დღეები რჩება ბაკურიანი 2023-ის მსოფლიო ჩემპიონატამდე. 42 ქვეყნის 2000-ზე მეტი სტუმარი ეწვევა კურორტს. ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის სახეობების 700 მაღალრეიტინგული სპორტსმენი დიდველისა და კოხტა-მიტარბის ტრასებზე იასპარეზებს.

"ბაკურიანი 2023-ის მიმართ დიდი მოლოდინები გვაქვს. ყველა ტრასა კარგად არის მომზადებული. ვფიქრობ, ბაკურიანში მაღალი დონის შეჯიბრებას ვიხილავთ. წინ დაძაბული ორი კვირა გველის. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასცდეს იმ ქვეყნების საზღვრებს, რომლებიც ჩემპიონატს ტრადიციულად მასპინძლობენ. ამით ზამთრის სპორტი უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. იმედი მაქვს, მომავალი ათწლეულების განმავლობაში ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის განრიგში ხშირად ვიხილავთ" - განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა.

მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება საქართველოში და ამ სპორტული მოვლენის წარმდგენი კომპანია "სილქნეტია", რომელიც უკვე 10 წელზე მეტია საქართველოს სათხილამურო ფედერაციას უდგას მხარში და მისი გენერალური სპონსორია.

"ამ ჩემპიონატს უდიდესი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკის, სპორტის, საზოგადოებრივი ცხოვრების პოზიტიურ განვითარებაზე. ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ყველა მესვეურისგან, სხვა ფედერაციებისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა. მზადების წლები და ჩადებული შრომა დაფასდა. ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვხვდებით 2023-ს და შეგვიძლია ვიამაყოთ ამით. ზამთრის სეზონს დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს კურორტებზე, რაც ტურიზმს გააორმაგებს და დიდ სიკეთეს მოუტანს სამომავლოდ ქვეყანას" - განაცხადა "სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი საზეიმოდ 18 თებერვალს გაიხსნება.

ერთად ვუქომაგოთ საქართველოში პირველ მსოფლიო ჩემპიონატს!

#Bakuriani2023 #მთაგვაკავშირებს

R

უვიცი
ბაკურიანის ამბავი კარგია, მაგრამ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვები, რომ ჩემპიონატის გამო ხდება ხელოვნური ნალექის შექმნა და ტემპერატურის დაგდება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. რის გამოც უამრავი ადამიანი სოფლებში უჩივის ტემპერატურის უჩვეულო ვარდნას, თოვლის გამო შეზღუდულია მიმოსვლა და ასე შემდეგ. რა უნდა ქნან 80 წლის მოხუცებმა 200 ლარიანი პენსიით? გვიღირს მაგ ჩემპიონატის გამო ხალხის დახოცვა?
alexandre
ცალსახაა ძალიან მნიშნელოვანი ჩემპიონატია. ძალიან კარგადაც არის ორგანიზებული, ჯერჯერობით ასე მოჩანს. ოჩაღ. მაგრამ ერთი რამე ვერ გამიგია! სპონსორები სადაა? მარტო სილკნეტი და TBC ბანკის რეკლამაა. დავიჯერო საქართველოში არავის არაფერი არ გააქვს საზღვარგარეთ, იგივე COCAcola ან ღვინოს მწარმოებლები! ძალინა, ძალიან ცუდია. აღარაფერს ვამბობ უცხოურ რეკლამებზე. იქნებ ვინმემ ამიხსნას
ქუთაისელი
სიამაყეა მთელი ქვეყნის თუ ბაკურიანი და ქართული ზამთრის კურორტები გარეკლამდება და მრავალი უცხოელი გვესტუმრება. მაგრამ ისე დაარეგულირეთ, რომ გადაადგილება ბაკურიანში ნორმალური იყოს. კრისტალის ტერიტორიაზე თბილისიდან გამოძახებული ტაქსი 2 საათი არ შემოუშვეს. გადაადგილების ზედმეტი შეზღუდვა არაკომფორტულია დამსვენებლებისთვის.
ILIA
ზოგიერთის ბიოგრაფია ყველამ ვიცით, მაგრამ ამ ჩემპიონატის ჩატარებით ეროვნული საქმე გაკეთდა.
ეჰჰ
მასეა,აგერ ზარალას ნახევარი თბილისი ხელში აქვს მეტი თუ არა.დიდი იმედი მაქვს მოვა დრო და ამათ პასუხს მოსთხოვს სი ხალხი ვინც გაამწარეს.
mxedrioni
მხედრიონი და ბოროტები გულაობენ. ახლა ბიზნესმენები, ქველმოქმედნი, მეცენატები გახდნენ
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის