საწყლოსნო სახეობები. მსოფლიოს ჩემპიონატი
მსოფლიოს ჩემპიონატის მეხუთე დღეს მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა. ამჯერად წყალში მხტომელები ისვენებდნენ, სამაგიეროდ, ასპარეზი დაეთმოთ "ღია წყალში" მოცურავეებსა და სინქრონული ცურვის ოსტატებს.

გუშინ მამაკაცებმა 10 კილომეტრიან დისტანციაზე გაარკვიეს გამარჯვებული. სტარტი დილით ადრე მისცეს, რადგან წინა დღეს ქალი მოცურავეები წყლის ძალიან მაღალი ტემპერატურის გამო ჩიოდნენ.

საბოლოო შედეგი მოულოდნელი იყო - პირველი ფინიშთან ბერძენი სპიროს იანიოტისი მივიდა. ის ადრეც გამოირჩეოდა სწრაფი ტემპით, მაგრამ ტაქტიკურად მოიკოჭლებდა. მაგრამ ამჯერად იანიოტისმა ეს ნაკლი გამოასწორა და კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი. მან 10 კილომეტრის გაცურვას საათი, 54 წუთი და 24,7 წამი მოანდომა. მხოლოდ 2,5 წამით ჩამორჩა მას გერმანელი ტომას ლურცი, ხოლო მესამეზე 6,9-წამიანი ჩამორჩენით რუსი სერგეი ბოლშაკოვი გავიდა.

ცურვა

კაცები. 10 კმ.

1. სპიროს გიანიოტისი (საბ) - 01:54.24,7; 2. ტომას ლურცი (გერ) - +2,5; 3. სერგეი ბოლშაკოვი (რუს) - +7,1...

ოქროს მედლების შეგროვებას აგრძელებს სინქრონულ ცურვაში ლეგენდარული რუსი სპორტსმენი ნატალია იშჩენკო. ის უკვე 13-გზის მსოფლიოს ჩემპიონია. მან ამჯერად სოლისტებს შორის თავისუფალი პროგრამა მოიგო.

ეს იშჩენკოს მესამე ტრიუმფია შანხაიში. მანამდე მან სოლისტების ტექნიკურ პროგრამაში გაიმარჯვა, აგრეთვე დუეტებს შორის ტექნიკურ პროგრამაში სვეტლანა რომაშინასთან ერთად გავიდა პირველზე.

მეორე ადგილი ორქულიანი ჩამორჩენით ესპანელმა ანდრეა ფუენტესმა დაიკავა, მესამეზე კი ჩინელი სუნ ვენიანი გავიდა.

სინქრონული ცურვა

ქალები. თავისუფალი

1. ნატალია იშჩენკო (რუს) - 98,550 ქულა; 2. ანდრეა ფუენტესი (ესპ) - 96,520; 3. სუნ ვენიანი (ჩინ) - 95,840...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა