ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დიდი დაბრუნება დე კუიპზე

დიდი დაბრუნება დე კუიპზე

"აიაქსმა" 22 წლის სიმ დე იონგს გაუმჯობესებული პირობებით კონტრაქტი 2015 წლამდე გაუფორმა
გუშინდელ ნომერში უკვე გამცნობდით, რომ “ფეიენოორდის” მთავარ მწვრთნელად რონალდ კუმანის კანდიდატურა განიხილებოდა და ლეგენდარულ ჰოლანდიელს ამის დიდი შანსიც ჰქონდა. და აი, გუშინ როტერდამელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ კუმანმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

48 წლის სპეციალისტს გუნდში არსებული არაჯანსაღი სიტუაციის გამოსწორება დაევალა, რაც ძირითადად ბოლო წლების წარუმატებლობებით არის გამოწვეული. კუმანი ფეხბურთელობისას “ფეიეს” ღირსებას 1995/97 წლებში იცავდა და სწორედ ამ გუნდში დაასრულა პროფესიული კარიერა.

“აიაქსში” საინტერესო ამბები ხდება: კლუბმა შარშანდელ ლიდერს, 22 წლის სიმ დე იონგს გაუმჯობესებული პირობებით კონტრაქტი 2015 წლამდე გაუფორმა (პირველად ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა “ტვიტერით” გაავრცელა). ძველ ხელშეკრულებას ვადა 2013 წელს გასდიოდა. ბოლო სეზონი ფეხბურთელმა შემტევ ნახევარმცველად დაიწყო და უკანდახეულ თავდამსხმელად დაასრულა. სულ კი მის ანგარიშზე ერედივიზიეში 32 შეხვედრაში გატანილი 12 გოლი იყო, მათ შორის დუბლი “ტვენტესთან” 34-ე ტურის მატჩში. “ჩემი მიზანია, კიდევ ერთხელ მოვიგო ქვეყნის ჩემპიონატი. კმაყოფილი ვარ, რომ ხელშეკრულება გავაგრძელე,” – განაცხადა დე იონგმა პრესკონფერენციაზე.

ისევ და ისევ “აიაქსი”... არა და არ ცხრება საუბრები მაარტენ სტეკელენბურგის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. გოლკიპერის აგენტმა რობ იანსენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ “რომას” წარმომადგენლები მას უკვე დაუკავშირდნენ. მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი უკვე ჩატარდა, თუმცა რამე კონკრეტულ შეთანხმებამდე მხარეები ჯერ არ მისულან. თუკი ისინი საერთო აზრამდე მივიდნენ, რომაელები ამის შემდეგ უკვე “აიაქსს” მოუსინჯავენ კბილს. იანსენი აცხადებს, რომ მის კლიენტს ხიბლავს კარიერის “რომაში” გაგრძელების პერსპექტივა. ჰოლანდიური პრესა კი წერს, რომ იტალიელები მზად არიან, მაარტენში 6 მილიონი ევრო გადაიხადონ. თუმცა ვეჭვობთ, რომ “თეთრ-წითლები” ამ თანხაზე მოლაპარაკებათა მადას უმალ დაკარგავენ. მიზეზი მარტივია: 29 წლის მეკარეში ისინი 15 მილიონს ითხოვენ.

მდგომარეობას ის ართულებს, რომ სტეკეს ხელშეკრულება კლუბთან ერთ წელიწადში ეწურება. შესაბამისად, თუ არა ახლა ან ზამთარში კიდევ უფრო იაფად, ფეხბურთელი “აიაქსს” უფასოდ დატოვებს, რადგან მას კონტრაქტის გაგრძელებაზე ფიქრიც კი არ უნდა... ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. ცეცხლზე ნავთი დაასხა ფრანკ დე ბურმა, ვინც “დე ტელეგრააფს” განუცხადა, გვინდა ვიცოდეთ, აპირებს თუ არა მეკარე ჩვენთან დარჩენას, რადგან თუ ასეა, მას ზამთარში აუცილებლად გავყიდითო. ამით, მწვრთნელმა ზამთრამდე მაარტენის გაშვება თითქოს გამორიცხა, მაგრამ არც “რომა” ზის გულხელდაკრეფილი და მასაც შეუძლია წინადადების სერიოზულად გაუმჯობესების შემთხვევაში “აიაქსი” ახლავე დაიყოლიოს.

ჰოლანდიურ თემას ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკის შესახებ ცნობით დავასრულებთ. “ნარინჯისფერთა” ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი (23 თამაში, 9 გოლი) ინგლისის ჩემპიონშიპის “ნოტინგემ ფორესტის” სამწვრთნელო შტაბში დაინიშნა. ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებულთა ბანაკში ის სტივ მაკლარენის თანაშემწე იქნება. ჯიმიმ კარიერა 2008 წელს “კარდიფ სიტის” ფეხბურთელის რანგში დაასრულა. 2004/06 წლებში კი “მიდლსბროში” სწორედ მაკლარენის ხელმძღვანელობით თამაშობდა, სადაც 2006 წელს უეფას თასის ფინალიც ითამაშა. “სტივმა იცის, როგორ ესაუბროს ფეხბურთელებს. ის დეტალების მიმართაც კი ძალზე ყურადღებიანია. მისი შემოთავაზება სიამოვნებით მივიღე,” – განაცხადა ფეხბურთელმა. მაკლარენი თებერვლის შემდეგ უმუშევარი იყო. “ნოტინგემში” კი მას მერე მიიწვიეს, რაც შოტლანდიელი ბილი დევისის ხელმძღვანელობით გუნდმა “სუონსისთან” პრემიერლიგაში გადასავლელი პლეი ოფი წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zura

კვირის ფრაზები დადეთ რა :)

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა