მადრიდის "რეალმა" ამერიკული ტურნეს მეორე მატჩიც დიდი ანგარიშით მოიგო, ჟოზე მოურინიოს გუნდმა 3:0 აჯობა მექსიკურ "ჩივასს"
მადრიდის "რეალმა" ამერიკული ტურნეს მეორე მატჩიც დიდი ანგარიშით მოიგო. ამჯერად, ჟოზე მოურინიოს გუნდმა 3:0 აჯობა მექსიკურ "ჩივასს".

გასულ სეზონში კრიშტიანო რონალდომ 40 გოლი გაიტანა და ევროპის "ოქროს ბუცი" მოიპოვა, პორტუგალიელი ამ სეზონსაც ისე იწყებს რომ... მან პირველ შეხვედრაშიც გაიტანა გოლი, თუმცა მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა "ლოს ანჯელეს გელექსისთან", ახლა კიდევ რონალდომ "რეალის" სამივე გოლი გაიტანა გვადალახარელთა კარში.

რეალი: ადანი (46. კასილიასი), არბელოა (46. ნაჩო), რიკარდო კარვალიო (46. პეპე), ვარანი (46. ალბიოლი), მარსელო - გრანერო, კოენტრაო - რონალდო, იოზილი (84. ხესე), კაკა (46. კალეხონი) - ბენზემა (80. ხოსელუ).

გოლები: 1:0 რონალდო (74), 2:0 რონალდო (77), რონალდო (83-პენ)

როგორც ხედავთ, მოურინიომ შესვენებაზე გუნდის ბირთვი მთლიანად შეცვალა, 90-90 წუთი მხოლოდ მარსელო, კოენტრაო, გრანერო და რონალდო ათამაშა. სამივე გოლი პორტუგალიელმა მეორე ტაიმში გაიტანა და თამაშის მერე მოურინიოს შექებაც დაიმსახურა. "რეალის" სათამაშო უპირატესობა კი ძალიან დიდი იყო, "ჩივასმა" 90 წუთის განმავლობაში ერთი ნახევრად მომენტი ძლივს შექმნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა