დღეს ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა საინტერესო მატჩებით განახლდა, რომლებშიც მონაწილეობა ლუკა გუგეშაშვილმა და ნიკა კვეკვესკირმა მიიღეს.

ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი

„შახტარმა“ ვარშავაში „რენს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. დონეცკურ გუნდში არ უთამაშია გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელიც ტურნირის განაცხადში არ შეიყვანეს.

კონფერენს ლიგა. 1/16-ფინალი

„ყარაბაღის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, რომლის გუნდმა კონფერენს ლიგაზე ბაქოში „გენტს“ 1:0 მოუგო. გუგეშაშვილმა 92-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

„ლეხი“ ნორვეგიაში „ბოდო გლიმტს“ დაუზავდა (0:0). პოლონური გუნდის სასტარტოში იყო ნიკა კვეკვესკირი, რომელიც შესვენების შემდეგ შეცვალეს, ხოლო გიორგი წიტაიშვილი მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა ისევ სათადარიგოთა შორის დატოვა.

საპასუხო შეხვედრები 24 თებერვალს გაიმართება.

არტ
გაუგებარია რატომ რჩები ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი გუნდში, სადაც არ ჭირდებით? რა გახდა ნორმალური აგენტები არ მესმის ნამდვილად. ვერ დავიჯერებ რომ რომელიმე პოლონეთის დონის ჩემპიონატში, ან იგივე პოლონეთში შეუძლებელია ისეთი გუნდის მოძებნა, სადაც წიტაიშვილს სათამაშო დრო ექნება. შეიძლება თუნდაც ნაკლები ხელფასით. ვეტერანი ხომ არ არის ბოლოს და ბოლოს, რომ ფული იყოს მთავარი.
Master
ზოფადად უკრაინულ კლუბებში შახტარსა და დინამიში ქართველებს არ წყალობენ.სხვა სისტემა და სტილია.ერთი ჯალაძემ აუღო ალღო.გოჩოლეიშვილისთვის კი ადრეა ევროპა.

ხოჭოლავა ეხლა რას იტყვი??უკრაინელები როგორ ექცევიან ქართველებს?!რავი თავი რო გაიგიჟე ქართველების კრიტიკით დანიურ პრესაში!!!!
akaki
რუსეთში ქართველები ყოველთვის თამაშობდნენ ძირითადში. ძირითადში თუ არა სათადარიგოზე არ ატარაბდნენ რამდენიმე თამაშს ზედიზედ.
alexandre
რა თქმა უინდა მართალი ხარ. მაგრამ დავამატებ - ჯობია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშოს.
alexandre
რა თქმაუინდამართალი ხარ.მაგრამ დავამატებ - ჯობია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშოს.
გაბო
რუსეთს არ ვემხრობი მაგრამ ეს რომ რუსეთის პრემიერ ლიგაში ხდებოდეს,ათას რამეს იტყოდნენ.ჩაგრავენ ქართველებსო! პოლონეთში წარმატებული ქართველი არ მახსენდება!
Simartles
ფოცხვერია დაღუპეს კიდე 90 იანებში შახტარმა უდიდესი ნიჭის და ტალანტის ფეხბურთელი.
semi
ძალიან ცუდ დღეში არის ქართული ფეხბურთი, სათადარიგო ფეხბურთელი არ გვყავს რომ ზურიკო, ჩაკვე, მიქუტაძე და ლობჟანიძე შეცვალოს ათი წუთი მაინც, ხვიჩაზე ხომ საუბარიც არ არის.
თომა
ნაკრების ფეხბურთელს რომ პოლონურ გუნდშიც არ ექნება ძირითადში ადგილი, მეტი რაღაზე უნდა ილაპარაკო.მეც ვთვლი რომ, მასეთ გუნდებში ყოფნას და უთამაშებლობას, კიდევ ჯობს ტოპ.ქვეყნების რანგით მე-2 ლიგებში თამაში.
simartle
მართალი ხარ შქხტარის შენთხვევაში ვაფშე პროსტა ყველას ვეკითხები ვინმე შახტარში გადასულიყოს ქართველი და გაეხაროს ვინმე თუ გახსოვთ შემახსენეთ არევასებათ ეს ქართველი ფეღბურთელები და ვერ შევიგნეთ რო არუნდა გადავიდეს ქართველი ფეღბურთელი შახტარში...(ოქრიაშვილი)(არაბიძე) იყვნენ კიდე პროსტა ვერვიხსენებ ეხლა..
Მეზღვაური
გეთანხმები ყველაფერში.ვაისმაც იცის ვინ წაიყვანოს გუნდში.სულ 3 ქართველია,აქედან 2 ბოლო 10 წლეულის ყველაზე პროფესიონალი და შრომისმოყვარე ფეხბურთელია და 1 ისეთი,რომლის შესაძლებლობებიც კარგად იცის ვაისმა და ეხმარება ფსიქოლოგიური წნეხის დაძლევაში.რატომ არ წაიყვანა სლოვანში ოქრიაშვილი,ყაზაიშვილი,კაჭარავა,ქვილითაია,დვალი და ა.შ? მაგ კაცსაც არ სურს თავის შერცხვენა კლუბში და იცის ვინ მიიწვიოს.დღევანდელი რეალობიდან არც წიტაიშვილს არ აწყენდა იჯარით სლოვანში თუნდაც ნახევარი სეზონი.
ლაშა
გუგეშაშვილი რატომ არ უნდათ დაინახონ და ნაკრებში დაუძახონ საოცარია პირდაპირ. რაც შეეხება გოჩოლეიშვილს, შახტარის მხრიდან საჩემპიონთალიგო განაცხადში არდაყენება უდრის შეურაცხოფას და სპეციალურ მიზანმიმართულ ჩაგვრას, რაც უფრო ქსენოფობიურ ბოდვას ჰგავს უკრაინელთა შესრულებით. კვეკვე ამბიციური და კარგი ფეხბურთელია ისევე, როგორც წიტაიშვილი, მაგრამ როცა მწვრთნელი შანსს არ გაძლევს, მაშინ ფორმაში არ ხარ და თუ სხვა რამეშია საქმე, მაშინ ქუდი უნდა დაიხურო, რადგან უუფლებო 21-ე საუკუნეში არავინაა... ასე, მხოლოდ ხვიჩას შემყურე ნაკრები შორს ვერ გაფრინდება... შორს გასვლა კი სჭირდება ნამდვილად ნაკრებს და ლეგიონერებთან მიმართებით ამ მხრივ თუ გამოსწორდება რაიმე, მაგრამ ერთს ნამდვილად უნდა მიხვდნენ როგორც ფეხბურთელები, ისე აგენტები, რომ აღმ. ევროპაში თამაში (უკრაინა, პოლონეთი, უნგრეთი) საერთოდ არ ღირს. ერთადერთი სლოვაკეთის სლოვანია და იქაც ვაისია კიდევ კარგი! ჯობია ტოპ ჩემპიონატების მე-2 ლიგები, ვიდრე აღმ. ევროპის უმაღლესი ლიგა რა...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ცნობილი გახდა გოჩოლეიშვილის ესპანურ გუნდში გადასვლის დეტალები
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ლუკა გუგეშაშვილი კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
[VIDEO] გუგეშაშვილს თავისი გუნდის ფანებმა უსტვინეს - ლუკამ მათ პასუხი გასცა
საქართველოს ნაკრების მეკარე თურქეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის
წიტაიშვილი შეცვლაზე და სათადარიგო საზონოვი - "რაიო ვალეკანომ" კაცნაკლულ "ხეტაფეს" ვერ მოუგო
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
გოჩოლეიშვილმა ტრავმა მიიღო - "კადისმა" "ალმერიასთან" მარცხი განიცადა
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "კადისმა" ისევ ფრედ ითამაშა
გოჩოლეიშვილი "კადისში" გადავიდა - შეიძლება ამ გუნდში მესამე ქართველიც ჩაირიცხოს
"კოჭ-წვივი აქვს დაზიანებული" - "კადისმა" გოჩოლეიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა