მოლდაველებმა მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბეს და ქართველებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ
დაჩია-ზესტაფონი 2:0

20.07. კიშინიოვი. ზიმბრუ. 4 000 მაყურებელი

1:0 პოპოვიჩი (22), 2:0 ორბუ (90. პენ.)

დაჩია ზესტაფონი

4-2-3-1 4-4-2

გაიდუჩევიჩი რ. კვასხვაძე

დიმოვსკი თ. ღონღაძე

სოიოკარი გ. ონიანი

ილიესკუ ხიდეშელი

მამა ელიავა

მიხაილოვი აფციაური

ორბუ დაუშვილი

სოიოკარი ძარია

ტუმბაშევიჩი გრიგალაშვილი

დედოვი დვალი

პოპოვიჩი გელაშვილი

მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი

ი. დობროვოლსკი გ. გეგუჩაძე

დაჩია

70. დედოვი - კრკოტიჩი

77. ტუმბაშევიჩი - ნეჩაევი

85. პოპოვიჩი - პავლოვი

სათადარიგოები: მოშნეაგა, ონიცა, ალომეროვიჩი, ბურშიჩი

ზესტაფონი

69. დვალი - ალადაშვილი

82. აფციაური - გორგიაშვილი

86. ხიდეშელი - კობახიძე

სათადარიგოები: მამალაძე, ჭანკოტაძე, წინამძღვრიშვილი, ლომია

გაფრთხილება: ილიესკუ (50), ონიანი (90)

გაძევება: ღონღაძე (65)

არბიტრი: მ. იუგი (სლოვენია)

გასაკვირი არ იყო, რომ კიშინიოვური მატჩი ზესტაფონურისგან კარდინალურად განსხვავებული გამოვიდა. ვერაფერს იტყვი, “დაჩიამ”, რომელსაც ურთულესი ამოცანა ჰქონდა გადასაჭრელი, ბევრი იბრძოლა და კონკრეტული შეხვედრა დამსახურებულადაც მოიგო, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ მასპინძლები მთელი დღე საზიზღრად იქცეოდნენ, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კი ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბეს და ქართველებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

საბედნიეროდ, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში მაინც “ზესტაფონი” გავიდა, რომელმაც საკუთარ სტადიონზე დაამტკიცა, რომ “დაჩიაზე” უკეთესი გუნდია.

ჩხუბის პერიპეტიებზე უფრო დაწვრილებით “ლელოს” ხვალინდელ ნომერში გიამბობთ, ვიდეოჩანაწერის ნახვამდე კი გია გეგუჩაძის სიტყვებს უნდა დავეყრდნოთ - “დაჩიას” თავკაცმა იგორ დობროვოლსკიმ ირაკლი ძარიას დაარტყა, რაც გუნდურ ჩხუბში გადაიზარდა.

უსიამოვნო სიურპრიზი ზესტაფონელებს სტადიონზე მისვლისთანავე ელოდათ. მასპინძლებმა პირი უტეხეს და მოედნის მორწყვის დაპირება არ შეუსრულეს. მოლდოველთა ჩანაფიქრი გასაგები იყო - მშრალი მინდორი ფლანგური ჩაწოდებების მიმდევარი “დაჩიასთვის” უფრო ხელსაყრელი გახლდათ, ვიდრე “პირველ სართულზე” უკეთ მოთამაშე “ზესტაფონისთვის”.

როგორც ჩანს, პირველ მატჩში წაგება მხოლოდ დავით გამეზარდაშვილისა და ლუჩიან დობრესთვის არ დაუბრალებიათ. დობროვოლსკიმ მხოლოდ ცენტრალურ მცველთა წყვილი კი არ შეცვალა, ზესტაფონურ შეხვედრასთან შედარებით “დაჩიას” ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად ხუთი ახალი ფეხბურთელი გაამწესა.

პირველი ტაიმი მთლიანად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. აშკარა იყო, რომ დობროვოლსკიმ თავის ფეხბურთელებს მიზნად სწრაფი გოლის გატანა დაუსახა და მართალია, მოლდოვის ჩემპიონებს დაწინაურება ცოტა დაუგვიანდათ, მაგრამ გასახდელში 1:0-ით დამსახურებულად გავიდნენ. სხვა საქმეა, რომ გოლი ცოტა არ იყოს, საეჭვო ვითარებაში გაიტანეს. დმიტრი პოპოვიჩის მიერ დარტყმული ჯარიმა “ზესტაფონის” კარის ძელს მოხვდა, რის შემდეგაც როინ კვასხვაძემ თითქოს მდგომარეობა განმუხტა, მაგრამ...

გაზეთის ოპერატიულობიდან და იქიდან გამომდინარე, რომ მატჩის სატელევიზიო რეპორტაჟი არ გვინახავს, ამ მომენტის ვიდეოგამეორების ნახვა დროულად ვერ შევძელით და როცა ეპიზოდს ჟურნალისტებიცა და ქომაგებიც დეტალურად გავარჩევთ, დასკვნებიც მერე გამოვიტანოთ.

“ზესტაფონი” საწყის 45 წუთში გოლს კიდევ რამდენიმეჯერ გადაურჩა. ყურადღების ცენტრში ყველაზე ხშირად “დაჩიას” ცენტრფორვარდი სლავენ სტეპანოვიჩი იყო, რომელმაც მიზანს ორჯერ მცირედით ააცილა, ერთხელ კი კვასხვაძეს ვერ აჯობა.

საქართველოს ჩემპიონები ტაიმის ბოლოს გამოცოცხლდნენ, თუმცა მასპინძელთა საჯარიმოში ვერ შეაღწიეს. ყველაზე ინიციატივიანი შოთა გრიგალაშვილი იყო, რომელმაც ორჯერ შორეული დარტყმით სცადა გატანა, მაგრამ ორივეჯერ არაზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმი “ზესტაფონმა” მძლავრად დაიწყო, კომბინაციურად ათამაშდა და შეტევაშიც სცადა ბედი. მართალია, თორნიკე აფციაურის არაზუსტი დარტყმის გარდა, სხვას ვერაფერს გამოვრჩით, მაგრამ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ეტაპის საგზურს აუღელვებლად მოიპოვებდა.

თუმცა ასე არ მოხდა - 65-ე წუთზე სლოვენიელმა არბიტრმა მატეი იუგმა თემურ ღონღაძეს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა, არადა, “ზესტაფონის” მცველი ყვითელზე მეტს არ იმსახურებდა.

თურმე, ჯერ სად ვიყავით - იუგმა ნამუსზე სულ მთლად აიღო ხელი და “დაჩიას” სასარგებლოდ არაერთი საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო. მასპინძელთა გაუთავებელ ჩაწოდებებს რამდენიმეჯერ მოჰყვა შემტევთა აშკარა სიმულაცია და ერთ-ერთი ასეთი თაღლითობის დროს მსაჯმა “ზესტაფონის” კარში პენალტი დანიშნა.

მეორე გოლი დამატებულ დროში მივიღეთ, მაგრამ მღელვარების მიზეზი მაინც გვქონდა - კაცმა არ იცოდა, კიდევ რა მოუვიდოდა იუგს თავში. საბედნიეროდ, საამისო მომენტის პოვნა მან ვეღარ მოასწრო და არცთუ საუკეთესო მატჩის ჩამტარებელმა, მაგრამ გვარიანად ნაბრძოლ-ნაგვემმა “ზესტაფონმა” მოლდოვური ბარიერი გადალახა.

ბოლო წუთებში ყურადღების ცენტრში ორჯერ მოექცა ნიკა გელაშვილი. საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა 88-ე წუთზე მეურვე ჩამოიცილა და ეფექტურადაც დაარტყა, მაგრამ კარი გაიდუჩევიჩმა იხსნა, 2:0-ზე კი კონტრშეტევისას გრიგალაშვილი მოძებნა, რომელმაც მიზანს ააცილა.

მუხლი დაიშავა და თამაშის ჩამთავრება ვერ შეძლო გიორგი ხიდეშელმა. შესაძლოა, დაზიანება საკმაოდ მძიმე აღმოჩნდეს.

არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ “ზესტაფონმა” კიშინიონში ნამდვილ ჯოჯოხეთს გაუძლო. “დაჩია” ჩვენთვის ისტორიაა, წინ “შტურმია”, ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგა გრძელდება!

ლევან ჯანეზაშვილი კიშინიოვიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jei
ერთი რამემ ლიგაზე გაგვიყვანა რააა.
jei
აუ ერთი ოცნება, აგვისრულდეს და ჩვენი ბიჭები ლიგა რომ გავიდნენ, ალბათ გავგიჟდები, სიხარულით. პლატინი ჯიგარია ახალი წესების ჩვენნაირ ქვეყნებს ეძლევა შანსი.
gia
შეიძლება კი არადა ალბათ გადაჭარბებული შედარებაა, მაგრამ ფეინოორდი-დინამოს (1981) მატჩი გამახსენდა. ყოჩაღ ბიჭებს,მადლობა.
Giorgipirweli
მე ერთ-ერთი ტოტალიზატორის საიტზე ვუყურე თამაშს. ზესტაფონმა საკმაოდ კარგად ითამაშა, ტემპსაც აკონტროლებდა, პრესინგსაც მიმართავდა. ათი კაცით კიდევ უფრო კარგად ათამაშდნენ. გოლი ჩემი აზრით არ უნდა ჩათვლილიყო. არც საწითლე იყო არაფერი. პენალტის მომენტი არ დამინახავს. მსაჯმა ამ რამეების გარდა კიდევ ბევრი საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო. ჩხუბის მომენტიც კარგად ჩანდა. ასეა თუ ისე ზესტაფონი ძალიან დამსახურებულად გავიდა და იმედი მაქვს შემდეგ ეტაპზეც გამართულ ფეხბურთს ითამაშებს.
levani kaxeti
დიდი მადლობა ბიჭებო, მაგრამ მომდევნო თამაშებში უფრო მეტი თავდადება და მეტი ყურადღება გმართებთ.
vaja
რა თქმა უნდა ყველას თავისი აზრი აქვს გუშინდელ თამაშთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რამ ცხადია ჩემი აზრით, რომ ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა დამსახურებულად გადალახეს მოლდოვური ბარიერი, ძლიერ ზეწოლასას გაუძლეს მეტოქისა თუ მსაჯისგან. პირადად მე ოპტიმისტური განწყობით ველოდები შემდეგ ეტაპს.
kizingeri
ხმა და კრინტი...ბიჭებმა იბრძოლეს და დამსახურებულადაც გავიდნენ შემდეგ ეტაპზე,იბრძოლეს პირდაპირი გაგებით და დაამტკიცეს რო ვაჟკაცები არიან.ზესტაფონმა დაამტკიცა რო მაგარია და უბრალოდ გაგიმარჯოთ...დიდი მადლობა თქვენ..................
mamuka
ერთი რამ არის საინტერესო. "ფეხბურთელს", რომელიც გორავდა, არ ფიქრობს, რომ ასეთი საქციელი მინიმუმ სირცხვილია.
Vakho
რა ტყუილებს წერთ ვერ გავიგე ტო? რა პირდაპირ წითელი მისცა? 5 წუთში ორი ყვითელი მიიღო ტო!
uzlevi
ზესტაფონს ვულოცავ შემდეგ ეტაპზე გასვლას, მაგრამ... ხარვეზები არის გუნდში და უნდა გამოსწორდეს, თუ გვინდა რომ წარმატებას მივაღწიოთ. ჩემპიონთა ლიგა არ არის საქართველოს ჩემპიონატი! ზესტაფონის ფეხბურთელები ისე იქცეოდნენ თითქოს მარტვილში იყვნენ გასვლაზე. მსაჯებს უსასრულოდ ეკამათებოდნენ, უდისციპლინობას იჩენდნენ, უაზროდ გორაობდნენ; ერთი ზესტაფონელი დავითვალე ხუთჯერ გადაგორდა გადმოგორდა:) ონიანმა 5 წუთში 2 ყვითელის აღება "მოახერხა". სად გაქრა პირველი თამაშის მოტივაცია და მონდომება? გასვლაზე ფარხმალის დაყრა ფსიქოლოგიურ ნაკლად გადაიქცა ქართული კლუბებისთვის. ან ის მიდგომა რა არის რომ სახლში უნდა დიდი ანგარიშით მოვიგოთ და გასვლაზე ნაკლები გოლები Gავუშვათ??? ასეთი მიდგომა დამღუპველია ძვირფასო ზესტაფონის წევრებო!!! დაჩიასთან გიშველათ ფორამ, მაგრამ შემდეგ ეტაპებზე დაჩიები აღარ შეგვხვდებიან და აღარც გაგვიმართლებს! სახლშიც და გარეთაც ბრძოლა და მონდომება არ უნდა დაგვაკვლდეს. გისურვებთ წარმატებებს!!!
[VIDEO] მბაპეს გმირობა, "არსენალის", "ატლეტიკოს", "ატალანტას" და "სპორტინგის" მოგებები
[VIDEO] ეს უკვე საგანგაშოა - "ლივერპული" შინ პსვ-სთან 1:4 განადგურდა
[VIDEO] ზარიას საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე - "კაირატი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა, "მონაკომ" და "პაფოსმა" ქულები გაიყვეს
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა