"ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი კიმ მინ ჯე კლუბის ხელმძღვანელობას ხელფასის ორჯერ გაზრდას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კორეელი "პარტენოპეის" დატოვებს. ამის შესახებ Calciomercato იტყობინება.

წყაროს ცნობით, 26 წლის მცველის მიმართ დაინტერესებას "პარი სენ ჟერმენი" და მადრიდის "რეალი" გამოთქვამენ.

კიმი ყოველწლიურად 2.7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კორეელის ულტიმატუმს.

შეგახსენებთ, კიმ მინ ჯე "პარტენოპეის" გასულ ზაფხულს "ფენერბაჰჩედან" 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

გაბო
ეკუთვნის ბიჭებს ხელფასის მომატება,იმიტომ რომ ამ ფულს თვითონ გამოიმუშავებენ,თავისი კარგი თამაშით. წარმოიდგინეთ ახლა ნაპოლი რომ მე- 6 ადგილზე იყოს სერია A ში და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენილიყო ხომ ექნებოდა კლუბს ამის ნახევარი შემოსავალი? შესაბამისად ამ მოგებებით ბიუჯეტი გაიზარდა და ხელფასი სამართლიანად უნდა გაუზარდონ ფეხბურთელებს. ლესტერი რომ ჩემპიონი გახდა მინიმუმ გაუსამაგეს (ლიდერებს ვინც დარჩა) ხელფასი!
რონი
ძალიან საინტერესო იქნებოდა რო გვენახა მამუკა ჯუღელის შედგენილი კონტრაქტი....ან მაისურებიდან თუ იღებს წილს კვარა ან რეკლამებიდან... მსოფლიოს 10ეულში შეყავს ყველას ოსი და კვარა და ხელფასი რო კონკიასი ექნებათ 21 საუკუნეში..... 80 მილიონი გადაიხადეს ჩუამენში და 10-12 მილიონი აქვს რეალში.... 10 მილიონიან ფეხბურთელს მესმის რო მისცე 1 მილიონი ხელფასი მაგრამ 100 მილიონზე მეტად რო ყიდი იმ კაცს უნდა უორმაგებდე ხელფას თუ უნდა უათმაგებდე???? 10 მილიონიდან ასს გასცდა მისი ფასი და ხელფასი 2 ლიმონი... აქ ფულზე არაა საუბარი აქ არის დაფასებაზე... ამხელა კალიბრის გუნდი რო ხარ და პრეტენზია რომ გაქვს სკუდეტოზე და ლიგის ფინალზე ან მოგებაზე რო ოცნებობ.... 2 მილიონი შეიძლება ოლიმპიაკოსის ფეზბურთელსაც ჰქონდეს ხელფასი ან უფრო მეტიც..... არმიყვარს ჟმოტი პრეზიდენტები. ყველაფრის მოგება უნდათ კაპიკებში...მასე რო ეაზროვნა პერესს დღეს ის რეალი არ იქნებოდა რაც არის... ხელზე დაიხვიეს ეს კრიზისი და ამბები იტალიაში... ეგეც მაგათი ბრალია რო აწყობდნენ თამაშებს ფულით რო ვერ ძღებოდნენ... არ მაშინ ქონდათ კატასტროფული ხელფასები.. ასე რომ ხვიჩასთვის არსენალი ლივერპული მინდა. რეალში მისი ადგილი არაა იქ ვინი ყავთ და მბაპესაც უმიზნებენ...
ABCABC
3 ივეს ჯობია ამჟამინდელი ფორმით
რონი
4ლიმონიზე მეტი დიასს აქვს რეალში რომელიც არაფერს არ აკეთებს. 100 მილიონიან ფეხბურთელს ხელფას 4 მილიონს ვინ აძლევს????
zurabi
როგორც დე ლაურენტესს უნდა კარგად იცხოვროს ისე უნდა კვარასაც კიმსაც და ყველას ვინც მაღალ ხელფასს იმსახურებს თორემ მაგათი კარიერა მაქსიმუმ ათი წელი და შემდეგ ? დე ლაურენტესს რა ენაღვლება
ბატონო როლანდ
კიდევ ერთხელ. მნიშვნელობა არ აქ 2.5 და 3 მილიონს შორის რო გაქ არჩევანი. მარა 3 და 10 მილიონს შორის სხვაობას აქვს მნიშვნელობა, ყველასთვის. სხვის მაგივრადაც კი რთულია თქვა რა მნიშვნელობა აქვსო :D მოვა აგერ ზაფხული ( არ მგონია წელს წავიდეს ნაპოლიდან, გაისად უფრო ველოდები ) გამოჩნდება. იმასაც ხო გააჩნია ვინ გთავაზობს და რაში ამხელა სხვაობას. ეშმაკს კი არ უნდა მიყიდოს სული :D
koba
კვარას აქვს რასაც ვხედავ ყველაზე დაბალი ხელფასი მანდ და ეს თუ 5 ზე მეტს ითხოვს,მაშინ კვარას მიმართ არასწორია მიდგომა რომ ზაფხულში 2,4 გაუხდიან. მინიმუმ 3,5 მაინც უნდა მისცენ. ნიუკასლი 6 მილიონს პირდება, 4 ზე ნაკლებს რეალიც არ მისცემს და ამდენი მილიონი აშოვნინა ნაპოლის, ლიგაზე 1 მოგებაში 4 მლნ ჯგუფში და 10მლნ იხდიან პლეიოფებში და რაღა კვარასთან გაჟმოტდა ეს ლაურენტისი?
zura222
ლაურენტისი მაგარი წუწურქია კაპიკებს უხდის ლიდერებს და თუ მოუმტებს ისევ კაპიკებს @ და მალე დაიშლება ეს გუნდი
მამუკა
საშუალო დონის მცველია და ხელფასიც შესაფერისი აქვს, რეალის დონეს ნამდვილად არ შეეფერება. ჟურნალისტების ფანტაზიას საზღვარი არა აქვს, რომელს ჯობია მილიტაოს, რუდიგერს თუ ალაბას?
როლანდ
კვარა არსად არ წავა ფულის გულისთვის. მისთვის ფულის რაოდენობას დიდი მნიშვნელბა არა აქვს,თორემ ისიც მოითხოვდა იმ ფასს,რაც მას რეალურად ეკუთვნის.
ასეა ეს
ხერხემალი თუ 4 ფეხბურთელი მიგაჩნია დი ლორენცო გუნდის სული და გულია.
ვოლოდიმირ ზელენსკი
ნაპოლი ( ამ ეტაპზე ვერცერთი იტალიური კლუბი ) დიდ ხელფასებს ვერ გადაიხდის. რო გაიჭინთონ ცოტას მოუმატებენ, მაგრამ ინგლისური გრანდები რასაც გადაუხდიან იმის ნახევარზე გავიდნენ მაქსიმუმ, ამიტომ კიმიც წავა, ოსიმენიც და კვარაც. და ნურავინ ნუ დაწერს ფულის გამო წავიდნენო. 9 მილიონის სმაგივრად 10-ზე რო წახვალ, ეგაა ფულის ხამობა, თორე 3 მილიონის მაგივრად 15-ზე არ წავლას რაც ქვია არ დავწერ, არ დამიდასტურებენ მერე პოსტს :D
სოსო
რამდენიმე დღის წინ ეწერა,ხვიჩას ხელფასს გაუორმაგებენ და 2,4 მილიონი გაუხდებაო,წელიწადში.ამას 2,7 მილიონი ჰქონია.ლიგაც რომ ვერ მოიგონ,ასეთ ხელფასებზე იტალიის რომელიმე ჩემპიონი ფეხბურთელი ითამაშებს?უკვე მაინტერესებს,რამდენს იღებენ,მილანის და ინტერის ფეხბურთელები,წელიწადში.ნაპოლიმ ფეხბურთელებს,გაბრწყინების საშუალება მისცა,მათაც გაიბრწყინეს და ნაპოლის თითქმის ჯიბეში უდევს,ამდენი წლის ნანატრი სკუდეტო.დღეს წაგებაში არც ერთი მხარე არ არის,მაგრამ მომავალ სეზონში,ეს ასე უკვე აღარ დარჩება.ეს უკვე დღესაა ცხადი.თუ ნაპოლის,გრანდად გადაქცევა უნდა,ჯიბეზე ხელიც უნდა გაიკრას,თუ არადა,ეს ხალხი,თავის გზას ნახავენ.რა თქმა უნდა ძალიან დასანანი იქნება,ასეთი ზღაპრულად მოთამაშე გუნდი დაიშალოს,მაგრამ ამ ცხოვრებაში,ყველა,პირველ რიგში, საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს,დე ლავრენტისიც და ნაპოლის ფეხბურთელებიც.
ვასო
დავტკბეთ ნაპოლის ამ სეზონით. წლის ბოლოს ლიდერები დატოვებენ და ამით მორჩება კონკაიას ზღაპარი. ხვიჩამ ახალი მწვერვალების დაპყრობაზე უნდა იფიქროს.
არტ
ნაპოლის ხერხემალი ეს ოთხი ფეხბურთელია- კიმი, ლობოტკა, ხვიჩა და ოსიმენი. ხოდა გასაგებია, რომ შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა ქონდეთ.
ისურვოს
ნაპოლი ძალიან დაბალ ხელფასებს იხდის. ცოტა ნაკლები მოგება დაიტოვონ და მეტი ხელფასები გადაიხადონ. უნდა გაუყო ფული იმ ხალხს ვინც გაშოვინებს ამ ფულს. არავინ ითხობე ის მისცე რაც. არ ეკუთვნით, მაგრამ ბაზარს უნდა შეხედო. ხვიჩას ხომ ეკუთვნის მინიმუმ 6 მლნ, მაგრამ ამ ზაფხულს სამამდე უზრდიან. იმიტომ რომ ტაქტიკა აქვს სხვა. გასაყიდად უნდა მაინც კარგი ფეხბურთელები და ფიქრობს ხელფასი რაღატომ ვუხადოო
gio emigranti
am mafios scudettos da ligas mogeba unda da kapikebs uxdis perburtelebs, kim, osimhen, lobotka, khvicha eset donis perburtelebi nebismier gundshi 5 ger mets areba sheudzliat
ზაქრო
ნაპოლიში ყველა მეტ-ნაკლებად მაგარია და ყველამ ხელფასის მომატება რომ ისურვოს? ... ავიწყდებათ, რომ გუნდია ძლიერი ! შემცვლელებიც შესანიშნავად გამოიყურებიან.
ჯიჯი
ნამდვილად დაცვის ბურჯია.ამ კაცს დიდი წვლილი მიუძღვის ნაპოლის წარმატებაში.
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ხვიჩას შემდეგ კიმიც - "ნაპოლის" მცველს მანქანა მოჰპარეს
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს