<p>"პალერმოს" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.</p><p>ფედელემ <strong>Marte Sport</strong>-ის ეთერში "ნაპოლისა" და "რომას" (2:1) დაპირისპირების იმ მომენტზე ისაუბრა, როდესაც ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ "კვარამ" გოლის გატანა ვერ მოახერხა.</p><p>"ნაპოლიმ" გოლის გატანის არაერთი შანსი მიიღო. ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთის კონტროლის თვალსაზრისით სერიოზული შეცდომა დაუშვა. თავად მექსიკელმაც კარგი მომენტი ვერ გამოიყენა" - განაცხადა ფედელემ.</p><p>შეგახსენებთ, 20 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 53 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13 ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 5 თებერვალს "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.</p><p><p><p><br></p>
სააკაძე
ეს კაცი არ იძახის მთლად უაზრობას, ხვიჩამ იმ კონკრეტულ მომენტში ვერ შესძლო ბურთის დამორჩილება, ხდება ხოლმე, ვის არ მოსვლია. მაგრამ ცალკე საკითხია, კანავარო ვინ ჩემი ჩიტი იყო და მისი აგენტი თუ მაკლერი ვინ აგდია ხვიჩას რომ აკრიტიკებს და ყველა ამას ყურადღებას აქცევს!
სოსო
სწორედ ლოსანოს გაეხსნა და პასს ელოდა,მაგრამ ავადმყოფობის შემდეგ,უკვე გადაღლილი იყო და ძლიერი პასი,ვერ დაიმორჩილა.სიმკვირცხლე,თუ ფეხის სიმსუბუქე,რაც გინდა ის დავარქვათ,უკვე დაკარგული ჰქონდა.მატჩების ბოლო წუთებზე,კონტრშეტევაზე გაქცეული ფეხბურთელები რომ საოცარ მომენტებს აფუჭებენ ხოლმე,მათაც სწორედ ამის გამო ემართებათ.აღიდგენს ფიზიკურ კონდიციებს და ასეთ მომენტებს აღარ გააფუჭებს,ამისი არ მედარდება,მაგრამ უკვე იმდენი ადამიანი წერს,ხვიჩას ბებიის გარდაცვალების შესახებ,რომ ეტყობა ამ ჯერზე,ეს ტყუილი არ უნდა იყოს და თუ ეს სიმართლეა,ვიზიარებ მისი და მისი ოჯახის მწუხარებას.ღმერთმა გაანათლოს მისი სული და მადლობა,ჯერ კარგი შვილის,შემდეგ კი შვილიშვილების გაზრდისათვის.ბებიებმა ხომ, სულ სხვანაირი სითბო და სიყვარული იციან.
ამაშია საქმე
ამ კაცმა თქვა ორი გასატანი ბურთი ვერ გაიტანესო.სინამდვილეში არც ისე იოლი იყო მათი გატანა.ხვიჩას შემთხვევაში ჩამოწოდებული ბურთი ძლიერი იყო და ეგრევე უნდა დაერტყა,ლოსანოს შემთხვევაში მცველებმა მაგარ ჭკვიანურად ითამაშეს დასარტყმელად მეკარეს პირდაპირ დატოვეს თან ისე იდგნენ კუთხეები ჩაკეტეს და პასიც არც ისე იოლი იყო.
ilar10N YouTube
ლოსანომ ბრმად ჩაუწოდა, თან ძალიან ძლიერად. ბურთი წვივზე მოხვდა და ვერ დაიმორჩილა.. მაგ დროს პირველ რიგში მეპასეა დამნაშავე . და მაგ 1 მომენტის გამო ნუ დავძრახავთ. თუმცა კარგია რომ ასეთი წონიანი ფიგურები აკრიტიკებენ. ამაზე დიდი მოტივაცია რა უნდა იყოს. მეორედ ეგეთ მომენტს რომ აღარ გააფუჭებს ვიცით ჩვენი ბიჭი.
G.A.L.
ძალიან ბევრს ხომ არ ვითხოვთ ამ პატარა ბიჭისგან? ლოსანოს პასი იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთი შეხებით დამუშავება გაუჭირდებოდა აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს (ყოფილს თუ მოქმედს). ერთი შეხებით კარის მიმართულებით გაგზავნა იქნებოდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილუბა, მაგრამ ამას სჭირდებოდა ცენტრფორვარდის გამოცდილება (ცხონებული რამაზ შენგელია იყო ართი შეხებით თამაშის გენიოსი) და უფრო მსუბუქი ფეხები (ვისაც უთამაშია დამეთანხმება). ხვიჩა კონდიციებში აშკარად სუსტად გამოიყურებოდა და ამისი მიზეზი გადატანილუ გრიპი (სიცხით) იყო. აღდგენას დრო არა გაქვს და უნდა მოასწრო მოკლე პერიოდში პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირებამდე ყველაფერი! მონდომებული იწყებ ვარჯიშს, იღებ რაც შეიძლება ინტენსიურ დატვირთვას და კუნთები გამოფიტვის რეჟიმში გადადის (აშკარად დაკლებული აქვს წონა). რაც მეტი იტვირთები მით უფრო გიმძიმდება ფეხები და ბოლოს თითქოს ტყვია ჩაგასხესო, ისე მძიმდება. ხვიჩას მოძრაობაზე ეტყობოდა, რომ გადამწვარი იყო, როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად, კონკრეტულად ამ თამაშისთვის (ზედმეტმა მონდომებამ იცის). თავიდან ჩვეულად დაიწყო და პირველი მესამედი კარგი იყო, შემდეგ დაიწყი დამძიმება, გაუჭირდა გადაადგილება, ბურთთან მუშაობა, დააკლდა სისწრაფე. ერთ მომენტში, როდესაც ლოსანომ, ჩემი აზრით მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და კარში დაარტყა (სამი იყვნენ და უფრო რაციონალური გათამაშება იყო საჭირო) ხვიჩა ძალიან დიდი ძალისხმევით დაეწია ეპიზოდს! აქ ფიზმომზადების მწვრთნელების გადაცდომაც არის, კონკრეტული თამაშისთვის (უფრო "სვეჟად" უნდა მიეყვანათ. სჯობდა ნაკლები დატვირთვა მიეცათ!). ხვიჩა შემდეგ თამაშზე გაცილებით კარგი იქნება. ესეც გამიცდილების ამბავია (დატვირთვებს გადაინაწილებს, სადღაც თავს შეღავათს მისცემს, ორგანიზმის მოსმენას ისწავლის! წარმატებები ხვიჩას, საქრთველოს ნაკრებს და ნაპოლის. P.S. სამძიმარი ბადრი კვარაცხელიას დედის გარდაცვალების გამო.
ჟორას გიორგის და დანარჩენ "პროფესორებს"
ძლიერი პასი მისცა ლოზანომ და მოხდა წვივზე, რის შედეგადაც ვერ დაიმორჩილა ბურთი და ვერც დაარტყამდა. რათ უნდა ამას ამდენი გარჩევა და კრიტიკა.
გიორგი
რონალდო და მესის რომ დაუთვალო ეგეთი შეცდომები უფრო მეტი ექნებათ ვიდრე ხვიჩას.რა დებილია მსოფლიო ?!
gulshematkivari0703
ვფიქრომ ხვიჩას ბურთი დამუშავების გარეშე უნდა დაერტყა. თანამედროვე ფეხბურთში 10 მცველიდან (+ მეკარე) მინიმუმ 8 არ გაცლის დამუშავებას. ამიტომ ჩემი აზრით ნებისმიერ ვარიანტში დაუმუშავებლად უნდა დაარტყა საჯრიმოდან თუ ძალიან კომფორტული სივრცე არ გაქვს!
L.J .
Ver vwer ki ar mixaria latinurad wera ;)
სოსო
სულხან-საბა ორბელიანის სიტყვის კონადან სიტყვის განმარტების ციტირებას,თვითონ სტატია წაგეკითხა ყურადღებით,არ სჯობდა?!ალალ-მართალ კაცს, რომ ტყუილ უბრალოდ ლანძღავ,ხომ აღარ დაგემართებოდა!ამ წუთში შენს პოსტს,16 მოწონება აქვს და მათაც რომ ყურადღებით წაეკითხათ სტატიაც და პოსტიც,არც ისინი აღმოჩნდებოდნენ,უხერხულ მდგომარეობაში.
მიშა
ესენი ხო არ უბერავენ სერიოზული შეცდომა არა იხვი გადამწყვეტ მომენტში 11 მეტრიანებს ვერ იტანენ და ცარიელ კარში ვერ გააქვთ გოლები ვერ გაიტანა და მორჩა არ უნდა ამას ამდენი განხილვა
გია
დაწერე რა ქართულად, რას გვაწვალებ შენც კიდევ
ზურა
რასაც ეს ბიჭი აკეთებს პირველივე წელს არავინ ველოდით მაგდენს. შეცდომას რაც შეეხება ყველას მოსდის იმუშავებს ივარჯიშებს და გამოასწორებს დიდი ამბავი. ეგაა განვითარება. ეჭვი არ მეპარება რო უფრო მაღალ დონეზე ავა
ფეოლა
კრიტიკა მისაღებია, იმისთვის რომ გამოცდილება მიიღოს, შეცდომები უნდა დაუშვას და შემდეგ მასზე დასკვნის გაკეთებით, ივარჯიშოს ამ ნაწილზე და შემდეგში არ დაუშვას იგივე შეცდომა, ასე ხდება პროფესიონალი
ჟორა
პასს თუ არ ელოდა საჯარიმოში რატომ შევიდა? საჯარიმოში ხარ და ბურთს არ ელი, ამას რა გამართლება აქვს?
ჟორა
აქ გასაბრაზებელი არაფერია, ბურთის დამუშავებას შეეცადა და ვერ დაამუშავა, ეს იყო. აქ, ის მომენტი იყო, როცა 99%-ით ერთი შეხებით უნდა დაარტყა, რომ დაერტყა და აეცილებია, გაცილებით უკეთესი იყო, რადგან ეს უკვე შეცდომად აღარ ითვლება, ეს ტექნიკური წუნია, რომ არ გაარტყი სწორედ ის ითვლება შეცდომად.
L.J .
Es aris kritika??!!!shecdoma daushvao tqva da mereee???am kacma yvela pegburtelze calkcalke gaaketa komentari...vin?sad?ras ityvis yvelaoeri unda akomentot:)))xvicha warmatebebi mjera rom mwvervalebs daipyrob
L.J .
Erti tavdasxmelit tamashobs napoli da itxovs burts viktori aba ra unda qnas???xvicha garemarbia,ras adareb da reebs tvli pirikit magari bichia sul burts itxovs(osimeni)modzraobs magashi glaxas ras xedav???
L.J .
Kanavaro ra shuashia maraq???
ზაზა
წვივში მოხვდა ბურთი. შეუძლებელია წვივით ბურთის გაჩერება. ისე რამოდენიმეჯერ ვერ დაიმორჩილა ბურთი ამ თამაშში. წარმატებები შემდეგ თამაშებში.
rrr
დაასახელე ერთი ფეხბურთელი მაინც ვისაც ეგეთი წუნი არ მოსვლია?
ემიგრანტი
ეს ძალით კრიტიკოსები რა... ჩასაფრებულები აკოფში არ აყროლდეთ ბიჭს ბებია დაეღუპა კიდევ კარგად ითამაშა საგოლე პასი გააკეთა. კვარა არის შემტევი ნახევარ მცველი ყველა თამაში გოლს ვერ გაიტანს წარმატებები კვარა ❤❤❤
სოსო
რატომ ბრაზობთ?!ხვიჩამ ბურთის მიღება ვერ შეძლო,თანაც საკმაოდ ღია პოზიციაში და ეს რა თქმა უნდა სერიოზული ტექნიკური წუნია.100-დან 95 შემთხვევაში,ერთი შეხებით კარში დარტყმას შესძლებდა ხვიჩა.მისგან ბურთის ვერ მიღება,უიშვიათესი შემთხვევაა და რა თქმა უნდა თვალში მოხვდა.არც ჩვენ უარვყოფთ,რომ ეს მისი საუკეთესო თამაში არ აყოფილა.შედეგიანი მოქმედება მაინც გააკეთა და გუნდი გამარჯვების გზაზე დააყენა,თუმცა აშკარად, ჯერ კიდევ ვერ იყო ჯანზე და მეორე ტაიმში,ვეღარ აქტიურობდა.იმ ორი თამაშის ვირუსის გამო გაცდენამ,რა თქმა უნდა მისი ფიზიკური მზადყოფნაც შეამცირა.ხვიჩაც ჩვეულებრივი ადამიანია და ავადმყოფობა, მასზეც ჩვენნაირად მოქმედებს.ვინც წლევანდელი ვირუსი მოიხადა,დამეთანხმება,რომ მართლაც ძალიან ასუსტებს ადამიანს.
giorgi 3
მე მგონი ლოზანოსგან არ ელოდა პასს, მექსიკელი ხომ ამით არის ცნობილი რომ ცოცხალი თავით არ მოგცემს ბურთს, თუმცა იმ დღეს კარგად თამაშობდა
შოთა
ნაპოლის თამაშის განხილვა იყო და ყველა ფეხბურთელს შეეხნენ. რა არის ამაში უცნაური? ვერ გავიგე რა კომენტარებს წერთ.
დავითი
შეიძლება ვცდები,მაგრამ ხვიჩა ამ ბოლო დროს ცდილობს მოირგოს საზოგადო მოღვაწის როლი,აპიარებს საკუთარ თავს,ცდილობს პოპულარული და სათაყვანებელი გახდეს აგრეთვე საფეხბურთო მინდორს მიღმაც,მაშინ როცა მთელი დრო ფეხბურთს უნდა დაუთმოს,ის ჯერ მხოლოს 21 წლისაა,ნაადრევია მისგან ეს ყველაფერი.დიდი ტალანტის პატრონია და ეს ნიჭი მან ჯერჯერობით მხოლოდ ფეხბურთს უნდა მოახმაროს.მაგის დროც მოვა.
მაქარაშვილი-მარქარიანი
“შური არს მწუხარებაი სხვისა სიკეთესა ზედა” - მათ შორის კანავაროზეა ნათქვამი! მჯერა, რომ ხვიჩა ყურადღების ღირსად არც დღეს, და არც მომავალში არ მიაქცევს ყურადღებას მისდამი მსგავსი ქვეწარმავლების შხამის ფრქვევას!
ss
აცადეთ რაა ამ კაცს შეცდომა დსუშვა არა კვატი დაუშვა მერე მიდი აბა შენ დაარტყი და გაიტანე დაუშვა ხვალ გსიტანს აბა ფეხბურთში რო ყველა უშეცდომოდ თამაშიბდეს სულ 0-0 იქნება :) არ წაიღეს ტვინი ამ აგენტებმა.
ემიგრანტი
ლათინური ასოებით რომ წერ, ასეთი ლამაზი და დალოცვილი ანბანი რისთვის გვაქვს?
რეზო
ბიჭო, რა დაგემართათ!???? ხვიჩა კი არა, მარადონას, ზიდანს, ბაჯოს, მესის, პელეს გაუფუჭებათ უფრო გასატანი მომენტები!!!! სირცხვილი არა გაქვთ, " კანავაროს ყოფილი აგენტის" გინა "ჩემი მეზობლის დაქალის ახლობლის დის" სადღაც რაღაც ნათქვამს რომ ეძებთ და აქვეყნებთ? უფორ შემოქმედებითად მიუდექით , რა! უამრავი კარგის მოძებნა შეიძლება, თუ კაცი მოინდომებ
კახელი მიხო
რამდენი უხეში შეცდომაც კანავაროს დაუშვია კარიერის განმავლობაში, იმდენი (ბურთი) მოხვდეს (თავში) მის აგენტს.ფეხბურთი თამაშია და შეცდომებითაა სავსე ყოველი მატჩი.მაგ გონებაანთებულმა დაასახელოს ერთი თამაში მაინც, სადაც რომელიმე მოთამაშე ერთხელ მაინც არ ცდება.
საბა
კვარაცხელიას მომენტი თუ არ იყო 100%-იანი. მაშინ რამდენი იყო ოსიმენის შანსი?...ტიპმა ბურთი კენწლა საჯარიმოში სანამ კარებს გახვრიტავდა
Offside
100 პროცენტიანი იქნებოდა პასი ბურთი არა ჰაერში მაღალზე მინდორზე ყოფილიყო დამუშავება თუ არ დაჭირდებოდა
ქართველი
ასპროცენტიანი არა ტოროლა! ეგრე ყველა მომენტი რომ გამოიყენონ რაღა ფეხბურთი იკნება! მაგნაირები ფეხბურთის ნაწილია! ასე რომ შეეშვითრა! ერთხელ ჩაირბინე ერთი ჯიმა კარიდან კარამდე და მერე დარტყმა სცადე!
guga
ძალიან ხელსაყრელი მომენტი იყო მაგრამ 100% ნი ნამდვილად არ ყოფილა
გია
100% იანი მომენტი იყო,ამბიციურმა ფეხბურთელმა უნდა გამოიყენო მაგრამ რაც იყო იყო უნდა გაითვალისწინოს მომავალში
სვანსკი
იდიოტობას 100% ამტკიცებს,არ იშლიან კბენას
tngh
ახლოვდება საქართველოს ნაკრების თამაშები... წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!
Hhh
Kait ra ra gadaekidet am bichs, tavis saqmes mshvenivrad aketebs. Osimens aravin akritikebs radgan yvelaze meti aqvs gatanali, arada yvela pasi osimenze ketdeba. Magdenjer rom xvichas uketebdnen pass axla yvelaze meti goli eqneboda. Es mario rui saertod ar uketebs gadacemas. Tavisufali roa arc mashin adzlebs es faqtia. Yvelaze uket xvicha osimens kiara zielinskis ugebs. Sheidzleba sisuleled mogechvenot magram osimenis gareshe bevrad uketesi iyo napoli, axla ar gamomixtet profesorebi. Osimeni yvelas akompleqsebs radgan gonia yvela pasi masze unda gaketdes. Osimens rom tramva hqonda yvelaze gamartul fexburts mashin tamashobda napoli.
რაბუ
იქაც ყოფილან მზეები. დაანებეთ ამ ბიჭს თავი, ეგეთი ნეტა ათი მოგვცა
gio
რომ არ ყოფილა, იმათაც აკრიტიკებდნენ ))
nika
ყველა იდიოტი არაა, მაგრამ თუ ვიღაცის ნათქვამი ყოველი წინადადება გამოქვეყნდება, კი გამოჩნდება ასე. რაღაც ჰკითხეს ალბათ და კონკრეტული ფაქტი თქვა, ანალიზი აქ არაა და გარჩევა (მაგრამ ნახვები მოაქვს საიტზე)
gio gio
ნაპოლის და ხვიჩას საქმეები მიდის იდეალურად,მთავარია არ მოდუნდნენ და შრომა გააგრძელონ დანარჩენი დროის ამბავია,იტალიის ჩემპიონობა გარდაუვალია პირველივე წელს,ხვიჩამ ბურთთან ყველა შეხება გოლით ან საგოლე გადაცემით რომ დაამთავროს მაშინ ამ კრიტიკოსებს და ჭორიკანებს რა ეშველებათ სალაპარაკო რომ არაფერი დარჩებათ.
რრრ
იდიოტია რა ეს ხალხი, ანუ ხვიჩამ 100%-ით უნდა გამოიყენოს ყველა შანსი? ასეთი არც პელე, იყო, არც მარადონა, არც, მესი, არც რონალდუ და არც არავინ ყველა აფუჭებს ასეთ და გაცილებით რეალურ მომენტებსაც.დდდ
თენგო
გენიოსებს ყოველთვის ახასიათებთ დაბნეულობა. თუ თქვენს გვერდზე დაბნეულობით გამორჩეული ვინმეა, ნუ დაცინებთ, ის თქვენზე ბევრად ჭკვიანია
ზურაბ
ეტყობა რომ ჯერ კიდევ ღელავს მაგრამ დრო ყველაფერს დაალაგებს
zura222
ეს დებილი ფედელეა თუ ფედელ კასტროა რას გადაეკიდა ხვიჩას @@@
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ოსიმენი "ნაპოლიში" ვეღარ დაბრუნდება, გეტყვით, სად გააგრძელებს კარიერას" - ფედელემ ნიგერიელზე ისაუბრა
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
"არავითარი კლოპი, "ნაპოლი" მან უნდა ჩაიბაროს" - ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა
"როცა დე ლაურენტისზე ეს გავიგე, გადავირიე" - ფედელე
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"100 მილიონი დახარჯეს, მაგრამ ეს ფეხბურთელი აუცილებლად უნდა იყიდონ" - ფედელემ "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა
ფედელე: "კვარას" მონასავით მოექცნენ და რაღაც მოულოდნელი შეიძლება მოხდეს
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ