ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - ანრი "კვარაზე"

"მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - ანრი "კვარაზე"

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ CBS-თან ინტერვიუში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. "ტიტის" თქმით, სერია A-ში "პარტენოპეის" კონკურენტი არ ჰყავს.

"ნაპოლის" სერია A-ში კონკურენტი არ ჰყავს, სპალეტის გუნდი მხოლოდ ერთხელ "ინტერთან" დამარცხდა. მათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპულთან" დაამტკიცეს, რომ წარმატების მიღწევა ნებისმიერ ტურნირზე შეუძლიათ.

"კვარას" თამაშის ყურება ძალიან მიყვარს, ასევე მომწონს ჯოვანი სიმეონეს ენერგიულობა, ლობოტკა, ოსიმენიც შესანიშნავად გამოიყურებიან, მათი დაცვის ხაზი კი მუდამ საიმედოა" - განაცხადა ანრიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 62 ქულით სერია A-ს ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 15 ქულით უსწრებს, "პარტენოპეი" ჩემპიონატში მორიგ მატჩს დღეს "ემპოლის" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

• ლევანი

კი ბატონო, ვეთანხმები ამ კომენტარებს. ერთხელ დავწერე, ხვიჩას რუსეთში რომ არ ეთამაშა ის ორი სეზონი, ესეთ ძლიერ ფეხებზე ვერ იდგებოდამეთქი, ეგრევე ისეთი აგრესია წამოვიდა, კინაღამ მართლა შემეშინდა. იმის მაგივრად ყველამ თავისი საქმე აკეთოს, ეთმანეთის კბენა-ღრენაზეა ყველა. აქ ბავშვებს ვერ ზრდიან, როგორც საჭიროა, თორემ საშუალო დონეზე ძალიან ბევრი ითამაშებდა, გადაუჭარბებლად ვამბობ. ბევრი რამის თქმა მინდა კიდევ, მაგრამ ეეჰ...

• ვაჟა მასწავლებელი

ტიერი ანრი დონ კვარას თამაშის ყურებისას ალბათ თავის თავს ხედავს ახალგაზრდობაში და ამიტომ უყვარს. ჩვენი დონ კვარა მსოფლიო ლეგენდების ყურადღების ცენტრშია და დიდი "ზეწოლის" ქვეშაა. სად არიან ზოგიერთი "ქართველი ჭკუის მასწავლებლები" - გამოდით გაგვაცინეთ ჩვენც და დონ კვარაც! ფორცა ხვიჩა, კვარა კოჩი - შენ ხარ ჩვენი ჯილა ყოჩი!

• გიორგი

სადაც ხო მაგრამ კვარა სულ ახვაა

• გიორგი

ანრი ჯიგარი ხარ შენი თამაშის ყურებაც ძალიან სასიამოვნო იყო ძმაო

• Skeleton

გეთანხმებით დავით, მაგრამ ამ ეტაპზე ფეხის ადგმა და სხვა უფრო დიდ ასპარეზზე გასვლა ვიგულისხმე, შიდა ჩემპიონატი თუ იქნება ძლიერი, მერე ევროპული გუნდები დაინტერესდებიან ჩვენი ფეხბურთელებით. შეიძლება კიდე დიდი ხანი ვერ ავიდეს ჩვენი ჩემპიონატი ტოპ დონეზე მაგრამ, როცა საფეხბურთო ქვეყნებს წარმოდგენა ექნებათ და ეცოდინებათ, რომ ამ ქვეყანაში ნიჭიერი ბავშვები ვარჯიშობენ, დიდი ყურადღება იქნება. ასპარეზიც გაცილებით ფართო გაჩნდება და რუსეთსაც დავაღწევთ თავს ამ თვალსაზრისით. არამგონია საქართველოში ბავშვი ეზოში ბურთს დასდევდეს და ტულაში ან როტორში თამაშზე იცნებობდეს, ჩემპონთა ლიგაზე გაზრდილი ბავშვები! ხვიჩას შემთხვევა განსაკუთრებული აღმოჩნდა, რუსეთი გამოიყენა და პირდაპირ ევროპისკენ წავიდა, ამ მოკლე ხანში რამდენს მიაღწია!! ოცნებას იხდენს ჩვენს თვალწინ და ჩვენს გვიხდენს!

• aburjga

ბესტი, კვარამდე განუმეორებელი ბესტ?! ბესტის წინააღმდეგ 2 ჯერ აქვს ნათამაშევი რეზო ძოძუაშვილს. ჩემი აზრით მათ შორის ანგარიაშია 1:1. კარგი იქნება ამ საკითხზე ბატონ ძოძუაშვილს ტუ ვკითხავტ აზრს!

• დავით 67

ქართულ გუნდებში რომ ფეხი აიდგან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ცხოვრების წესზე,მოტივაციაზე,ფულზე და ა.შ. ვეთანხმები თქვენს მოპასუხეს. ხვიჩასნაირები შეიძლება არ დაიბადონ. მაგრამ საშუალო დონეზე უნდა გაქაჩონ. და კიდევ როგორი მწარეც არ უნდა იყოს. ხვიჩას ტალანტი სწორედ რუსეთში დაიხვეწა. სხვა ყველა ქვეყანაში შეიძლებოდა დახვეწილიყო, მაგრამ ეს არ მოხდებოდა საქართველოში, ვინაიდან ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატია და მას ასპარეზი არ ექნებოდა. შედარებისთვის მაიკლ ტაისონი რომ ყოფილიყო სადღაც პატარა უცნობ ქვეყანაში. იქ ხომ ყველას დაანოკაუტებდა? ამიტომ ყველა ტალანტს ასპარეზი სჭირდება, რომ გამოავლინოს თავისი ტალანტი

• საქართველო

ჩემი აზრით თუ რომელიმე ფეხბურთელს შეიძლება შეადარო კვარა,ყველაზე ახლოს ტიერი ანრია,თავის მოძრაობით,ბურთთან ურთიერთობის მანერით,შორეულ კუთხეში აჭრებით და საგოლე პასებით

• ლუკიე

მართალი ხარ ყველაფერში 100% უბრალოდ იმის იმედი დიდად არ მაქვს რომ ხვიჩას შემდეგ გამოჩდებიან იგივე დონის ფეხბურთელები საქართველოში ან უკეთესი….მხითარიანის მაგალითი…მაგრამ ღმერთმა გისმინოს და ყველაზე ბედნიერი ვიქნები თუ გამოჩდებიან ასეთი დონის ფეხბურთელები ჩვენს ქვეყანაში

• ALONZO

ხვიჩა უკვე ასრულებული ოცნებაა. ქობულეთელი ბიჭი დაფრინავდა მაგრამ სუსტი ფიზიკა ქონდა და ტრამვებმა გატანჯა. ასევეა ჩაკვეტაძეც. გაიხსენეთ გიორგი ჭანტურია, რომელიც არასწორი აღზრდის და ფულის სიყვარულის გამო ჩამოშორდა დიდ ფეხბურთს. კიდევ უამრავი გვეყოლება თუ იშრომებენ.

• Skeleton

ძალიან რთული გზა გაიარა ხვიჩამ და ურთულესია, საქართველოსნაირი ქვეყნიდან ამხელა აღიარების მოპოვება. ვის აინტერესებდა საერთოდ საქართველოში მოთამაშე ბავშვები ნიჭიერები იყვნენ თუ არა, საფეხბურთო თვალსაზრისით დაიგნორებული ვიყავით ყველა მხრიდან. წარსულში იმიტომ ვამბობ, რომ მჯერა ხვიჩას გამოჩენის მერე ამ ქვეყანაში დაკვირვების ქვეშ არიან ბავშვები და ახალგაზრდა ფეხბურთელები. რამხელა მოტივაცია უნდა გქონდეს, როცა ბავშვი ხარ და საქართველოში თამაშობ, ეზოში, უყურებ ჩემპიონთა ლიგას ტელევიზორში და ოცნებები გაქვს, ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი უყვართ მაგრამ ქართული არა, სადაც მხოლოდ მშობლების თაობას უნახავს ქართველის ნათამაშები ლამაზი ფეხბურთი, ახალგაზრდობას კი არა. ახალგაზრდობა დავცინით და მასხრად ვიგდებთ ქართველ ფეხბურთელებს. აჰა გამოჩნდა ახალი რონალდო და მესიო, ღადაობას იწყებდნენ ეგრევე, როცა ვინმეზე საქებარი სტატია დაიწერებოდა. ახლაც ვნახულობ ქართულ გუნდებზე სიახლეებს და თუ სადმე რაიმე დაიდება, აჰაჰავებენ ეგრევე ჩვენები. თელავი და სამგურალი დასაჰაჰავებელია აბა რა, როცა მადრიდის რეალი არაებობს თელავზე ან გაგრაზე როგორ წაიკითხავს პოსტს ქართველი. როცა ვიძახდი ხვიჩას გამო მოვიდა ხალხი სტადიონებზეო, მეჩხუბებოდნენ, ჩვენ ისედაც სულ დავდიოდით თამაშებზეო. მოკლედ ვისაც ტექსტის წაკითხვა დაეზარა, იმის თქმა მინდოდა, რომ რამდენჯერაც დასაცინ (ჯანსაღ კრიტიკას არ ვგულისხმობ)პოსტს დაწერთ ან დააჰაჰავებთ ქართველ ფეხბურთელებზე და ქართულ გუნდებზე, იმდენი გაიხსენეთ ხვიჩა და სხვა პატარა ბავშვები, ვინც ახლა ეზოში თამაშობენ და დიდი ოცნებები აქვთ. მაგ ბავშვებმა ჯერ ქართულ გუნდებში უნდა აიდგან ფეხი და აქედანვე თუ გავუბანძებთ აქაურობას მოტივაცია დაეკარგებათ. ისე ნუ გავხდით, რომ 16-17 წლის ასაკში მხოლოდ რუსებმა შეამჩნიონ მათი ნიჭი და მერე დაგვამადლონ, ჩვენ რომ არა თქვენი ტალანტი ჩაკვდებოდაო. თუ რაიმეს არასწორად ვამბობ, რათქმაუნდა ყველანაირ კრიტიკას მივიღებ!

• ამაშია საქმე

ხვიჩა ტიპაჟიც საყვარელია და სტილიც არასტანდარტული აქვს.ამიტომაც ბევრი თაყვანისმცემელი ყავს.თვით ოკუპანტ რუსებშიც.

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან

ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა

სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში

პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო

"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ

ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას

ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც  წარმატებას მივაღწევთ

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა

[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს

ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?

ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია

[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა

ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა

"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა

[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა

საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში

კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა

ანრი: მესი ადამიანი არ არის - ნუ გააღვიძებთ მასში მხეცს

ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია

საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?

[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?

"ოქროს ბურთს" ამ ფეხბურთელს მივცემდი, მეორე ადგილზე კი მას დავაყენებდი" - ანრიმ თავისი ფავორიტები დაასახელა

შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა

"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი