მაიკმა დაიჩივლა, კობიაშვილი, ჰუბნიკი და მიატოვიჩი ერთმანეთში რუსულად ლაპარაკობენ და მე ვერაფერს ვიგებო

ბერლინის „ჰერტას“ 29 წლის მცველი მაიკ ფრანცი ბედნიერია, რომ ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ გერმანიის დედაქალაქის კლუბში გადავიდა - ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში არ მოუწევს თამაში.

ბერლინში თავს ძალიან კარგად ვგრძნობო, ამბობს ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ფეხბურთელი და ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელოდება, მაგრამ ერთი პრობლემაც აქვს, რომელიც ძალიან აწუხებს. მაიკი ამბობს, დაცვის ხაზში ჩემს თანაგუნდელებს ვერაფერს ვუგებო. რა პრობლემა აქვს ფრანცს და რატომ ვერ გაუგო ვერაფერი უკანახაზელ თანაგუნდელებს, რომელთა შორი ჩვენებური ლევან კობიაშვილიცაა?

„რომან ჰუბნიკი, ანდრე მიატოვიჩი და ლევან კობიაშვილი ერთმანეთში ყოველთვის რუსულად ლაპარაკობენ, მე კი რუსული არ ვიცი და ვერაფერს ვიგებ ხოლმე. იგივე ეხება ნიკიტა რუკავიტსიასაც - ისინი მასაც რუსულად ელაპარაკებიან. მე რუსულად მხოლოდ ორი სიტყვა ვიცი და ასე თანაგუნდელებს ვერაფერს გავუგებ. გამოსავალი ორია: ან მე უნდა ვისწავლო რუსული, ანაც ყველამ გერმანულად უნდა ილაპარაკოს. ჰო, ფრანგულიც ვიცი. კობიაშვილი წლებია, გერმანიაში თამაშობს და გერმანულად შესანიშნავად ლაპარაკობს, რასაც ვერ ვიტყვი მიატოვიჩზე, ჰუბნიკზე ან რუკავიტსიაზე. შესაბამისად, კობი იძულებული ხდება ხოლმე, რომ მათაც რუსულად ელაპარაკოს,“ - აცხადებს ფრანცი „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

კობიმ რუსული რომ იცის, ეს ლოგიკურია. რაც შეეხებათ სხვებს: 27 წლის ცენტრალური მცველი ჰუბნიკი ჩეხია და რუსული ამიტომაც ესმის, 31 წლის მიატოვიჩი ხორვატია, რუკავიტსია კი უკრაინაშია დაბადებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა