Sports.ru-მ და სხვა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 14 თებერვალს მოსკოვში, ფიგურულ ციგურაობაში ცსკა-ს სახელობის დარბაზში დაგეგმილ სამოყვარულო ფესტივალზე, საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა გამოვა, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ განცხადება გააკეთა:

"გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ ვებგვერდზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა, რომელიც იანვარში ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა, მონაწილეობას აპირებს მოსკოვში, რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის არენაზე, 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში.

ანასტასია გუბანოვა, ისევე, როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების სხვა წევრები, ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობს მხოლოდ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ხსენებულ ღონიძიებაში ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ნაკრების სპორტსმენი მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ იღებს. როგორც ჩანს, კონკრეტული ვებგვერდი ცდილობს, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას ეჭვი გაუჩინოს და მისი უკმაყოფილება გამოიწვიოს".

ხვიჩას
ისე თქვენც რომ გაგეაზრებინათ ბატონო ხვიჩა რასაც წერთ, ცუდი არ იქნებოდა. ძალიან რთული მისახვედრი არ არის რას გულისხმობდა ირაკლი. დიახაც, სანეევი საქართველოს სახელით გამოდიოდა, ისევე როგორც დავით ყიფიანი, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ წაიყვანეს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომ ისიც საქართველოს სახელით გამოდიოდა. სხვაც ბევრია მსგავსი მაგალითი. და თუ თქვენ რუსეთის ძაგება გეწყინათ, ეგ სხვა ამბავია. ჯობდა ეგ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დაგეფიქსირებინათ.
ქ. გ.
დისლაიკებით ობიექტურ რეალობას ვერ შეცვლით. შოუში მონაწილეობას მიიღებს. იმედია, რუსების "ნატურალიზაციის" ენთუზიასტები აღიარებენ შეცდომას.
ქ. გ.
საქართველოს ფედერაციამ განცხადება კი გააკეთა, მაგრამ განცხადების გაკეთება ყველას შეუძლია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გუბანოვა მოსკოვის შოუში მონაწილეობას მიიღებს. თათარკაა, რუსეთში დაიბადა, რუსეთში ცხოვრობს, რუსეთში ვარჯიშობს.
ხვიჩა
მოსკოვის ოლიმპიადა 1980 წელს ჩატარდა და სანეევი საქართველოს სახელით გამოდიოდა? წინასწარ გაიაზრეთ ხოლმე სანამ დაწერთ

ძალიან მეეჭვება თვითონ რომ მსდომებოდა მაგ გოგოს მანდ გამოსვლა :) ცსკა-ს დარბაზში თუ ტარდება მითუმეტეს. მაგ გუნდის დაწუნებულია ანასტასია და საკმაოდ სკანდალურად გამოაგდეს. რუსული მედიის ხრიკებია ეგ, თვითონ გაცილებით სერიოზული საქმეები აქვს წინ ვიდრე რაღაც წარმოდგებენებში მონაწილეობაა
irakli
სანეევს რუსული გვარი ქონდა მსოფლიო სპორტის ლიდერი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონო იყო, მაგრამ შოვინისტმა და არაკაცმა რუსებმა მოსკოვის ოლიმპადაზე ჩირაღდანი არ აანთებინეს რადგან საქართველოს სახელით გამოდიოდა!
darwin
დაანებეთ ამ გოგოს თავი. რას გადაეკიდეთ. ომამდე აირჩია საქართველო. სხვა ქვეყნებიც არსებობს ჩვენ გარდა მარა საქართველო არჩია და შეარგეთ ჩემპიონობა.
მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEO] ანასტასია გუბანოვამ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამაში მე-6 ადგილი დაიკავა
[VIDEO] ანასტასია გუბანოვამ ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ პროგრამაში მე-9 ადგილი დაიკავა
"ჩემი ქვეყნით ვამაყობ" - ანასტასია გუბანოვა საქართველოზე
მსოფლიო ჩემპიონატზე გუბანოვამ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა