ამ დღეებში ამერიკაში პოპულარული გუნდური ტურნირი - World Team Tennis (WTT) მიმდინარეობს, რომელშიც აშშ-ის ქალაქების გუნდები იღებენ მონაწილეობას
ამ დღეებში ამერიკაში პოპულარული გუნდური ტურნირი - World Team Tennis (WTT) მიმდინარეობს, რომელშიც აშშ-ის ქალაქების გუნდები იღებენ მონაწილეობას.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი "ვაშინგტონ კესტლის" ღირსებას იცავს. ამ გუნდმა გუშინ "ნიუ იორკ სპორტთაიმსი" 21:20 დაამარცხა. ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ სერენა ერთეულთა მატჩში დაუპირისპირდა WTA-ის ყოფილ ლიდერს, დიდი სპორტიდან წასულ ლეგენდარულ შვეიცარიელ მარტინა ჰინგისს და ის 5:3 დაამარცხა.

ამის შემდეგ, უმცროსმა უილიამსმა რენე სტაბზთან წყვილში 5:2 მოუგო ჰინგისისა და კეტი ო'ბრაიენის დუეტს.

სერენას თქმით, "დიდი სლემის" ბოლო ჩემპიონატის - ამერიკის ღიას წინ ის სამ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას - სტენფორდში, რომელიც მომავალ ორშაბათს აიღებს სტარტს, ტორონტოსა (8-14 აგვისტო) და ცინცინატში (15-21 აგვისტო).

"ამერიკის ღია პირველობაზე ჯერ არ ვფიქრობ. იქამდეა ბევრი დროა დარჩენილი, ამიტომაც უახლოეს სტარტებისკენ მაქვს ყურადღება გადატანილი. ძალიან ბევრი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნება შევძლო", - ამბობს "დიდი სლემის" ტურნირების 13-გზის გამარჯვებული.

"რაც შეეხება მარტინასთან შეხვედრას, მასთან ერთად კორტზე გასვლა ყოველთვის მომწონდა. ის შესანიშნავი მოთამაშეა და მის წინააღმდეგ მატჩი ძალიან კარგი პრაქტიკაა მომავალი სერიოზული ტურნირების წინ. მართალია, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ მაინც გავიმარჯვე. ამ შეხვედრამ უდიდესი სიამოვნება მომიტანა. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რატომ არ ვარ ამჟამად მსოფლიოს პირველი ჩოგანი?!", - იხუმრა სერენამ.

"ვფიქრობ, ძალიან კარგი მატჩი გამოგვივიდა. შესანიშნავი დრო გავატარე", - მოკლე კომენტარი ჰქონდა ამ შეხვედრაზე ჰინგისს.

სერენა უილიამსმა საინტერესო მოსაზრება გამოთქვა ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის. ამერიკელ ჩოგბურთელს მიაჩნია, რომ ფეხბურთელებმა ისეთივე კაბებში უნდა ითამაშონ, როგორითაც ჩოგბურთელები კორტებზე გადიან.

"თუ ფეხბურთელებს ჩვენს მსგავსად კაბებს ჩააცვამენ, მატჩები უფრო საინტერესო სანახავი იქნება. ვფიქრობ, მე შევძლებდი ახალი საფეხბურთო ფორმებისთვის დიზაინის შექმნას", - დაწერა "ტვიტერზე" სერენამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა