მადრიდის "რეალი" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის შესაძლებლობებს სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახალგაზრდა გარემარბის გასხვისებას არ გეგმავს და ხვიჩას ხელშეუხებელ მოთამაშედ მიიჩნევს.

"რეალი" 22 წლის ფეხბურთელს აკვირდება, მაგრამ დე დაურენტისი ამაზე საერთოდ არ ნერვიულობს. 71 წლის კინორეჟისორი მზადაა "კვარას" ხელფასი გაუორმაგოს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლიში" ჯამში 23 მატჩი გამართა, თავი კი 11 გატანილი გოლითა და 12 საგოლე პასით გამოიჩინა.

თომა
ზეზვა მისმინე ჯიგარო, შენი აზრით მხოლოდ ინგლისის ჩემპიონატია მაგარი და ესპანეთი არა ხო?? მაშინ რატომ იგებს რეალი ჩემპიონთა ლიგას? გადახედე ბოლო 10 წლეულს, რამდენჯერ მოიგეს ლიგა ესპანურმა გუნდებმა და რამდენი ინგლისურებმა.ევროტურნირები საუკეთესო საზომია.
კონსტანტინე
ნაპოლი თუ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ხვიჩაც დარჩება ნეაპოლში, ოსიმენიც. ხელფასებით ყველა იქნება კმაყოფილი.
ზეზვა
ხელფასი უნდა გაუოთხმაგოს-ეგ იქნება სწორი, თორემ რეალი და ინგლისი მინიმუმ 6 მილიონს შეთავაზებს და რაღა უნდა გაისად კიდევ 2,4 მილიონზე მოტივაციადაკარგულ ნაპოლიში სადაც ოსიმენიც აღარ იქნება-უეჭველი გაყიდიან მაგას.დონეზე თამაში თუ უნდა ინგლისში უნდა წავიდეს,ფეხბურთი მხოლოდ იქაა დღეს,დანარჩენები ძალიან ჩამორჩნენ.ესპანეთი იტალიაზე დაბალი დონეა დღეს და ფულიც და ფეხბურთიც ინგლისშია.
ამაშია საქმე
ჩენი აზრით ჯერ რა თქმა უნდა ადრეა სხვაგან წასვლა თუნდაც იმიტომ რომ ქალაქ ნაპოლში ხვიჩას აღმერთებენ,მაგრამ შემდგომ მადრიდის რეალში გადასვლა ყველაზე ხეირიანი იქნება რადგან რეალი ნაპოლისავით კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს და იქ ადაბტირება გაუადვილდება.
dato
თუ ხვიჩას ხელფასი არ გაუორმაგდა ან გაუოთხმაგდა აგართმევენ ლაურენტეს .
dato
ლაურენტეს ხვიჩას თუ ხელფასი არ გაუზარდე
სოსო
2,4 მილიონია ,გაორმაგებული ხელფასი და მართლაც სასაცილო იქნება,მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მყოფი ფეხბურთელისათვის.ზელინსკიც იმიტომ მიდის,რომ გუნდში ყველაზე მაღალი ხელფასი ჰქონდა,3,5 მილიონი და მისი შემცირება მოსთხოვეს.ოსიმჰენს 7,5 მილიონი ჰქონდა მოთხოვნა,თუმცა სავარაუდოდ,მაინც გაყიდიან.შესაძლოა დე ლავრენტისს ,მართლაც არა აქვს,ამდენი ფული მაგრამ ვისაც აქვს,ის წაგართმევს საუკეთესოს.ეგ არის დღევანდელობის მკაცრი რეალობა.
skaro
მინიმუმ 10% მაინც უნად მისცე სატრანსფერო ფასის ხელფასად წელიწადში.
რაბუ
ხვიჩა სიტიში წადი და ლიგა მოიგე
ვა რა დონეა
ფეხბურთიუ ბიზნესია,ძირითადში ყველაფერი დამსახურების მიხედვით ხდება.ჯერ რაც ხვიჩამ ნახევარ წელიწადში ხელფასის გაორმაგება დაიმსახურა.წინ ჩ.ლ-აა,ჩემპიონატში ძლიერ გუნდებთან თამაშები და თუ უკეთესად ითამაშებს შეიძლება გაუსამმაგდეს კიდევაც ხელფასი.ნუ ნერვიულობთ ფულის დათვლა კვარაცხელიებმა თქვენზე ნაკლებად არ იციან.
ლევანი
ბოღმა მახრჩობს მე პირადად. არასდროს სხვის ჯიბეში არ ჩამიხედავს, მაგრამ რა გაორმაგება? სხვა ვიღაც, რომელიც ახლოსაც არაა ხვიჩასთან, რატომ უნდა იღებდეს ხუთჯერ მეტს, რატომ? გაუორმაგებს თურმე, წუწურაქებს რაც ემართებათ უთხრას ვინმემ მაგას... აღარ გავაგრძელებ.
მალხაზი
ხვიჩას სატრანსფერო ღირებულება მალე 100 მილიონი გახდება და ასეთ ფეხბურთელს სკამზე ვინ დასვავს
ვოოტ
სხვის თუ სხვების ჯიბეში ფულის თვლა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ დღეს აღარაფერი იმალება... ნაპოლის ყველა წამყვანი მოთამაშე ხვიჩაზე რამოდენიმეჯერ მეტ გასამრჯელოს იღებს, სათადარიგოებიც კი ცოტათი მეტს იღებენ და მხოლოდ ისინი იღებენ ხვიჩაზე ნაკლებს, ვინც სპალეტის სათამაშო სქემაში საერთოდ არ მოიაზრება და სეზონის განმავლობაში 4-5 ჯერ თუ გამოვა მოედანზე, ისიც დამატებულ დროში... ხვიჩას ხასიათიდან და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, არ გამიკვირდება, რომ ნაპოლიდან ჯუღელიც მასზე მეტს ხეირობდეს...
achi
ჯერ ერთი ხვიჩა რეალში იქნება ბარსაში თუ მან სიტიში მაგი ყველგან ითამაშებს (ოსიმენიც) და რაც შეეხება სხვებს შეიდზლება მომავალ სეზონში ვერც ვერაპერი ქნან, ამიტომ ხვიჩასთვის და ოსიმენისთვის უკეტესია გრანდებში გადავიდნენ
კ ო მ ბ ლ ე
სადაცაა ცუდათაა თუ?
მეგრელი
დღესდღეობით ფეხბურთში ისეთი ხელფასებია რომ გაირმაგებაც ცოტაა ამ შემთხვევაში
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ადმინ რას ატყუებთ აქაურ 13 წლის ბავშვებს ? რეალმა თქვა რო 100 არ გადაიხდის უკვე. და 100 კი არა ნიუკასლი ამაში 200 საც დადებს გააჩნია ლიგაზე როგორ ითამაშებს კიდე. რეალში გადასვლა კვარაცხელიასთვის იქნება დამხუპველი. მანდ პატივს არავის არ ცემენ. მაგას ჯობია ნაპოლიში დარჩეს იქ ხალხს უყვარს მაინც. თორე რეალში ამის გადასვლა გამორიცხულია. ახლა სხვა დროა. ნიუკასლი პსჯ სიტი ყიდულობენ ყველაზე ძლიერებს როგორც ადრე რეალი ხიკავდა ჩაბი ალონსოს და რამოს ლივერპულიდან . ახლა კი ყველაფერი თავის ადგილზე დგება.
alexandre
საინტერესოა,ვინმე თუ აკეთებს ასეთ ანალიზს. ავიღოთ თუნდაც ტრანსფერმარკეტის მონაცემები. ამჟამად ხვიჩას სატრანსფერო ფასია 70 მლნ ევრო (მგონი). ხელფასი,ესეც რაც მე წამიკითხავს თქვენთან, 1 მლნ ევრო. აი, ნიკალა მახარობლიშვილი, შვილი, შენ გააკეთე ანალიზი და შედარება: სხვა ფეხბურთელებს ასეთი სატრანსფერო ფასით რა ხელფასი აქვთ? მე აღარ ვამახვილებ ყურადღებასვის რა როლი აქვს თავის გუნდში. დღეისთვის ხვიჩა მინიმუმ ნაპოლის წამყვან ხუთეულშია: დი ლორენცო, ოსიმენი, ლობოტკა, მინი და ხვიჩა. ლაურენტისი რომ იძახის გავუორმაგებო - რამდენად შეედრება სხვის ხელფასებს.
sormona
სადაც ძირითადში იქნები და სათამაშო პრაქტიკა გექნება იქ იყავი რა და გინდ ნაპოლი იყოს, გინდ რეალი და გინდ ბარსელონა
კაკაო
კი არ უნდა გაუარმაგო უნდა გაუათმაგო მილიონ შვიდასი რა არის ბიჯო კვარაცხელია მსოლიოს ათ საუკეთესო ფეხბურთელის სიაშია და ნახედ რამდენი აქვს ხელფასი თუ გინდაც ორმოცდამეათეს ათჯერ მეტი რა წესია გაუორმაგებ წავა იმიტომ რომ ეს მასხრად აგდებაა და მეტი არაფერი მე მინდა რომ ერთი ორი სეზონი კიდევ დაჟე სამი სეზონი და ეს გუნდი ყველა ტურნირს მოიგებს რა თქმა უნდა თუ შეინარჩუნებს ამ გუნდს ესე კიდევ ვერ გამოვა და ხალხი გადაირევა ნეაპოლიტანელებს ვგულისხმობ ბიძია დე დაურენტის
ლაშა
დე ლაურენტისის პატივისცემის მიუხედავად არ შეიძლება ასეთი სუპერვარსკვლავი ასე დაბალანაზღაურებადი იყოს. ვუზრდიო ხელფასს რომ ამბობს, 2,5 წელიწადში ბევრია?! ეს არის მიზერული ხელფასი და თუ სკუდეტო მოიგო ნაპოლიმ 33 წლის შემდეგ მითუმეტეს მეტს უნდა იღებდეს. ბუნებაში არ არსებობს ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 60-დან 100 მილიონამდე მეტყეობდეს და ეს ფეხბურთელი 2,5 იღებდეს წელიწადში. ეს არის ნონსენსი და კიდევ შეინარჩუნებს ნაპოლი ხვიჩასო?! ჯერ ერთი ზაპხულში არავინ იცის რა მოხდება და მეორე, ეხლა ვერ იტყვის დე ლაურენტისი ფეხბურთელს ზაფხულში შეველევიო... არასოდეს თქვა არასოდეს!
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
რჩება თუ მიდის - "რეალისა" და ვინისიუსის ამბავი საბოლოოდ გადაწყდა?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
"რეალის" ყოფილ მწვრთნელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა