პარასკევს დანიშნული სუპერლიგის მე-4 მატჩიც დასრულდა. დღის ბოლო შეხვედრაში სუპერლიგის ერთ-ერთი მოწინავე გუნდი ბოლოადგილოსანს შეხვდა. “ვერამ” ყველაფერი გააკეთა, მაგრამ დებიუტანტის, თუმც ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. “კავკასიას”, რომელმაც “კაკტუსთან” ერთად პირველი წრე ლიდერის ამპლუაში დაასრულა, მეორე წრეში ორივე შეხვედრა ჰქონდა წაგებული და აუტსაიდერად მოგების შანსი ხელიდან არ გაუშვა.

ბექა წივწივაძის გაწვრთნილ კავკასიას 2 მოთამაშე აკლდა – ლიდერი ილია ლონდარიძე და ახალგაზრდა გამთამაშებელი, ლევან ქვარცხავა. მიუხედავად ამისა, კავკასიას არ გასჭირვებია გამარჯვების მოპოვება. საბოლოო ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 7 ქულაა, თუმცა ვერელებმა მას შემდეგ შეამცირეს სხვაობა, როცა თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო. 3 წუთზე ნაკლები რჩებოდა, როცა კრის მაკნილის ორქულიანის შემდეგ კავკასია 82:63 დაწინაურდა. აქ ყველაფერი გაირკვა და დარჩენილ დროში კავკასია უპრობლემოდ მივიდა გამარჯვებამდე – 83:76 (სტატისტიკა).

გამარჯვებულებს 21-21 ქულით ჯასტინ ფორესტმა და კრის მაკნილმა ულიდერეს.მატჩის ერთადერთო ორმაგი დუბლი აიზია ელისმა გაიფორმა – 13 ქულა, 10 მოხსნა. ვერაში 16 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო კაიდენ რაისი. ვახტანგ გოგბერაშვილმა 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

ამ ტურის ბოლო შეხვედრა, რომელშიც მარგვეთი რუსთავს უმასპინძლებს, 11 თებერვალს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა