24 ივლისს, ამერიკის თასის გათამაშების ფინალში ერთმანეთს პარაგვაისა და ურუგვაის ნაკრებები დაუპირისპირდებიან
პარაგვაის ნაკრებმა 1979 წლის შემდეგ პირველად კოპა ამერიკის ფინალში გააღწია. 21 ივლისს ღამით პარაგვაელებმა ტურნირის ნახევარფინალში ვენესუელას გუნდს პენალტების სერიაში სძლიეს. ძირითადი და დამატებით დრო 0:0 დასრულდა, პენალტებში კი პარაგვაიმ 5:3 იხეირა.

არადა, მატჩის დამატებით დროში მიზანთან ახლოს ვენესუელელები იყვნენ, რომლებმაც მეტოქის კარის ძელს ბურთი სამჯერ გაარტყეს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის თასის გათამაშების 1/4 ფინალში პარაგვაელებმა ტურნირიდან ბრაზილიის ნაკრები, ასევე პენალტების სერიით გამოთიშეს.

ამრიგად, კოპა ამერიკის ფინალში ერთმანეთს პარაგვაისა და ურუგვაის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 24 ივლისს გაიმართება. მესამე ადგილისთვის მატჩში კი 23 ივლისს ერთმანეთს პერუსა და ვენესუელას ეროვნული გუნდები ითამაშებენ.

პარაგვაის ნაკრებს ამერიკის თასზე ორჯერ გაუმარჯვია. ამ მხრივ ურუგვაელებს საამაყო ნამდვილად აქვთ - მათ კოპა ამერიკაზე 14-ჯერ გაიმარჯვეს.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა