარე წლის იანვარში ლივერპულელებმა ის “გენკში” გაანათხოვრეს, სადაც მან 9 შეხვედრა ჩაატარა და ბელგიის ჩემპიონიც კი შეიქმნა.

ლილი და ბონარი გადაწყდა

საფრანგეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი “ლილი” განაგრძობს გამოცდილი ფეხბურთელების ძიებას. უმთავრეს ყურადღებას “ძაღლები” დაცვის ხაზს აქცევენ. ამჯერად რუდი გარსიამ გუნდში 2 წლით უხმო “მონაკოს” ყოფილ ფეხბურთელ ლორან ბონარს. ლორანს ერთნაირად წარმატებით შეუძლია დაცვის ორივე ფლანგზე ასპარეზობა, რაც მას განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს. “ლილში” სიამოვნებით ვითამაშებ. ჩემს კარიერაში ახალი თავის წერას ვიწყებ და მინდა, რომ მთელი ძალებით გავისარჯო კლუბის ამბიციების დასაკმაყოფილებლად,” – განაცხადა ფეხბურთელმა სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე.

2010 წელს ბონარი “მარსელში” ირიცხებოდა და საფრანგეთის ჩემპიონიც შეიქმნა ამ გუნდში. ასე რომ, “ლილმა” ზეგამოცდილი მებრძოლი შეიძინა.

მუსლერა ლომი გახდა

“გალათასარაიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ლაციოსგან” ურუგვაელი მეკარე ფერნანდო მუსლერა შეიძინა და მასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების წყალობით მეკარე წელიწადში 2 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება რომაულ კლუბს, მან შარშანდელ ძირითად მეკარესთან გამოთხოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც “კალიარიდან” იტალიის ნაკრების კანდიდატი ფედერიკო მარკეტი გადაიბირა. “ლაციალეს” ეს ტრანსფერი 5,2 მილიონი დაუჯდა.

პორტუმ ძლიერდება

პორტუგალიის ჩემპიონი დაუღალავად განაგრძობს შემადგენლობის გაძლიერებას. “პორტუმ” 13 მილიონი ევრო გადაუხადა “სანტოსს” ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრ დანილო სილვაში. დანილოს თანაბრად შეუძლია დაცვისა და ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობა, ასეთ ფეხბურთელებს კი კლუბები სანთლით ეძებენ ხოლმე. ფეხბურთელი ახალ კლუბს კოლუმბიაში გასამართი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება. აღნიშნული ტურნირი კი 29 ივლისიდან 20 აგვისტომდეა დაგეგმილი.

“პორტუ” სულ შემდეგი ფეხბურთელებით გაძლიერდა: რაფაელ ბრაკალი (მეკარე), ხუან იტურბე, კელვინ დე ოლივეირა, ჯალმა კამპუში (ნახევარმცველები) და კლებერი (თავდამსხმელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა