საქართველოს ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებში გაემგზავრა, სადაც ფინალის ტოლფასი მატჩი ელის. ნიდერლანდებს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციოში 8-ვე წაგება აქვს, თუმცა ნაკრებში იმ ახალგაზრდებს უხმეს, რომლებმაც 20-წლამდელებში თავი ისახელეს და მათ საქართველოსთან მატჩით ნაკრებში თავის დამკვიდრების შანსი აქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ. ამას დავუმატოთ ისიც, რომ საქართველოს ნაკრებს წაგების უფლება არ აქვს, რადგან ასეთ შემთხვევაში უკვე სხვა მატჩების შედეგებზე იქნება დამოკიდებული და შესაძლოა, ისტორიული მიზანი, რასაც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ჰქვია, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ასე რომ არ მოხდეს, ილიას ზუროსის ნაკრებს მარტივად შეუძლია მიზნის მიღწევა: საკვალიფიკაციო ტურნირის დარჩენილი ორივე მატჩი უნდა მოიგოს და ამ მიზნის მისაღწევად ჰოლანდიაში მოგება მთავარი ქვაკუთხედია. ჩვენი ნაკრების ყველა წევრი მეტად მოტივირებული და შემართულია და ამ განცდას ჩვენი გუნდის კაპიტნის, თორნიკე შენგელიას სამაგალითო საქციელიც აძლიერებს. თოკო ჩარტერული რეისით ხვალ ჩაფრინდება ამსტერდამში, 23 თებერვალს ნიდერლანდების წინააღმდეგ ითამაშებს და ბოლონიაში 24 თებერვლის საევროლიგო მატჩის სათამაშოდ დაბრუნდება, რის შემდეგაც, იმავე ღამეს, ჩარტერული რეისით თბილისში გამოფრინდება და ისლანდიასთან ჩვენს ნაკრებს ზეპრინციპულ მატჩში უკაპიტნებს.

შენგელიამდე დღეს ჩვენს ნაკრებს გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი და ცოტა მოგვიანებით ბექა ბურჯანაძე შეუერთდებიან. ამსტერდამში პირველი ვარჯიში დღეს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზეა (თბილისში 22:00) დანიშნული. მანამდე ნაკრების წევრები ამსტერდამის “აიაქსის” სტადიონის გვერდით მდებარე სასტუმრო Holiday Inn Towers-ში ისვენებენ, რომელიც პატარა ქალაქ ალმერესა და ამსტერდამის ცენტრის შუაში მდებარეობს. სწორედ ალმერეში ჩატარდება 23 თებერვალს მატჩი ნიდერლანდებსა და საქართველოს ნაკრებებს შორის.

საქართველოს ნაკრებმა ამსტერდამში პირდაპირი რეისით იმგზავრა. ჩვენი ნაკრები ნიდერლანდების დედაქალაქის რეისზე სამთავრობო გასასვლელით ავიდა და 5-საათიანი ფრენის შემდეგ ნიდერლანდების დედაქალაქში ჩაფრინდა. ავტობუსით 20-წუთიანი მგზავრობის შემდეგ ჩვენი გუნდი სასტუმრო Holiday Inn-ში დაბინავდა. ნაკრებს რამდენიმე საათში გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი შემოუერთდნენ და დღეს, თბილისში რომ 22:00 საათი იქნება, ილიას ზუროსი ნიდერლანდებში პირველ, მსუბუქ და აღდგენით ვარჯიშს ჩაატარებს.

GBF.GE

დინამო 72
რომელი შემადგენლობის აქამდე რომ მოგიყვანა საერთოდ? ვისი არ გჯერა შენგელიასი,შერმადინის,მაკფადენის, სანაძის ? სკამზე ვინ ზის იმას რას უყურებ,მთავარ ბირთვს შეხედე ვინც აკეთებს საქმეს დავ ინც აქამდე მოგიყვანა. გავა საქართველო
დინამო 72
მსაჯობას შეეშვით და ჩვენებს ვუქომაგოთ. ბევრად ძLიერები ვართ ვიდრე ჰოლანდია და ისლანდია, და ჩვეულებრივად უნდა მოვუგოთ. ამხელა პროფესურა რად უნდა
დინამო 72
არ ადევნებ თვალს ინფორმაციას?? უკვე ორი კვირაა წერენ რომ ითამაშებს ჰოლნდიაში, მერე ჩავა ითამაშებს იტალიაშიც და ჩამოვა და ითამაშებს თბილიშიც. საიდან მოიტანე რომ არ იქნება? ბოლონია უშვებს კიდევაც და მათაც ეხმარება.
დინამო 72
ნუ მაზგაჩობ , მოვუგებთ ორივეს და გავალთ. რა ფიბა,რის ფიბა
გოგი
მე იმის მეშინია ამ ფიბამ უკრაინის გაყვანა არ დაგეგმოს და მსაჯებმა არ გაგვჩაგრონ ჰოლანდიაში.
რრრ
არც ერთ ევროლიგაში მოთამაშეს სხვა ნაკრებში არ უშვებენ და თოკოს საერთოდ, რომ უშვებენ მაგისთვისაც მადლობლები უნდა ვიყოთ.
მათე
კი მაგრამ არ შეიძლება შენგელიამ ერთი თამაში გამოტოვოს ბოლონიას რიგებში?! ასეთ გადამწყვეტ მომენტში საქართველოს ნაკრებისთვის რა იქნება ერთი თამაში რომ გაათავისუფლოს ბოლონიამ?!
Gio
ლონდარიძე გვყაავს?
დათო
უკრაინა ურთიერთშეხვედრებში გვჯობია, ასე რომ არ უნდა გაგვითანაბრდეს
ქომაგი
ნიდერლანდებთან რომ წავაგოთ, ისლანდიას კი მოვუგოთ და უკრაინამ ორივე მოიგოს, ბურთების სხვაობა დაითვლება თუ ურთიერთშეხვედრები?
სოსო
ძირითადი ბირთვი,ჰოლანდიელებს შენარჩუნებული ეყოლებათ და პერსპექტიულ ბიჭებს,ალბათ მათ დასასვენებლად და გამოცდილების მისაღებად შეიყვანენ მოედანზე.წესით,ჩვენს დუბლებსაც არ უნდა გაუჭირდეთ,მათთვის დაჭარბება.ძირითადი ხუთეული კი,ჰოლანდიელთა ძირითადებს დაუპირისპირდება და იმედია დიდი დატვირთვა არ შეხვდებათ.შერმადინს და შენგელიას,უზარმაზარი დატვირთვები შეხვდათ,ამ ბოლო დღეებში,თანაც ორივემ წააგეს ფინალები, დიდი დროც გაატარეს მოედანზე და საშიშია,ეს ყველაფერი, ტრავმებით არ დასრულდეს.სიმართლე გითხრათ,მე ისლანდიასთან თამაშის უფრო მეშინია,რადგან შენგელიაც გადაქანცული იქნება და ფსიქოლოგიური დაძაბულობაც,შეუდარებლად მაღალი ექნებათ, ბიჭებს.თუნდაც ის ფაქტი,რომ ამ თამაშზე იქნება დამოკიდებული,ჩვენი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა-არგასვლის საკითხი,უკვე სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხი იქნება,ბიჭებისათვის.ევროპის ჩემპიონატისათვის,მაინც მგონია,რომ ბიჭები,პირველ რიგში ფსიქოლოგიურად იყვნენ გადამწვრები და აქაც შესაძლოა, რაიმე მსგავსი დაგვემართოს.ზუროსი რა თქმა უნდა იმუშავებს ამაზე,მაგრამ მაინც.იმედია ყველაფერი კარგად იქნება,თუმცა ცუდი მსაჯობისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.ჩვენი კონკურენტი ხომ ომში ჩაბმული და ამიტომ ყველასათვის(ჩემთვისაც)სიმპათიური უკრაინაა,რომლისთვისაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა,დიდი გამარჯვებაა და ქვეყანას დიდ სიხარულს მოუტანს.
ლაშა
წარმატებები ბიჭებს!
Master
არაფრით არ შეიძლება ამ თამაშუს წაგება,თორემ უკრაინა აუცილებლად გამოიყენებს შანსს და გადაგვასწრებს.მაქსიმალური მობილიზება მართებთ ბიჭებს.ასეთი შანსის გამოუყენებლობა უბრალოდ არ შეიძლება.მშვიდად მეთოდურად უნდა მოვუგოთ ნიდერლანდებს,როგორც რაგბში,დაახლოებით ისე...

ძალიან მინდა გავიდეთ მსოფლიოზე თუმცა ამ შემადგემლობის არ მჯერა,იმედია ვცდები!!!!
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89