ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა კალათბურთის მწვრთნელთა B კატეგორიის სალიცენზიო გამოცდა, რომელშიც მონაწილეობა 50-მდე მწვრთნელმა მიიღო. გამოცდა მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომლის ორგანიზატორები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და მწვრთნელთა კავშირია.

B კატეგორიის ლიცენზია რანგით მეორეა არსებულ ლიცენზიებს შორის და მისი მფლობელი 14-დან 20-წლამდელთა გუნდებში მუშაობისა და სამწვრთნელო საქმიანობის ოფიციალურ დონეზე განხორციელების უფლებას იღებს. თუ აღნიშნულ ლიცენზიას არ ფლობს, მწვრთნელებს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში გუნდის გაძღოლის უფლება არ ექნებათ. მწვრთნელებმა C კატეგორიის სალიცენზიო გამოცდებში მონაწილეობისთვის წინასწარი, ონლაინრეგისტრაცია გაიარეს, რომელიც 25 იანვრის ჩათვლით ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა. გამოცდაში მონაწილეობა იმ მწვრთნელებს შეეძლოთ, რომლებიც 14 წლამდე ასაკის მოზარდებში სამუშაოდ საჭირო C კატეგორიის ლიცენზიას ფლობდნენ.

დღევანდელ გამოცდებს დაესწრნენ მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის ხელმძღვანელი ნოდარ ავალიშვილი, მწვრთნელთა კავშირის პრეზიდენტი დავით უსტიაშვილი და დამსახურებული მწვრთნელი, გელა წულაძე. საგამოცდო ბილეთები მთლიანად შემდგარი იყო დიაგრამებისგან, რომლებშიც მაქსიმალურად იყო თავმოყრილი ის ტაქტიკური და სავარჯიშო კომპონენტები, რაც აღნიშნული ასაკის კალათბურთელების გასაწვრთნელად არის საჭირო.

გამოცდების შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც შევიტყობთ, თუ რამდენი B კატეგორიის ლიცენზიანტი მწვრთნელი შეემატება ქართულ კალათბურთს.

GBF

Toko
მეც მინდა
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა