ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ნაპოლის" ხერხემალს ახლა უჭირს - ლობოტკას შურისძიება ექსკლუბზე და სკანდალში გახვეული ყოფილი მეუღლე

"ნაპოლის" ხერხემალს ახლა უჭირს - ლობოტკას შურისძიება ექსკლუბზე და სკანდალში გახვეული ყოფილი მეუღლე

2022-23 წლების სეზონში, როცა "ნაპოლიმ" 33-წლიანი ლოდინის შემდეგ სკუდეტო მოიპოვა, ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელები უკეთ გაგაცანით. კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც სტანისლავ ლობოტკაზე მოვამზადეთ. სლოვკი გასულ სეზონში შეუდარებელი იყო, ახლა კი მასაც და გუნდსაც სირთულეები აქვთ...

"ნაპოლის" შესახებ ახლა მთელი საფეხბურთო ევროპა საუბრობს. ყველაზე დიდი აჟიოტაჟი ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივაა. თანამედროვე სამყაროშიც კი, როცა ყველაფრის გაცნობა მარტივადაა შესაძლებელი, ბევრს უკვირს, "კვარას" შესახებ აქამდე რატომ არ იცოდნენ. ჩვენებურს მშვიდი პირადი ცხოვრება აქვს და ქართველ გარემარბს ხასიათის გამოც ძალიან აფასებენ... დიდია გუნდში ვიქტორ ოსიმენის როლიც, სამხრეთკორეელი მცველი კიმ მინ ჯეც უმნიშვნელოვანესი შენაძენია, თუმცა ამ გუნდს ჰყავს სტანისლავ ლობოტკა, რომელიც უბრალოდ, შეუცვლელი და უალტერნატივოა.

რა თქმა უნდა, იმ აზრს არსებობის უფლება აქვს, რომ გულშემატკივრები შემტევების მიმართ მეტ სიყვარულს გამოხატავენ, რადგან დრიბლინგი თუ ლამაზი გოლი ძალიან კარგი საცქერია, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში საყრდენი ნახევარმცველების როლი და მნიშვნელობა გაზრდილია.

ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თქვა, კარგია, როცა გოლები გვიხარია, თუმცა ბურთის მოპოვებაში ნახევარმცველების როლი არ უნდა დავივიწყოთო. სტანისლავ ლობოტკას თითქოს ყველაფერი შეუძლია - ბურთის მოწინააღმდეგისთვის ართმევა, ძალიან ელეგანტური და სწრაფი დატრიალება, შეტევების წამოწყება, ყველაფრის სწორად გადანაწილება. რაც მთავარია, ის ამას სხეულის საოცარი კოორდინაციით ახერხებს. 28 წლის სლოვაკისთვის გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს - ის თანაგუნდელების მიერ დაკარგულ ნებისმიერ ბურთს მოიპოვებს და მას ისევ შეტევაში დააბრუნებს.

ლობოტკას საოცარი პროგრესი

ამ სეზონის დროს ბევრს ეგონა, რომ 68 ნომრით მოასპარეზე სლოვაკი გუნდის ახალწვეული იყო. ყველაფერი ეს იმან გამოიწვია, რომ სტანისლავი, რომელიც გუნდში მეოთხე სეზონს ატარებს, აქამდე სათადარიგოსა თუ უმნიშვნელო მოთამაშის სტატუსს ატარებდა. წარმოიდგინეთ, ფეხბურთელმა, რომელიც ახლა შეუცვლელია და მზადაა, მთელი სეზონის განმავლობაში ერთი ამოსუნთქვით იასპარეზოს, 2 წლის წინ დღევანდელ გუნდში სულ 16 შეხვედრაში ითამაშა და ყველა შემთხვევაში ცვლილებაზე შემოვიდა.

რა თქმა უნდა, "ნაპოლის" ახლანდელ შედეგებში "კვარადონას" დამსახურება დიდია, თუმცა ლობოტკა ისეთ ფორმაშია, ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება რომ შეუძლია.

მთავარ გუნდზე უარი

ლობოტკას საფეხბურთო კარიერა სლოვაკურ "ტრენჩინში" დაიწყო (აქ გიორგი ბერიძესაც უთამაშია). ის აქვე დაიბადა, 1994 წლის 25 ნოემბერს და ადგილობრივ დონეზე ყველაფრის მოგება (ფორტუნა ლიგა, ქვეყნის თასი) მოახერხა.

სტანისლავი იჯარით ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდა. მას ძირითად გუნდში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს. მხოლოდ დუბლებში თამაშის გამო სლოვაკი იმედგაცრუებას მაინც არ მოუცავს. გავა ხანი და ის ამსტერდამელთა წინააღმდეგ ძალიან მაგრად ითამაშებს. კარგად გემახსოვრებათ, ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ნაპოლიმ" "აიაქსს" ორი მატჩის ჯამში 10:3 მოუგო. ეს ის "აიაქსია", კვარაცხელიას შეძენა რომ ვერ გარისკა. ასე რომ, რევანში შედგა.

სხვა გზით წასვლა

ლობოტკა ისევ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა და ახალი თავგადასავლის ძიება დაიწყო. ბევრი არჩევანი არ ჰქონია და დანიურ "ნორდესლანდს" შეუერთდა. აქ 2015-16 წლებში 62 მატჩი ჩაატარა და ჩემპიონატის საუკეთესოს წოდებაც დაიმსახურა. მოულოდნელად, ესპანური ვარიანტი გამოჩნდა და ლობოტკამ ვიგოს "სელტაში" 3 წელი გაატარა. ის აქ შეუმჩნეველი ფიგურა ნამდვილად არ ყოფილა.

ყველაფერს ნეაპოლური კარიერა მოჰყვა, სადაც მოქნილი და დაუღლელი ნახევარმცველი ეტაპობრივად პროგრესირებს, მიმდინარე სეზონში კი შეუდარებელია და ნანატრ სკუდეტოსაც ძალიან მიუახლოვდა. მას იტალიის თასის ტიტული უკვე აქვს.

ცოტა საუბარი ოჯახზე

იტალიაში ცნობილია, რომ სტანისლავის მშობლებს ჩრდილში ყოფნა ურჩევნიათ, უარს ამბობენ ინტერვიუებზე და ყურადღების ცენტრში მოქცევას ერიდებიან.

ჟურნალისტებთან ურთიერთობა არც "ლობოს" უყვარს. ფეხბურთელს არასდროს უსაუბრია საკუთარ განათლებაზე, დამოკიდებულებაზე, არც ძმების შესახებ ამბობს რამეს.

როგორც ჩანს, ლობოტკების ოჯახს საკუთარი საქმის მშვიდად გაკეთება სიამოვნებს.

სკანდალი ნაკრებში

"ნაპოლის" ნახევარმცველი სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, 2016 წლის 15 ნოემბერს კი მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა. სლოვაკეთის ნაკრები ახლა საკმაოდ სუსტი გუნდია, თუმცა ცოტა ხნის წინ ასე არ იყო. ისტორიული შედეგები მსოფლიო ჩემპიონატზეც ჰქონდათ, როცა იტალიას აჯობეს და ჯგუფიდან გავიდნენ, ლობოტკა კი იმ გუნდის ნაწილი იყო, რომელიც ასევე ისტორიულ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ნეაპოლელს სანაკრებო სკანდალიც უკავშირდება. მთავარმა მწვრთნელმა კოზაკმა 7 ფეხბურთელი ამხილა, თამაშის წინა საღამოს ღამის კლუბში გაერთნენო და ერთ-ერთი სწორედ სტანისლავი იყო. მან ბოდიში მოიხადა და ეს ინციდენტი ამით ამოიწურა.

ექსცოლი სკანდალში და ურთიერთობა "მის სლოვაკეთთან"

ლობოტკას უკვე ყოფილი მეუღლე მისი თანამემალულე, მომღერალი დანიელა ნიზლოვა იყო, რომელთანაც მას ქალიშვილი ჰყავს. ნიზლოვამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ნეაპოლი სისუფთავის მხრივ სანიმუშო ქალაქი არაა, რამაც გულშემატკივრები გააბრაზა და სკანდალი გამოიწვია. მომღერალს შემდეგ განმარტება მოუწია, რომ ეს ქალაქი ძალიან უყვარს, უბრალოდ ვერ წარმოუდგენია, 21-ე საუკუნეში ნაგავი მაგისტრალზე როგორ უნდა დაყარონ.

დაახლოებით ერთი წელია, რაც ჩვენი წერილის გმირი მეუღლეს დაშორდა. უკვე წერენ, რომ ნახევარმცელს ახალი მეგობარი გოგო ჰყავს. კრისტინა შულოვა "მის სლოვაკეთი" გახდა, "მის სამყაროს" კონკურსზე კი მესამე ადგილი დაიკავა. მისი ოჯახის წევრები ფეხბურთს თამაშობდნენ. "მე კარგად ვიცი ფეხბურთის წესები, ოფსაიდის ამოცნობაც კი მეხერხება, რაც ბევრს უჭირს" - ამბობს სტანისლავის ახალი გოგონა. წერენ, რომ ის მანამდე მარეკ ჰლინკას ხვდებოდა, რომელსაც ცოტა ხნით ქუთაისის "ტორპედოშიც" უთამაშია.

სტანისლავ ლობოტკამ ასეთივე თამაში უნდა განაგრძოს და "ნაპოლი" სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდება - მთავარი ახლა სწორედ ესაა!..

• მაცი ხვიტია

მეც არ მიკვირდა რატო არ თამაშობს შარშანდელივეთ მეთქი, ამასაც ახალი ცოლი არ მოუყვანია თურმე.

• ქ. გ.

1. კიმი დრიბლიორებს ვერ აჩერებს. სხეულის კოორდინაცია არ უვარგა. 2. ოსიმენი 10 მილიონის მიღებას ვერ მოასწრებს. აურელიო მას ამ თვეში გაყიდის. 3. ხვიჩას ანაზღაურება მარტში გაიზრდება მნიშვნელოვნად.

• მალხაზ ჯობავა

საქარველოში ხო სულ ჯაჭვებით არიან გადაბმული აბა გაიხსენეთ რამდენ ცნობად სახეებს ყავს მესამე და მეხუთე ცოლები, სასაცილოა პიდაპირ.

• ფერნანდო

კიმი, რატომ არ მოგწონდათ? აურელიო სულელი არა, მაგრამ მაგარი ჟმოტია--გასული წლის ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი ოსიმენზე 10-ჯერ ნაკლებ ხელფასს არ უნდა იღებდეს.

• Walter White

simartle-ს არ გამოგდით ( თუნდაც ამ შემთხვევაში) რუსების გაღმერთება.მათზე მორალურად და ინტელექტუალურად დავარდნილი ეროვნება არ არსებობს მსოფლიოში. ყველაზე გახრწნილი და უთავმოყვარეო ხალხი, თანაც "დიდი ბელადების" და "ცარების" მოყვარული. ვაუ თქვენს პატრონს,რუსეთუმეებო

• ქართველს

მაგაშია ზუსტად საქმე, ეს საქართველოშია მისაღები და არა ამერიკაში ან ევროპაში.

• ქ. გ.

მე ვინც არ მომწონდა, ყველა ნაპოლიდან ან უკვე წავიდა, ან მალე წავა. აურელიო არც ისეთი სულელია, ზოგიერთებს რომ გგონიათ. ახალ გუნდს ხვიჩას გარშემო აშენებს.

• კაი კაცო

რუსები ხომ, რას ამბობ, ერთგულების ეტალონები არიან. ტყვედ აყვანილ ქმარს ცოლი საყვარელთან ერთად ესაუბრება, ქმრის ძმაკაცთან ერთად და კი არიან ბედნიერად. ალბათ ჰა ჰა, 5% თუ არის რუსეთში ქმრის ერთგული. ევროპაში და განსაკუთრებით ამერიკაში კი ოჯახის ინსტიტუტი უმაღლეს დონეზეა აყვანილი, იქ დაუშვებელია ღალატი როგორც ქმრის, ასევე ცოლის მხრიდან. ოჯახის შექმნამდე ყველაფერს აკეთებენ. აი, ოჯახს რომ შექმნიან, მერე გამორიცხულია ღალატი. ეს რუსეთუმეებისთვისაა დაწერილი, ევროპას და ამერიკას რომ აგინებენ, ამ დროს აზრზე რომ არ არიან, რა ხდება სინამდვილეში, პუტინის დაწერილი ისტორიით რომ იცნობენ სამყაროს.

• ქ. გ.

საფეხბურთო სკოლებში ნორჩ ფეხბურთელებს უნდა წაუკითხონ ლექციების კურსი: "უტვინო მეტიკტოკე და გარყვნილი ჭინკა ცოლად კი არა, დამლაგებლადაც კი არ უნდა მოიყვანო სახლში! და არაკეთილსინდისიერ აგენტს არც ერთ კონტრაქტზე ხელი არ მოუწერო!"

• მე ქართველი ვარ

რაო ქართველები კვდებიან ცოლის ერთგულებაში?

• არტ

დაწყნარდი რა. ევროპაში ოჯახიც იციან, სიყვარულიც და ერთგულებაც. ეგეთი მაგალითები კი ყველგანაა. ჩვენ ჯობია ჩვენს უბედურებას მივხედოთ. დღე არ გავა, რომ ვიღაც ავადმყოფმა ცოლი ან ყოფილი ცოლი სადისტურად არ მოკლას. ჩვენს თავს მივხედოთ ჯობია, სხვებისთვის მორალის კითხვას

• Simartle

არ დაგეკარგოთ ევროპული ოჯახის ტრადიცია...რამდენ ცოლს და რამდენ ქმარს იცვლით ცხოვრების მანძილზე აზრზეც არ ხართ...და მაგას ეძახით სიყვარულს?!...არც სიყვარულით ხართ ერთმანეთთან და საერთოდ მერყევი მენტალობის ხალხი ხართ ვინც მაგ წესით ცხოვრობთ...

• მანველა

ტედ ნა ტედ?! :))) მარიო რუისაც ძალიან ტყუილად 'ვერ ხედავს' ხალხი.

• კახა ქ.

სკაუტები უნდა ეწეროს,ჩემი ბრალი არ არის.

• კახა ქ.

ჩემის აზრით ნაპოლიში ეხლა ყველაზე სუსტი რგოლია რუი და ზელენსკი.აი ცალკე თემაა კიმი.მე მგონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ცენტრალური მცველია.სერი ა-ს სტატისტიკა იყო მოცემული და გაცგიჟდი ისეთი მაჩვენებლები ქონდა.80%ამის სასარგებლოდ მთავრდება მეტოქესთან ტედ ნა ტედ ბრძოლა, 70% აქვს სიზუსტე გრძელ პასს რომ აკეთებს მცველი წინ,3-4 ადგილებს იყოფს საჰაერო ბრძოლებში და ა.შ.არადა ეგეც რა იაფად დაითრიეს ბეშიქთაშიდან.მაგარი საიტები ყავს ნაპოლის ძაან.(დინამო თბ-სას. გავს)

• Givi

Ise ra damtxvevaa iqet argentina aqet napoli,gundebs maradonas mere araferi qondat mogebuli da uceb...chemi azrit aqac Diegos xeli urevia amjerad zevidaan...

• თემო

ამ სტატიაში მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით დავადასტურო - ნეაპოლი ( და კიდევ პალერმო) სიბინძურის მაგალითია მსოფლიოში.საერთოდ , სამხრეთ იტალია, არის იტალიის პრობლემა. აქ ცხოვრობს ხალხი მე-19 საუკუნეში ( თავისი მაფიოზობით და ზარმაცი მენტალიტეტით).ისე კვარა კარგად უნდა გრძნობდეს თავს მანდ, ძალიან ჰგავს საქართველოს.

• თემო

ზელენსკი სპალეტის ჩანაფიქრით "ფანტაზისტოა", რასაც ბოლო დროს ნაპოლის დონეზე ვერ ასრულებს. ან უნდა მონახონ ვინმე, ან კვარაცხელიას უნდა გაუფართოონ მოქმედების არეალი.

• gia

შენ საერთოდ უყურებ ნაპოლის თამაშებს?

• ჯიჯი

რას ქვია ანგისას უჭირს და ზილენსკის ფსიქოლოგიურად უჭირს.აბა ყველა გუნდის ნახევარდაცვებს როგორ ანგრევენ?შეეშვით ჭკვიანის პოზის დაჭერას.

• 35

მეორე წრე რაც დაიწყო ცენტრის დაგუდვა დაიწყო ყველა გუნდმა ლობოტკა ახერხებს თავის დაძვრენას ანგისა როგორც საწყის ტურებშიბ ისე ვერ გამოიყურება მაგრამ ჩავარდნის მიუხედავად ახერხებს.ჟილენსკის უჭირს ფსიქოლოგიურად ფაქტია .

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?

[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

კონტეს სეზონის ბოლოს პრობლემები მოეძალა - "ნაპოლი" ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩა?

"შარშან წარმატებას ამიტომ ვერ მივაღწიეთ" - ლობოტკამ გასულ სეზონზე ისაუბრა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

ტრავმა ბაქოში - "ნაპოლი" სასტარტოს ფეხბურთელის გარეშე დარჩა

სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს

კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური

სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით

"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა

"ნაპოლის" ამ ორი ფეხბურთელის სიძლიერით გაკვირვებული ვარ" - არიგო საკი

"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა

[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?

"ბარსელონა" ლობოტკას შეძენას ცდილობს - "ნაპოლის" პასუხი "ბლაუგრანას"