უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, რომლის გამოც რუსი სპორტსმენები საერთაშორისო სარბიელიდან მოიკვეთნენ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი აცხადებს, რომ ქვეყნების მთავრობები არ უნდა წყვეტდნენ, ვინ უნდა გამოვიდეს საერთაშორისო ასპარეზობებზე და ვინ - არა.

შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს IOC-ის აღმასკომი საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვების წინადადებით გამოვიდა, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა, რომ შეჯიბრებებზე არ უნდა დაიშვან ის სპორტსმენები, რომლებიც უკრაინაში დაწყებულ საომარ მოქმედებებს მხარდაჭერას უცხადებენ. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ სპორტის მინისტრთა საერთაშორისო სამიტზე 35 ქვეყანა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვების წინააღმდეგ გაერთიანდა.

"ავსტრალიის ღია პირველობაზე ვნახეთ უკრაინელი ჩოგბურთელის (კატერინა ბაინდლი) შეხვედრა რუსული პასპორტის მქონე ნეიტრალური სტატუსით მოთამაშე (კამილა რახიმოვა) მეტოქესთან. ვნახეთ ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე ბელარუსი ჩოგბურთელი (არინა სობოლენკო), რომელმაც მოიგო კიდეც ავსტრალიის ღია პირველობა. მაშ, რატომ არ შეიძლება, რომ იგივე მოხდეს აუზში ან დარბაზში? ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ადამიანის უფლებების პრობლემებს და მათ უნდა ვითვალისწინებდეთ.

მთავრობების გადასაწყვეტი არ არის, ვის შეუძლია სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა. ეს იქნებოდა საერთაშორისო სპორტული ასპარეზობების დასასრული, რომელსაც დღეს ამ სახით ვიცნობთ", - განაცხადა თომას ბახმა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

არა რუსეთს
ეს ბახს დედა ყავს დავუწყებული. უნდა გაახსენონ
არა რუსეთს
ნოწიდავეებიდან დაწყებული ტანმოვარჯისიტ დამტავრებულო ეგენი ყველა ამატუ იმ დოზით სახელმწიდო სტრუკტუტასი არიან.ამიტომ ყველას ქვეყანას წარმოადგენს და არა პიროვნებას
სოსო
ადამიანის უფლებებში,სიცოცხლის უფლება, პირველ ადგილზე დგას.ხომ გამოდიოდნენ ნეიტრალური სტატუსით,რუსი სპორტსმენები და რა?მთელი ქვეყანა ზეიმობდა მათ გამარჯვებებს.მოსახლეობას დისკომფორტიც კი არ შექმნია,მათ გამო!სასჯელი, სასჯელად არც კი ჩაუთვლიათ, კვლავაც მხარს უჭერენ რეჟიმს,რომელიც სწორედ ამ სპორტსმენების გამარჯვებებით გამოწვეული სიამაყით კვებავს,მოსახლეობას.როდესაც ყველა ჭირიანივით მოერიდებათ და მოსახლეობა ამას იგრძნობს,მაშინ დაფიქრდებიან სერიოზულად,რატომ ჩავარდნენ ამ მდგომარეობაში.რუსებს გაჭირვებით და სიღარიბით ვერ შეაშინებ,მიჩვეულნი არიან,ომი მათ ტერიტორიაზე არ არის და ჯერ არც იმდენი მსხვერპლი აქვთ,ყველამ საკუთარ თავზე იგრძნოს.არც მინდა და არც არავის უნდა უნდოდეს,ამდენი მსხვერპლი და ნგრევა,მაგრამ თვითონ რუსები ანგრევენ და ანადგურებენ უკრაინას,მის მოსახლეობას,რომლის უმეტესობაც,რუსულენოვანია.სხვას რას შეუძლია მათი შეჩერება?ოლიმპიური თამაშები,მშვიდობის თამაშებია და აგრესორი,იქ ვერ უნდა ბოგინობდეს.მგონი ეს არ ესმის,სოკის პრეზიდენტს,ბატონ ბახს.რუსეთის ყოველ მოქალაქეს ფეხს რომ ამოუკვეთენ,ოლიმპიადიდან,მაშინ მაინც დაფიქრდებიან სერიოზულად,რა ხდება ჩვენს თავსო.უსამართლობა იქნება,სპორტსმენების მიმართ?კი,იქნება,მაგრამ მათი ქვეყნის მიერ გაჩაღებული ომი,გაცილებით დიდი უსამართლობაა და ქვეყნის ყოველი მოქალაქე,პასუხისმგებელია იმაზე,რასაც მის მიერ არჩეული მთავრობა აკეთებს.გერმანელები,სანამ მეორე მსოფლიო ომში,საშინლად არ დამარცხდნენ,ვერ გაიგეს რა საშინელი იყო ფაშისტური მმართველობა და მხურვალედ უჭერდნენ მხარს.მათ მხოლოდ დამარცხების შემდეგ გააანალიზეს ყველფერი და შეიძულეს ფაშიზმი,თუმცა ეს,მსოფლიოსაც და გერმანიასაც,უზარმაზარ მსხვერპლად დაუჯდა.სანამ ეს კვლავ გამეორებულა,ყველა მშვიდობიანი საშუალება უნდა იცადოს,ხალხის გონზე მოსაყვანად.ოლიმპიადაც სწორედ ასეთი საშუალებაა! ამ გამოსვლის შემდეგ,თომას ბახი,ვეღარ უნდა დარჩეს,ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად.
llcl
მხოლოდ ჩვენი 2კგ მანდარინი და 2 ბოთლი ღვინო აძლიერებს რუს-მონღოლთა იმპერიას
დ
გაკვრით კი ნუ ახსენებ ბატონო ბახ, არამედ ხაზგასმით თქვი, რომ ის სპორტსმენი, რომელიც საჯაროდ არ დაგმობს პუინის აგრესიას უკრაინაში, არ დაიშვებიან ოლიმპიადაზე.
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია