ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

კონტადორმა გაისროლა

კონტადორმა გაისროლა

ტურის ალპური ნაწილის პირველი ეტაპი რთული არ ყოფილა - 162 კილომეტრის განმავლობაში მრბოლელებს მხოლოდ მეორე კატეგორიის სირთულის ერთი მთა ელოდათ
ტურის ალპური ნაწილის პირველი ეტაპი რთული არ ყოფილა. 162 კილომეტრის განმავლობაში მრბოლელებს მხოლოდ მეორე კატეგორიის სირთულის ერთი მთა ელოდათ. მასზე დაშვება საკმაოდ სახიფათო იყო - 2003 წელს სწორედ ამ დაღმართზე დაესვა წერტილი შესანიშნავი ესპანელი ველომრბოლის ხოსება ბელოკის კარიერას.

ეტაპი რამდენიმე ველმორბოლის უშედეგო შეტევებით დაიწყო. პელოტონმა საათში 50 კილომეტრი სიჩქარე განავითარა და არავის აძლევდა გაქცევის საშუალებას. ბოლოს, როგორც იქნა, ველომრბოლების სოლიდურმა ჯგუფმა მაინც შეძლო მცირე ჰანდიკაპის შექმნა და თანდათან დაშორდა პელოტონს. დაწინაურებულებს შორის იყვნენ: ევალდ ბოასონ ჰაგენი, ტორ ჰუშოვდი, ტონი მარტინი, მიხაილ იგნატიევი, ჟერემი რუა და რამდენიმე ცნობილი ველომრბოლი. მათი გაქცევის შემდეგ პელოტონმა პაუზა აიღო და ფინიშამდე 40 კილომეტრით ადრე ლიდერებს ექვსი წუთით ჩამორჩა.

ყვითელი მაისურის ყოფილი მფლობელი ჰუშოვდი ბონუსურ ქულებს არ გამოკიდებია და საშუალედო ფინიში წააგო ბელგიელ დრის დევენეინსთან. ერთ-ერთი დაღმართი კარგად გაიარა იგნატიევმა და მარტო გაუდგა ფინიშისკენ გზას. ის კარგა ხანი ლიდერობდა, მაგრამ შემდეგ სკანდინავიური წარმოშობის კანადელი რიუდერ ჰეშედალი წამოეწია.

პელოტონიდან მოულოდნელად შეუტია ალბერტო კონტადორმა. ეს ბოლო მთაზე მოხდა. პირენეებში ესპანელს დაცვითი ტაქტიკა ჰქონდა არჩეული, მაგრამ თანდათან ფორმაში შევიდა და ახლა ორჯერ დაშალა ძირითადი ჯგუფი. მეტოქეები რეაგირებდნენ ამ შეტევებზე, მაგრამ ისიც ჩანდა, რომ ძმები შლეკები და ივან ბასო მთლად მხნედ ვერ გამოიყურებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი გარღვევისას კონტადორმა თან წაიყოლა კეიდელ ევანსი და სამუელ სანჩესი და ნახევარი წუთით გაექცა გენერალური კლასიფიკაციის სხვა ლიდერებს.

როგორც ჩანს, ორმა ესპანელმა ამ ეტაპის ერთმანეთში გათამაშება გადაწყვიტა: ჯერ კონტადორს უნდა აეყვანა მთაზე სანჩესი, შემდეგ კი დაშვებისას ეს უკანასკნელი გზას გაუკვლევდა თანამემამულეს. მაგრამ წვიმამ ძალიან დაასველა ტრასა და "მეამბოხეებს" ჩანაფიქრი არ გამოუვიდათ. დაშვებისას სანჩესი ისევ მესამე იყო, ხოლო ეს ჯგუფი ყოფილ მაუნტინბაიკერ ევანსს მიჰყავდა.

ამასობაში, გაქცეულთა ჯგუფში იგნატიევს ჰუშოვდი და ჰაგენიც დაეწივნენ და ეტაპზე გამარჯვებისთვის სამი ნორვეგიული გვარის მფლობელი იბრძოდა. სავარაუდოდ, ეს დამთხვევა არ ყოფილა და ჩრდილოელებს მართლაც უადვილდებათ წვიმაში და ცივ ამინდში რბოლა. ბოლო კილომეტრებზე ჰუშოვდი და ჰაგენი მორიგეობით ლიდერობდნენ ჯგუფს და საფირმო სპურტზე აკეთებდნენ აქცენტს. კანადელი ჰეშედალი ამ ბრძოლაში არ ჩარეულა და გვერდზე გადგა, ჰუშოვდს კი

ბოლო შეტევისთვის მეტი ძალა დარჩა და მსოფლიოს ჩემპიონმა იოლად მოიგო ამ ტურზე მეორე ეტაპი.

გენერალური კლასიფიკაციის ლიდერებს შორის პირველი ფინიშთან ევანსი მივიდა - მან ბოლოსკენ შეუტია და ესპანელ თანამგზავრებს ორი წამი მოუგო. ყვითელი მაისურის ჯგუფმა ამ ტრიოსთან 20 წამი წააგო. ეს ბევრი არ არის, მაგრამ კონტადორმა და ევანსმა მორალური გამარჯვება მოიპოვეს. "პისტოლერომ" (კონტადორის მეტსახელი) პირველი გასროლა შეასრულა და ეს არ იქნება მისი ბოლო შეტევა. ასე რომ, ალპებში საინტერესო ეტაპებს უნდა ველოდოთ.

XVI ეტაპი

1. ტორ ჰუშოვდი (ნორ, GRM) - 3.31,38; 2. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორ, SKY) - იგივე დრო; 3. რიუდერ ჰეშედალი (კან, GRM) - +0,02; 4. ტონი მარტინი (გერ, THR) - +0,38; 5. მიხაილ იგნატიევი (რუს, KAT) - +0,52; 6. ალან პერესი (ესპ, EUS) - +1,25... 11. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +4,23; 12. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +4,26; 13. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - იგივე დრო... 18. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - +4,44... 22. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 23. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - იგივე დრო... 30. ივან ბასო (იტა, LIQ) - +5,17... 36. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +5,32... 68. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +8,08...

საერთო ჩათვლა

1. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - 69.00,56; 2. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +1,45; 2. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +1,49; 3. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +3,03; 5. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +3,26; 6. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +3,42; 7. ივან ბასო (იტა, LIQ) - +3,49; 8. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +4,01... 26. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +20,12...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს

ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება

"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა