ქართული მძლეოსნობის მესვეურებს 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა სურთ
2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსის თბილისისთვის მინიჭებამ ჩვენთან სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელთა გააქტიურება გამოიწვია, მათ შორის მძლეოსნობისაც.

არც არის გასაკვირი, "სპორტის დედოფალი" ხომ სწორედ ის სახეობაა, რომელშიც საკმაოდ უხვად თამაშდება სხვადასხვა სინჯის მედლები. ქართული მძლეოსნობის მესვეურნი იმ შეჯიბრებისთვის კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას ვარაუდობენ.

თბილისის ოლიმპიურ ფესტივალზე 1998-1999 წლებში დაბადებული მძლეოსნები იასპარეზებენ. ამ ასაკში ტალანტების მოსაძიებლად და წარმოსაჩენად უკვე რამდენიმე ღონისძიება მოეწყო. ხობში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახურის თანადგომით სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის (ფედერაციის პრეზიდენტი რეზო ბუკია) პირველობა გაიმართა.

გოგონებში განსაკუთრებით ზუგდიდელმა მაკა ჩაკაბერიამ იყოჩაღა, რომელმაც ერთი თვის წინათ თბილისში თანატოლთა შორის საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული შეჯიბრებაც მოიგო. საპრიზო ადგილებისთვის მხარის 130-მდე გოგო-ბიჭი იბრძოდა სამ სახეობაში, მარიამმა სამივეგან იმარჯვა, თანაც ამ ასაკისთვის არც თუ ურიგო შედეგებით. ბიჭებში მსგავს წარმატებას ხობელმა გრიგოლ ახალაიამ მიაღწია.

კვარცხლბეკი

60 მ. გოგონები. 1. მარიამ ჩაკაბერია (ზუგდიდი, 7,87), 2. მარიამ გაბელია (ჩხოროწყუ, 8,2), 3. ქრისტინე ტორუა (ზუგდიდი, 8,4). ბიჭები. 1. გრიგოლ ახალაია (ხობი, 7,59), 2. გოგა მიქაია (ჩხოროწყუ, 7,84), 3. გოგიტა ოჩიგავა (აბაშა, 8,0).

300 მ. გოგონები. 1. მარიამ ჩაკაბერია (43,81), 2. მარიამ გაბელია (51,0), 3. მარიამ შონია (ხობი, 53,11). ბიჭები. 1. გრიგოლ ახალაია (43,81), 2. დათო ლუკავა (ზუგდიდი, 45,72), 3. ირაკლი ჩანგელია (ჩხოროწყუ, 48,0).

სიგრძეზე ხტომა. გოგონები. 1. მარიამ ჩაკაბერია (4,82 მ), 2. გულიკო გამზარდია (ფოთი, 4,53), 3. მარიამ გაბელია (4,12). ბიჭები. 1. გრიგოლ ახალაია (4,91), 2. გოგა მიქაია (4,86), 3. ირაკლი ჩანგელია (4,67).

გუნდური: 1. ზუგდიდი, 2. ხობი, 3. ჩხოროწყუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა