2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში, "ბორჯღალოსნებმა" ნიდერლანდებს ამსტერდამში 6 ლელო გაუტანა და 32 ქულის სხვაობით – 40:8 დაამარცხა.

მაგრამ როგორც მწვრთნელები, ასევე თავად მორაგბეები და გულშემატკივრები თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩნენ, ჩვენთვის კი ტიტულის მე-15-ედ მოპოვებასთან ერთად, ხარისხიც მნიშვნელოვანია.

„ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ნიდერლანდებში ჩასვლა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. თურქეთში მომხდარი ტრაგედიისა და უამინდობის გამო ბევრი რეისი გადაიდო და ამის შესახებ გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე გავიგეთ. მოგვიწია ორ ეტაპად მგზავრობა. პირველ ჯგუფს გადაჯდომაზე აეროპორტში დიდი ხნით მოუწია ლოდინი, მეორე ჯგუფი კი იმ დროს ჩამოვიდა, როდესაც კაპიტნის ვარჯიში უნდა გვქონოდა. ამიტომ, ნიდერლანდებში საერთოდ ვერ ვივარჯიშეთ და გართულებულმა მგზავრობამაც დაგვატყო ხელი“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და განაგრძობს:

„მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ტექნიკური და თამაშის მართვის კუთხით მაინც უკეთ უნდა გვეთამაშა. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რამაც მეტოქეს წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა მისცა. პრობლემები გვქონდა დისციპლინის კუთხითაც, თუმცა სამიდან ორ ყვითელ ბარათში მსაჯს ვერ დავეთანხმები. და მაინც, გუნდი გაფრთხილებული იყო, რომ მსაჯი არაფერს გვაპატიებდა და ამდენი ჯარიმა მოსაწონი ვერ იქნება. იმედი მაქვს, ეს გამოცდილება მომდევნო თამაშში გამოგვადგება. გამოცდილების კუთხით, ასეთი თამაშები უკეთესია, ვიდრე 80 ქულის სხვაობით მოგება, თუმცა არც ამ შემთხვევაში იყო სხვაობა პატარა“.

ამსტერდამში მოგების შემდეგ "ბორჯღალოსნები" პორტუგალიაში ჩავიდა, სადაც ესპანეთთან ტორელავეგაში, 18 თებერვალს გასამართი მატჩისთვის ემზადება. ორივე გუნდს განაღდებული აქვს პლეი-ოფის საგზური, თუმცა ურთიერთშეხვედრამ უნდა გაარკვიოს, ვინ დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს და შესაბამისად, ვინ ისარგებლებს ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსით.

„ესპანეთთან თამაშისთვის პორტუგალიაში ვემზადებით. გვქონდა ვიდეოანალიზი და დავაფიქსირეთ შეცდომები. შემადგენლობასთან დაკავშირებით მწვრთნელები ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ესპანეთს, ის ძლიერი გუნდია და რომ არა დაუდევრობა, ახლა მსოფლიო თასის მონაწილე იქნებოდა. მათ ჰყავთ ბრძოლისუნარიანი ფორვარდები და სახიფათო ბექები. ვფიქრობ, საინტერესო თამაში გველოდება“ – აღნიშნა მაისაშვილმა.

Rugby.ge

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან