მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში პირდაპირ მოხვდება
ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი პირდაპირ მოხვდება "დიდი სლემის" ამ ტურნირის ძირითად ბადეში.

დღეისთვის ამერიკელი ჩოგბურთელი 172-ე ადგილს იკავებს ქალთა კლასიფიკაციაში, თუმცა სერენა ე. წ. დაცული რეიტინგის წესით მოხვდება ამერიკის ღია პირველობაზე.

საქმე ისაა, რომ უმცროსმა უილიამსმა ტრავმის გამო ნახევარ წელიწადზე მეტი გამოტოვა, ამიტომაც უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს დაცული რეიტინგი WTA-ის რვა ტურნირსა და "დიდი სლემის" ერთ ჩემპიონატში.

უკვე ცნობილია, რომ სერენას გარდა კიდევ რვა ამერიკელი ჩოგბურთელი ყოველგვარი საკვალიფიკაციო ეტაპების გავლის გარეშე ითამაშებს აშშ-ის ღია პირველობაზე. ესენი არიან: ბეტანი მატეკი, ვენუს უილიამსი, კრისტინა მაკჰეილი, ვანია კინგი, კოკო ვანდევეგე, მელანი ოუდინი, ვარვარა ლეპჩენკო და ირინა ფალკონი.

ასევე დაცული რეიტინგის წესის მიხედვით ძირითად ბადეში ვიხილავთ უკრაინელ ალიონა ბონდარენკოსა და იაპონელ მისაკო დოის.

ამასობაში, სერენა უილიამსმა კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი შეიტყო. ამერიკელი გულშემატკივრების გამოკითხვის თანახმად ის ქვეყნის ყველაზე პოპულარული ქალი სპორტსმენი გახდა. სერენამ ბოლო ხუთ წელიწადში მეოთხედ მიიღო ამგვარი სტატუსი. ერთადერთხელ მასზე მაღლა დააყენეს ავტომრბოლი დანიკა პატრიკი, რომელიც ამჯერად მესამე იყო სერენასა და ვენუს უილიამსების შემდეგ.

პირველ ათეულში უილიამსების გარდა კიდევ სამი ჩოგბურთელი მოხვდა - მეოთხე ადგილზეა მარია შარაპოვა, ხოლოდ მეექვე და მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდნენ ანა კურნიკოვა და მარტინა ნავრატილოვა.

ეს გამოკითხვა ერთი თვის წინ ჩატარდა, თორემ შეიძლებოდა ამ ეტაპისთვის სულ სხვა შედეგები დაფიქსირებულიყო. ათეულში აუცილებლად მოხვდებოდნენ ამერიკელი ფეხბურთელი ქალები - ები უამბახი და ჰოუპ სოლო, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

რაც შეეხება სერენა უილიამსს, ის ამჟამად World Team Tennis-ის ამერიკულ ლიგაში თამაშობს, ხოლო თავისუფალ დროს მაიამის პლაჟზე ნებივრობს. ეს ფოტოც სწორედ ამ დროს არის გადაღებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა