საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ორ დასკვნით მატჩს თებერვლის თვეში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი 23 თებერვალს ნიდერლანდებს ესტუმრება, ხოლო 26 თებერვალს ისლანდიას მიიღებს.

ცნობილი ხდება, რომ აღნიშნულ შეხვედრებში ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, მიუხედავად მძიმე გრაფიკისა, გუნდს ორივე მატჩში დაეხმარება, ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა და ამჟამად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ისაუბრა:

"თორნიკეს ძალიან რთული გრაფიკი აქვს და მისი სრულიად მესმის. ეს ადამიანი ყოველთვის ცდილობს, რომ მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგეს. თუ ღმერთმა დაიფაროს და ტრავმა არ აქვს, არც მახსენდება, რომ რომელიმე სანაკრებო მატჩი გამოეტოვებინოს. ახლა ნაკრები 17 თებერვალს იკრიბება და 20-ში ნიდერლანდებში მიემგზავრება. თორნიკე 22 თებერვალს შემოგვიერთდება, 23-ში ნიდერლანდებთან ითამაშებს, შემდეგ ისევ იტალიაში დაბრუნდება, რათა "ვირტუსის" მაისურით ევროლიგაში იასპარეზოს, 25-ში კი თბილისში ჩამოვა და 26-ში ისლანდიასთანაც მოედანზე იქნება. ალბათ, წარმოგიდგენიათ, ეს რამდენად რთული ამბავია" - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, L ჯგუფში 4 მოგებითა და ამდენივე წაგებით საქართველოს ნაკრები მე-3 ადგილს იკავებს.

კ.მარქსი ფ.ენგელსი
გავდივართ
დათა თუთაშხია
კი, ძალიან დატვირთული გრაფიკი გამოსდის, მაგრამ NBA-ს კალათბურთელებიც ძირითადად ამ რეჟიმში არიან. კალათბურთში არაა ეს წარმოუდგენელი ამბავი. თუმცა კიდევ ერთხელ - მადლობა თოკოს თავდადებისთვის!
სიმართლე
მაგ შემთხვევაში მაინც გავალთ, ოღონდ უკრაინამ ორივე თამაში (იტალიასთან და ჰოლანდიასთან) არ უნდა მოიგოს
დათო
მაგ შემთხვევაში უკრაინამ არ უნდა მოიგოს იტალიაში, თორემ გაგვასწრებს ბოლო ტურში
ჯიჯი
ღმერთმა არ ქნას და თუ ნიდერლანდებთან წავაგეთ და ისლანდიას მოუგეთ ამშემთხვევაში რა ხდება?
Soso
გამოდის ჰაერშია სულ ჩამოდის ეგრევე თამაში , ჰოლანდიასთან იქნება ფორმაში აი ბოლო თამაშზე ძალიან გაუჭირდება მაგრამ გადაღლილი თოკო მაინც აჯობენ სათადარიგო 5 მოთამაშეს ერთად
simartle
თოკო ნამდვილი პატრიოტია!
ვოოტ
ეს რაგბი არ არის, რომ ორივე უპრობლემოდ მოიგო... აი თორნიკეს გარეშე კი დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ორივეს უპრობლემოდ წავაგებთ... ამ კაცმა პირობა შეასრულა და ყველა კონტრაქტში შეაქვს პუნქტი, რომლის თანახმადაც ნაკრების თამაშებზე ჩამოსვლას ვერავინ დაუშლის, ეს კი პირდაპირ აისახება მის ხელფასსა და ბონუსებზე... ვფიქრობ, ყველას ბოდიში გვაქვს მოსახდელი ამ ბიჭთან, მათ შორის მეც...
ბს
მაგარი კაცი!
ლეო
ყველა კალათბურთელმა მაქსიმალური უნდა დადოს ესე ნანატრი გამარჯვებისათვის, წარმატებები თოკოს, ნაკრებს და სრულიად საქართველოს!
გოგა
ორივე თუ მოვიგეთ, გასულები ვართ მსოფლიოზე და უნდა მოვიგოთ ორივე უპრობლემოდ
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა