ირაკლი ქობალიასა და ირაკლი მოდებაძის პავლოდარში გატანილმა გოლებმა რუსთავის ”მეტალურგი” შემდეგ ეტაპზე გაიყვანა

უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი. საპასუხო მატჩი. პავლოდარი. ყაზახეთი.

ირტიში-მეტალურგი 0:2

ირტიში: ცირინი, ჩერნიშოვი (მიხაილიუკი 46), კუჩმა (ნიკოლიჩი 62), კულიბალი, მალცევი (ტლეშევი 60), ივანოვი, ზარეჩნი (კ), ბალაჟიჩი, დასკალოვი, სერგიენკო, გოვედარიცა.

მწვრთნელი: ტალგატ ბაისუფინოვი

მეტალურგი: ბედიაშვილი, კვახაძე (კ), მახვილაძე, ორბელაძე, ჯაფარიძე, მიქაბერიძე (ტყემალაძე 79), მაისურაძე, გეწაძე (ტატანაშვილი 64), რაზმაძე, მოდებაძე, ქობალია (ქავთარაძე 75).

მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

მსაჯი: გიორგი იორდანოვი (ბულგარეთი)

გოლები: 0:1 ქობალია (23), 0:2 მოდებაძე (57).

გაფრთხილება: მოდებაძე.

რუსთავის "მეტალურგმა" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში პავლოდარის "ირტიშის" ძლევა შეძლო და შემდეგ ეტაპზე გააღწია. შინ ფრედ 1:1 დამთავრებული მატჩის შემდეგ არმაზ ჯელაძის შეგირდებს ყაზახეთში გოლის გატანა აუცილებლად მართებდათ და მართლაც, რუსთაველებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს.

ყაზახური საიტების ცნობით, შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და რუსთაველები თავიდანვე აქტიურად ცდილობდნენ მეტოქის კარზე იერიშების მიტანას. შედეგად ირაკლი ქობალიამ იყოჩაღა და 23-ე წუთზე "მეტალურგი" დააწინაურა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა სცადეს წონასწორობის აღდგენა, მაგრამ ამჯერად ირაკლი მოდებაძე გამოირჩა, რომელმაც 57-ე წუთზე მაისურაძის კუთხურის შემდეგ პავლოდარელთა კარში მეორე გოლი შეაგდო.

რუსთაველებმა უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე აღარ დათმეს და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ ისინი ითამაშებენ. "მეტალურგის" მეტოქე ფრანგული "რენი" იქნება.

დევიდ
ყოჩაღ რუსთავი! 85-ე წუთია, და 2-0 იგებენ...მართლაც თავდადებაა. ყ ო ჩ ა ღ !!!
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა