ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჩარტერთან დაკავშირებით

ჩარტერთან დაკავშირებით

ბელგიასთან მატჩის შემდეგ დავწერეთ: ბიჭებს ჩარტერი სჭირდებათ. ისინი მეტოქის და მსაჯების პარალელურად მგზავრობით გადაღლილობას არ უნდა ებრძოდნენ...

ბელგიასთან მატჩის შემდეგ დავწერეთ: ბიჭებს ჩარტერი სჭირდებათ. ისინი მეტოქის და მსაჯების პარალელურად მგზავრობით გადაღლილობას არ უნდა ებრძოდნენ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ, ვისაც რით შეუძლია, ნაკრებს მხარში უნდა დაუდგეს, ყველა პირობა შეუქმნას და მივიღებთ შედეგს, რაც ევროპულ ოჯახში საქართველოს ტოპ-ქვეყნების გვერდით დააყენებს. სპორტულ ენაზე რომ ვთარგმნოთ - ევრობასკეტზე მოვხვდებით.

კალათბურთის ფედერაციამ ნაკრებს კარგი მოსამზადებელი პირობები შეუქმნა: გუნდმა ივლისის დასაწყისიდან 20-მდე ავსტრიაში ივარჯიშა და ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ამას მოჰყვა თბილისის ოთხთა ტურნირი და პოლონეთთან შეხვედრისას დავრწმუნდით, რომ ნაკრები შესარჩევ ტურნირს სათანადო კონდიციებში შეხვდა.

თუმცა კარგი მწვრთნელი, ფორმაში ყოფნა და ნიჭიერი კალათბურთელები ევრობასკეტზე მოხვედრის გარანტიად არ უნდა ჩაითვალოს. იმისთვის, რომ საქართველოდან შორეულ ქვეყნებში ჩაფრენილმა გუნდმა შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს, აუცილებელია, მგზავრობაში რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯოს და უფრო მნიშვნელოვანია - ღამე არ გატეხოს. ამის აღმოსაფხვრელადაა სწორედ აუცილებელი თვითმფრინავის დაქირავებით გამგზავრება.

სხვათა შორის, ეს მხოლოდ ერთ საკალათბურთო მიმომხილველს არ შეუმჩნევია, რედაქციამ პირდაპირ დამავალა - დაწერე, რომ ნაკრებს ჩარტერი სჭირდებაო.

გუშინ შევიტყვეთ, რომ ბულგარეთთან და პოლონეთთან ორ გასვლით მატჩში (14 და 17 აგვისტოს) ნაკრები ჩარტერული რეისით არ გაემგზავრება. ამ საკითხთან დაკავშირებით კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს დავუკავშირდით...

- სხვებთან ერთად ჩვენც კარგად გვესმის, რომ, როცა ნაკრების წარმატებაზე ზრუნავ, ყოველმხრივ უნდა დაეხმარო. ძალიან გვინდოდა, რომ დაქირავებული თვითმფრინავით ნაკრები სასურველ დროს გამგზავრებულიყო და კომფორტულად ევლო. ვიდრე გასვლითი მატჩების ბილეთებს დავჯავშნიდით, გავარკვიეთ ჩარტერული რეისებისთვის საჭირო თანხები.

მაგალითად, ბელგიაში დაქირავებული თვითმფრინავით რომ წავსულიყავით, 90 ათასი ევრო გვჭირდებოდა. ოთხი ასეთი რეისი 400 ათას ევრომდე ღირდა, რისი საშუალება სადღეისოდ არც ჩვენ გვაქვს და არც სპორტის სამინისტროს. მთავრობა ამის გარეშეც ბოლომდე გვერდში გვიდგას და ყველანაირად გვეხმარება.

90 ათასი ევრო მართლაც დიდი თანხაა და ძნელია, ვინმეს ამ ფულის გაღება დაავალდებულო. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პორტუგალიასთან 26 აგვისტოს გასვლით მატჩს შეიძლება საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ამიტომ, პირადად მე, რიგითი კორესპონდენტი ვთხოვ მთავრობას - პორტუგალიაში მოგებას თუ სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება, იქნებ ფაფეში (მატჩი ამ პატარა ქალაქში იმართება) მაინც გაემგზავრნონ ჩვენები დაქირავებული თვითმფრინავით. მით უმეტეს, რომ ბელგიის მსგავსად ცალკე ჯმუხი პორტუგალიელები იქნებიან დასაძლევნი, ცალკე მსაჯები...

• gulshematkivari

სირცხვილი ფედერაციას და მასთან ერთად ყველას, ვისაც ეს საკითხი ეხება და ყურს არ იბარტყუნებს. მით უმეტეს, პორტუგალიის მერე უმნიშვნელოვანესი თამაშია ბულგარეთში და აქ რომ გადაჯდომებით წავლენ კაი დღეში იქნება გუნდი. მოლედ შედეგს ითხოვენ, მაგრამ ფულის დახარჯვა და ტრ..ის განძრევა და სპონსორის მოძებნა არავის უნდა

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ

"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი

"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა