ესპანური "ვალენსიას" ამბავი გიორგი მამარდაშვილის გამო ძალიან გვაფიქრებს. ისედაც, გულშემატკივრებისთვის დასანანია, რომ კლუბი, რომელიც "ბარსელონასა" და "რეალს" ყოველთვის მაქსიმალურ წინააღმდეგობას უწევდა და ჩემპიონთა ლიგაზე ფინალებამდეც მიუღწევია, უკანასკნელი წლების განმავლობაში საშუალო დონის გუნდად ჩამოყალიბდა. ჯენარო გატუზო გათავისუფლებულია, თუმცა ეს სეზონის მეორე ნახევარში რამეს მნიშვნელოვნად შეცვლის?!

მას შემდეგ, რაც "ღამურებში" სინგაპურელი ხელმძღვანელობა მივიდა, აქ ყველაფერი აიბურდა. მწვრთვნელების ხშირი ცვლა, ნაკლები ნდობის გამოცხადება მისთვის, ვინც მეტს იმსახურებდა. მაგალითად, მარსელინიოსთვის; სამეფო თასზე გამარჯვების შემდეგ. თუნდაც, ხოსე ბორდალასი, რომელმაც გარკვეულწილად, მომავლის კონტურები გამოკვეთა (გუნდი "კოპა დელ რეის" ფინალშიც გაიყვანა). გატუზოზე ჩვენც რამდენჯერმე დავწერეთ, რომ მას არ ჰყავდა იმ დონისა და სტილის შემსრულებლები, როგორადაც თამაში წარმოედგინა და ადრე თუ გვიან ეს პროექტი დასრულდებოდა. ჯენარო განსაკუთრებულ სპეციალისტად მაინც ვერ ჩამოყალიბდა.

მხოლოდ მწვრთნელებზე გადაბრალება არ ივარგებს. ვალენსიურ კლუბში კარგი აკადემიაა, შემდეგ კი ხელმძღვანელობის მიზანი ისაა, მაქსიმალურად ხელსაყრელი ტრანსფერები განახორციელონ. მაგალითად, გასულ ზაფხულს კარლოს სოლერი პსჟ-ში წავიდა. ასეთი მაგალითი რამდენიმეა. ყოველწლიურად ახალი გუნდის შექმნის პარალელურად, შედეგების დადება უტოპიად მოჩანს, არადა ამ კლუბს ხომ ორი მონსტრის დაჯაბნა და ესპანეთის ჩემპიონობაც კი შეუძლია. გუნდის გულშემატკივრებს შედეგები სურთ და არა ის, რომ ამ მხარის მეორე გუნდ "ვილიარელს" ბევრად კარგი პერიოდი ედგას.

უკვე მერამდენედ, გუნდს ისევ ვორო ჩაიბარებს. ის ამ გუნდის დროებით მწვრთნელად უამრავჯერ ყოფილა, ერთხელ მუდმივადაც კი დანიშნეს. შემდეგ ალბათ, ისევ ახალ დამრიგებელს მოძებნიან, თუმცა ეს უფრო ერთ წრეზე ბრუნვას დაემსგავსა. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ მისი დიდი პროგრესის გათვალისწინებით, ქართველი მეკარე უკვე ამ გუნდში აღარ გვემეტება, განსაკუთრებით, ამ დაცვის ხაზის ფონზე. ვნახოთ, გატუზოს გუნდიდან გაშვება "მამარდასთვისაც" რას შეცვლის.

kaxa
კი გეთანხმები 100%
ATP 16
გატუზოს ხედვა როგორც მწვრთნელის , დიდად არ განსხვავდება იმისაგან , რასაც თამაშობდა , საზიზღარი საყურებელია მისი გუნდების თამაში . ვალენსიაში თუ არ ჰყავდა ფეხბურთელები ნაპოლიში ხომ ჰყავდა , რა გააკრთა ? ერთი ჩვეულებრივი ნაჯახი მწვრთნელია . რაც შეეხება მამარდას , თუ ტოტენჰემი მართლა ინტერესდება , არც უნდა დაფიქრდეს , ლორისმა თითქმის მთელი კარიერა მანდ გაატარა , საფრანგეთის ძირითადის მეკარეს არ უთაკილია ტოტენჰემში თამაში . თუ უკეთესი ვარიანტი ექნება და ასარჩევად იქნება საქმე , ეგ თვითონ და თავის აგენტმა გადაწვიტონ მერე .
ტარიელი
ეძახიან უკეთეს გუნდში და არ მიდის ? ისე ვაცხადებთ უნდა წავიდესო , თითქოს რიგი ედგას . კარგი მეკარეა , მაგრამ რეალური მთხოვნელი არ გამიგია , რომ ყავდეს . აკვირდებიანო . ეგრე მეც ვაკვირდებოდი ბავშვობაში მთვარეს , მაგრამ ყიდვა კი არ მიფიქრია .
G.LA
ია-ს თქვენთვის ჩემი პროფესია უცნობია და როგორ შეგიძლიათ იმსჯელოთ? გატუზო კი ძალიან უდისციპლინო იყო და ჩხუბის თავი იყო. ხშირად იღებდა წითელ ბარათებს და გაფრთხილებებს, იქნებოდა დაძაბულობა მის გამო. ასევე არც დიდი ტექნიკით გამოირჩეოდა როგორც ფეხბყრთელი და ჩემს გემოვნებაში არ ჯდებოდა.
Lasha
Ise laparakobt la ligashi titqos yoveli meore qartveli tamashobs sheeshvit ra mshvenirei gundia valencia neta sul dziritashi atamashon da iyos mand tripachobas tavi daanebet ra lokomotividan kaci msoflios camyvan ligashi tamashobs da isa esa ait moida zurabaaa
ია
გატუზო არ იყო ფეხბურთელი და შენ ხარ პროფესიონალი შენ საქმეში ??
L.J .
Me piriqit vpikrob unda darches 2 sezoni mainc rom daxvewos is minusebi rac aaqvs,tan valensiamac ise tuase kari gaugo evropis pegburtisken ase patara asakshi
G.LA
მარტო გატუზოზე დაბრალება უმეცრობაა. იმ სინგაპურელი ხელმძღვანელობის ბრალია ვინც შემადგენლობა დაასუსტა და გატუზო მოიყვანა. გატუზო ფეხბურთელი რა იყო და მწვრთნელი ხომ სერთოდ უარესობაა. აზრი რა იყო ბორდალესის გაშვების და ამის მოყვანის? გატუზომ რაც იცოდა ის გააკეთა და ვინც თვალს ადევნებს მშვენვრად იცის რისი მაქნისიც არის. სეზონის დასაწყისშივე ნათელი იყო ვალენსია რასაც მოიმკიდა. მე ჩემი აზრი კი დავწერე მაშინვე მაგრამ მე ვინ ვარ? ჩემს კომენტარს რა აზრი აქვს? მამარდა უნდა წავიდეს ვალენსიიდა აუცლებლად. მაგ გუნდში სანამ ხელმძღვანელობა არ შეიცვლება იმ ვალენსიას ვეღარ ვიხილავთ, რაც ჩვენ გვახსოვ და გადასარჩენ გუნდში მამარდა ძალიან მეცოდება. ეგ სინგაპურელები ინვესტიციის ჩამდები რომ ყოფილიყვნენ იმდენ ტონის მიმცემ მოთამაშეებს არ გაუშვებდნენ გუნდიდან. მათ მაგივრად ვინმე მოიყვანეს მათზე უკეთესები? არავინ!! გიორგი წადი სეზონის ბოლოს მაქედან.
Givi
Ratqmaunda valensia arsad ar gavardeba, magram am umotivacio gundshi didxans darchena ar girs da mamardac ase fiqrobs darwmunebulivar.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო