ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „აინტრახტი“ 2:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ ჩინებული საგოლე პასი გააკეთა - მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე კლუბში 12 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

დებიუტში უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. მასპინძლებმა თამაში კონტრიერიშებზე ააგეს, უფრო მარჯვენა ფლანგიდან უტევდნენ და კოლო მუანიმ მახვილი კუთხიდან ვერ უწია მიზანს. „ნაპოლიმ“ პირველი მომენტი მე-19 წუთზე შექმნა, როდესაც საჯარიმოს გარედან კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მეკარე ტრაპმა მოიგერია. ფრანკფურტული გუნდი მეტოქეს სივრცეებს უზღუდავდა, გასაქანს არ აძლევდა, ხოლო ხვიჩას ტუტა ყურადღებით მეურვეობდა. თუმცა სპალეტის შეგირდებმა მაინც მოხერხეს ვიზავის დაცვის რამდენიმეჯერ გარღვევა: 36-ე წუთზე ლოსანო საჯარიმოში შეიჭრა, ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ ოსიმენი წააქციეს, პენალტიდან გატანა კი კვარაცხელიას ტრაპმა არ დაანება. მე-40 წუთზე ლოსანო ისევ გაექცა მცველს, პასი ვიქტორს გაუკეთა და მან ნეაპოლელები დააწინაურა. მერე ნიგერიელს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ნაპოლი“ კვლავ ფლობდა ინიციატივას. ლოსანომ ხვიჩა ტრაპთან პირისპირ გაიყვანა და ქართველმა ისევ ვერ შეძლო მეკარის დაჯაბვნა. მერე კოლო მუანი ანგისას ეუხეშა და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. ნეაპოლელებმა კაცნაკლულ ვიზავიზე ზეწოლა გააძლიერეს, ხვიჩამ შესანიშნავი მოძრაობით ბურთი დი ლორენცოს დაუტოვა და კაპიტანმა ტრაპის კარი დალაშქრა. "კვარა" და ოსიმენი 84-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო "ნაპოლიმ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალს მიუახლოვდა.

ამ გუნდების სპასუხო შეხვედრა ნეაპოლში 16 მარტს გაიმართება.

ფრანკფურტი. „დოიჩე ბანკ პარკი“. 47 500 მაყურებელი

აინტრახტი - ნაპოლი 0:2

გოლები: 0:1 ოსიმენი (40), 0:2 დი ლორენცო (66)

გამოუყენებელი პენალტი: კვარაცხელია (36)

გაძევება: კოლო მუანი (58)

Suxumchanin
რუსი კომენტატორის მიერ ქართული ფეხბურთის აღიარება
zura222
!! ზუსტად რუსი რომ აქებს და უყვარს ქარტველი ფეხბურტელები და საქართველო აი ეგაა მაგარი და სასიამონო ! ხომ გასაგებია რატომაც ? და იმ რკინის ფარდაზეც ძალიან კარგად ვიცი და რუსეთის არაკაცობებზეც და ზუსტად ამიტომაა სასიამოვნო რომ იმ რუსეთშიც არიან ადამიანები და არა მარტო ბიდლო სალდაფონები ! (სხვათა შორის იმ რკინის ფარდის შექმნაში უდიდესი როლი ქართველებმა შეასრულეს )
ილია.
ხვიჩა კარგი ტექნიკური ფეხბურთელია და აქვს განსაკუთრებული ხედვის უნარი, შეუძლია მეკარე დაიჭიროს მოძრაობაზე და გაგორებული ბურთი გაუტანოს, ასევე დამცველის უკნიდან დაარტყას, დამცველს ფეხებშუა გაუტაროს ბურთი და გაიტანოს. რატომღაც პენალტს თითქმის ყოველთვის ძლიერად ურტყამს, არადა შეუძლია ტექნიკურად დაარტყას, მოატყუოს მეკარე და ისე გაიტანოს. ეს იქნება კარგად დარტმული და ჩემი აზრით ამაზე უნდა ივარჯიშოს.
azri
კომბინაცია იყო ზღაპრული რაა, კვარა ფლანგიდან უპასავს ზელინსკის რომელმაც ბურთი გაატანა, კვარაზე სამი კაცი გადადის და პასი ანგისას, ანგისამაც რა მაგრად უპასა, მერე კი კვარამ დახატა რასაც ქვია და დაბოლოება დი ლორენცოს ბილიარდის სიზუსტით გასროლა! ამის გამო უყვართ ფეხბურთი, ესეთი კომბინაციები რომ თამაშდება, ესაა ფეხბურთის სილამაზე. კვარამ გააგიჟა ნეაპოლი რა, თამაშის სტილით ყველაზე მაგრად ჯორჯ ბესტს მაგონებს!
ვანდა ჯიქია
ნიშანდობლივია, ყურადღება მახვილდება მხოლოდ ბოლო პასზე, არადა ამ გოლის მთელი არსი და გემო არის ხვიჩას დაწყებული მოძრაობა კიდის ხაზთან, ხვიჩას აკინძული და წარმართულია მთლიანი მომენტი კიდის ხაზიდან საჯარიმომდე, თითქმის მთელი აინტრახტი გაჭრა თავისი სვლით, და ქუსლიც მოუხდა ბოლოშ.
ვათა
არაფერია ხომ მოიგეს .მთავარია რო ხვიჩამ თავი არ დაკარგა პენალის გაფუჭებისმერე და მაინც მითვალა ასისტი ულამაზესი აი ამიტომ უნდათ ის გრანდებს ყველაფერ საუკეთესო თვისებაებთან ერთად ესეც გამოავლინა რო ბოლომდე იხარჯება ...

ეროვნებას მნიშვნელობა არააქვს მთავარია ადამიანი იყო, ძირს ნაციზმი!
მიშა
მსგავსად, აზროვნებაც კი არ შეიძლება მეგობარო. არამც-თუ წერა. თუ ნეაპოლში, ან ახლო-მახლო ცხოვრობთ, მადლობა უთხარით ღმერთს, რომ ხვიჩას თამაშის ნახვის საშუალება გაქვთ. ნაპოლის პრეზიდენტსაც სთხოვეთ, რომ სხვა გუნდში არ გაყიდოს, თქვენივე კომენტარის ადრესატი რომ არ გახდეთ.
w
ხვიჩამ პენალტი რომ ვერ გაიტანა სანაია ფეირვერკებით დარბოდა.
napolia-n
აბა ცოტა მეტი აქტიურობა უპოვრებო..ვერასდროს ვერ იგრძნობთ იმ ემოციას რაც გუშინ სტადიონზე იყო ტელევიზორიდან უყურეთ მხოლოდ,სხვა შესაძლებლობები მაინც არ გაქვთ…
Superman
ხვიჩას ნათქვამი აქვს - ჩემი საყვარელი ფეხბურთელი გუტი იყოო. დღევანდელი საგოლე პასიც ზუსტად გუტისებურად გენიალურად შეასრულა :)
tempi
ძალიან მაგრად ითამაშა, პენალტი და ერთი მომენტი ვერ გამოიყენა მაგრამ არ გაჩერდა იმდენი სახიფათო გარღვევები და მომენტები შექმნა მაინც ატერორებდა არ ამოასუნთქა. ყოველთვის საფრთხე იყო ბურთს რომ მიიღებდა გულს უხეთქავდათ მაინც. ტემპი არ დაუგდია ერთი სიტყვით და მაინც გაარღვია რა პასი მისცა მაინც გაარღვიათ ბოლოს

რომელი კომენტატორი არ აქებს ფეხბურთელს კარგი თამაშის დროს და ასეთი შედევრალური საგოლე პასის დროს? ინგლისელმა კომენტარმა საერთოდ ქართულად ისწავლა დაბადების დღის მილოცვა, იმ დღეს ხვიჩასთვის რომ მიელოცა. რატომ დნებით და შესციცინებთ ასე ამ რუსის ერთ გადმოგდებულ თბილ სიტყვას?! დარასელია, ყიფიანი და სხვა ვინც ახსენა, რუსები კი არ ეგონებიდათ იმ წლებში, მსოფლიოს ეცოდონებოდა მათზე, და მსოფლიო მასშტაბით ივლიდა ლეგენდები, რუსებს რომ არ გადავეყლაპეთ. რა გვარებიც ახლა მაგ კომენტატორმა ჩამოთვალა, მარტო თვითონ და სხვა ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა რომ იციან და არა მთელმა მსოფლიომ, ეგ პირველ რიგში რუსების დამსახურებაა. რკინის ფარდის უკან რომ ჰყავდათ გადაჩქმალული ქართული ნიჭი. გააგრძელეთ რუსებით აღფრთოვანება და მიეცით კიდე უფლება, მსოფლიოს დაუმალოს ნიჭიერი ქართველები! კვარაცხელიას მათთვის ხელიდან გამოგლეჯა სრულიად შემთხვევითობაა და სანქციების შედეგი. ტულა და როტორთან რომ თამაშობდა იმითაც კმაყოფილი იყო აქ ბევრი და რავიცი.
ლევანი
ეს არის ძლიერი ფეხბურთელის პლიუსი, ორ-სამ კაცს ტეხავს თამაშიდან, სამაგიეროდ ლოსანოს ფლანგი გაიხსნა, და აა ბატონო შედეგი. ვიღას ახსოვსპენალტი. ბრწყინავს ქართული ნიჭი! დიდება საქართველოს!
zura222
სხვისი არ ვიცი და მე ეს რუსი კომენტატორი მირჩევნია სანაია-შუბლაძისნაირ ათას "ქართველს" ! მე სილქზე ვუყურე თამაშს და ამ კომენტატორს რომ მოვუსმინე ეხლა ნტვ ფიტბოლზეც უნდა ვუყურო სპეციალურად ! ალბათ კიდევ ბევრი კარგი რამე თქვა საქართველოზე და ქართველ ფეხბურთელებზე !
დავით 67
სწორედ ამიტომაც არ მინდოდა რომ ხვიჩას დაერტყა პენალტი!ადრე ვთქვი მირჩევნია თამაშებიდან გაიტანოს მეთქი და 16 დისლაიქი დაუსვეს
Levani
წელს ესენი სკუდეტოს და ლიგას დადებენ.
რაბუ
ხვიჩა ეგ თამაში და გაფუჭებული პენალტი ისტორიას ჩაბარდება, აი ეგ პასი კი საფეხბურთო სამყაროს დარჩება ელეგანტურ, ხელოვნების ნიმუშად. რეალი კიდე რა გაუმაძღარი გუნდია )) ეგ გუნდი რომ გამოაგდო სხვა ხასიათია საჭირო. ვისურვებდი რეალი ნაპოლს, უკანასკნელის გამარჯვებით.
L.J .
Minusebidan chans ramdens gauxarda!!
jjj
ხვიჩამ მშვენიერი მატჩი ჩაატარა, ყველა პენალტს ვერ გაიტან, არადა ცუდად არ დაურტყამს. თავიდანვე ფეხზე 3 კაცი ეჯდა, სამაგიეროდ ლოსანოს ფლანგი თავისუფალი იყო. აინტრახტი ნეაპოლში მომგები არაა. წარმატებები...
giorgi 3
არჩევანი რომ მქონოდა ხვიჩას პენალტი გაეტანა თუ ასეთი სასწაული სილამაზის პასი მიეცა, რა თქმა უნდა მეორეს ავირჩევდი..ისე. ასეთი დაჩაგრული გერმანელები ჯერ არ მინახია
ზაზა
ხვიჩა შვილო მთლიანობაში კარგად ითამაშე,პენალტი მეკარემ აგიღო,დარტყმა ცუდი არ იყო,მაგრამ მეკარეც მაგარი ჰყავდათ,ეგ არაფერია,მთავარია გასვლაზე 2:0 კარგი შედეგია,შემდეგში ცოტა მაღლა სცადე პენალტი,იქ ძნელად მისაწვდომია,ისე რომ გულს ნუ გაიტეხ,მთავარი შედეგია!!!
ქობულეთიდან
ალბათ რამდენი ბოღმა არსება გაიხარებდა ხვიჩამ რომ პენალტი გააფუჭა, თუმცა მალევე ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, კვარამ დიდებული საგოლე პასი გაუკეთა კაპიტანს.ალბათ დააკვირდებოდით თუ რამდენჯერ ატრიალეს ეგ მომენტი. წარმატებები ნაპოლის და ხვიჩას!
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
[VIDEO] სამი გაძევება "ოლიმპიკოზე" - "ნაპოლიმ" "ლაციო" დაამარცხა
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
მამარდაშვილის "ლივერპულის" მორიგი ტრანსფერი - ეკიტიკე კარიერას "ენფილდზე" განაგრძობს
[VIDEO] მბაპეს გმირობა, "არსენალის", "ატლეტიკოს", "ატალანტას" და "სპორტინგის" მოგებები
"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
"ახალმა კვარამ" იმედები ვერ გაამართლა და გაყიდვას უპირებენ
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე