საინტერესოდ დაემთხვა: "ორლანდო მეჯიქში" გოგა ბითაძის დებიუტი, რომელიც "ინდიანა პეისერსმა" დიდი გაცვლის შემდეგ გუნდში არ დატოვა, თავის ყოფილ გუნდთან შედგა. ქართველმა ცენტრმა ფლორიდულ გუნდში თავისი პირველი მატჩი "ინდიანას" წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრა ინდიანელებმა 121:108 მოიგეს.

გოგა მოედანზე მეორე მეოთხედში გამოჩნდა და, საერთო ჯამში, 9:24 წუთი ითამაშა. მან თამაშის მნიშვნელოვან ეპიზოდში "მეჯიქს" ქულები მოუტანა. მის ანგარიშზე 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასია. მან 2-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, საჯარიმოდან კი ერთხელ ისროლა და ზუსტად. ბითაძეს ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ ერთი პერსონალური ფოლი ჰქონდა. მისი +/- სტატისტიკა "ორლანდოს" მხრიდან საუკეთესო იყო – გოგას პარკეტზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა 7 ქულით მოიგო.

რაც შეეხება შეხვედრას, პირველი ორი მეოთხედი თანაბარი იყო და დიდ შესვენებაზე ბითაძის გუნდი ერთქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ მესამე მეოთხედი "პეისერსმა" 10 ქულით მოიგო და გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვა. ჯამალ მოსლის გუნდმა მატჩის შემოტრიალება ვერ მოახერხა და 13 ქულით დამარცხდა.

24 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო მაილს ტერნერი იყო, ორლანდოელთა მხრიდან კი ფრანც ვაგნერი 21 ქულითა და 6 მოხსნით გამოირჩა. 19-19 ქულა ჰქონდათ პაოლო ბანკეროსა და ბენედიქტ მატურინს.

"ორლანდო მეჯიქს" რეგულარულ სეზონში 25 მოგება და 36 მარცხი დაუგროვდა. აღმოსავლეთ კონფერენციაში ბითაძის გუნდი მე-13 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას კი 28 თებერვალს "ნიუ ორლეანს პელიკანსის" წინააღმდეგ გამართავს.

GBF.GE

სოსო
კარგი სტატისტიკაა და წესით,მერეც უნდა მიეცათ დრო.ეტყობა მათ სქემებში ჯერ არაა კარგად ჩამჯდარი.მთავარია ასე განაგრძოს და სათამაშო დისციპლინა დაიცვას.აუცილებლად მიიღებს მეტ ნდობას.ცუდად მომხვდა ყურში,პაატა გურასპაულის სიტყვები,სიჯიუტეს უნდა სძლიოს და პრობლემები ნაკლებად შეექმნებაო.ისე,ბატონ პაატასაც სიამოვნებით ვულოცავ დაბადების 60 წლისთავს და საქართველოს ნაკრების "ბრწყინვალე დამარცხებას",ბრწყინვალე გამარჯვებად რომ გვექცა და ათწლეულების ოცნება აგვიხდინა.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა