"გაძეტა დელო სპორტი" ირწმუნება, რომ სეზონის ბოლოს "ნაპოლი" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას წლიურ 1.2-მილიონევროიან ანაზღაურებას 2.5 მილიონამდე გაუზრდის და ხელშეკრულებას 2028 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებს.

დიდი ევროპული კლუბები შტურმისთვის მზად არიან: "ნაპოლი" თავის მარგალიტს არ დათმობს

კონტრაქტი კორექტირებული და 2028 წლამდე იქნება გაგრძელებული

"იმ კომპლიმენტების კითხვისას, რომლებიც მთელი მსოფლიოს მედიასაშუალებებიდან გადმოიფრქვევა, 22 წლის ხვიჩა კვარაცხელიას შეიძლება თავბრუ დაეხვეს, რადგან მის ასაკში საერთაშორისო არენაზე არც ისე ბევრი ფეხბურთელია, რომლებიც მთავარ მოქმედ გმირებს წარმოადგენენ და რომელთაც თვით ჩემპიონთა ლიგაზე ბალანსის შეცვლა ძალუძთ. ამის ნაცვლად ჩვენ თითქოს წარსული დროების რეალობის წინაშე ვდგებით. "კვარას" თამაში თავისი სიმარტივითა და სირთულით, შექმნილი ვირტუოზულობით, რაღაცით ქუჩის ან პლაჟის ფეხბურთს ჰგავს.

ბიჭს სოლიდური და ყურადღებიანი ოჯახი ჰყავს. მისი მამა ბადრი ფეხბურთელი იყო და შვილს სპორტისა და მეტოქეებისადმი უმაღლეს დონეზე პატივისცემა ასწავლა. ამიტომ, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ხვიჩა ვეტერანივით გამოიყურება - გრძელი წვერით მონმარტრის იმპრესიონისტ მხატვარს მოგაგონებთ.

თვით აგენტის შერჩევისას ოჯახი ფრთხილი იყო და მამუკა ჯუღელმა "კვარას" არჩევანი იტალიის სასარგებლოდ გააკეთებინა. "ნაპოლის" სპორტულ დირექტორ კრისტიან ჯუნტოლისთან პროფესიული და ღრმა ადამიანური ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ, რომელიც სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდა ქართველის პროგრესს.

ხვიჩას კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული და ნეაპოლში ყველას ესმის, რომ ადგილზე 1.2-მილიონიანი ხელფასით ვერ დააკავებენ, მით უმეტეს, პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი და თვით "რეალი" მზად არიან თავბრუდამხვევი წინადადებით მიმართონ. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თანახმაა ანაზღაურება გაუორმაგოს და ბონუსებიც დაუმატოს, რათა სხვა აზრი არ დაებადოს. დე ლაურენტისმა გუნდის კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს პირით ფეხბურთელებს შეუთვალა, რომ სკუდეტოს მოგების, ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში გასვლის და ევროასპარეზზე ფანტასტიკურად ასპარეზობის გაგრძელების შემთხვევაში, პრემიალურებს გადაუხდის. ერთი სიტყვით, ხვიჩა ამ სეზონში საერთო ჯამში 1.5 მილიონს მიიღებს.

მხარეები სეზონის ბოლოს თანამშრომლობის გაგრძელებაზე მშვიდად შეთანხმდნენ. იმ დროისთვის ხელფასს სავარაუდოდ 2.5 მილიონამდე გაუზრდიან. ტექნიკურად ამის გაკეთება 1-ელი ივლისიდან იქნება შესაძლებელი".

ლევანი
საერთოდ, სხვის ჯიბეში ყურება, დიდ უზრდელობად მიმაჩნია. ხვიჩას ჰყავს პატრონი და მიხედავენ ამ საკითხსაც. თუმცა, ჩემი აზრით, ამ სეზონი შემდეგ, თუნდაც გაორმაგებული ხელფასი არის, უბრალოდ დაცინვა. რა 2.4, აი ეს რომ გააორმაგო, კიდევ ჰოო...
ლადო
ხვიჩა ვამპირად იქცა, თუ რა სურათებია?
გოგია
ხვიჩა ყველას გვიყვარს, მაგრამ ამ სურათებზე მალდინის უფრო ვამგვანებ. ❤️
ზაზა
თუ გავითვალისწინებთ ხვიჩას გამოსვლებს ნაპოლიში,ხელფასი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 მილიონი,და თუ მის როლს გუნდში და სამომავლო დაპირისპირებებში ლიგაზე,მაშინ აუცილებლად 2 ჯერ მეტიც!!!
ეეე
ხო მარა საპრისპიროებიც არსებობს, ზიდანი იუვეშიც და რეალშიც, ფიგუ ბარსაშიც და რეალშიც, ვიალი სამპდორიაშიც, იუვეშიც და ჩელსიშიც, ბაჯო ყველგან კარგი იყო.
ანუკა
მონა ხარ?
Gia
Rato ar unda didi xelfasi. Ginaxiat varskvlavebi dabal xelfasze tamashobdnen?eg misi samsaxuricaa da shroma marto siyvarulit ar fasdeba.kapikebshi iyides da xelfasi satanadod gadaxdac ar undat.ligas moigebs wels napoli da kvaras ver sheinarchuneben.
Charley
ხელფასის გაორმაგება ნიშნავს უბრალოდ თქმას რომ, ორჯერ მეტი ხელფასი ექნება. მაგრამ, ხელფასის გაორმაგების სანაცვლოდ ერთი წლით ხანგრძლივი კონტრაქტი, ნიშნავს "მე კიდევ ერთი წელი ვიგულავებ შენს დაბალ ხელფასზე", რადგან ყველამ იცის რომ 2027-ში კვარას ფასი ძალიან მაღალი იქნება, და ისიც ყველამ იცის რომ 2027-ში (და უფრო ადრეც) "გაორმაგებული" ხელფასი იქნება კომიკური, იმ მომენტისთვის (მოლოდინებით) იმ მონაცემების მქონე ფეხბურთელისთვის.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
დააკავებენ და კიდე როგორ. 2.4 გაუზდიან ხელფას და ეყოფა სავარაუდოდ. აქაური ექსპერტები წერენ ოხონდ ინგლიში არ წავიდესო და იყოსო მონათ ნაპოლიში. მიჩვეულები არიან 2 კგ კარტოფილზე ხახვზე და ზეთზე ყველაფერზე წავლენ.
სოსო
გასაგებია რომ ხელფასი არ არის მთავარი ხვიჩასთვის და ძალინ კარგი გუნდია ამ ეტაპზე მისი პროგრესისთვის, მაგრამ რა გახდა ბოლოსდაბოლოს ამ ხელფასის მომატება- 4 თვე ყოველდღე ატრიალებენ ინფოს-უნდა გაუზარდონ და უნდა გაუზარდონ(მითუმეტეს ის გაზდილიც ბევრად ნაკლებია თუნდაც მისი ბევრი თანაგუნდელის ანაზღაურებასთან შედარებით), თუმცა, რეალურად კლუბის ადინისტრაცია დროს წელავს და არ ჩქარობს ახალ კონტრაქტს/ხელფასის გაზრდას-ეს არის მათი გათვლა ბიუჯეტის მომჭირნეობის კუთხით. თუ ზაფხულში კარგ ფასში გაიყიდება- ავტომატურად ახალი კლუბის საზრუნავია ჩვენებურის მაღალი ხელფასი და თუ დარჩება ზაფხულის მერე მოუმატებს ნაპოლი- სად ეჩქარებთ ასე არ "უჯობთ" ძუნწებს ?..
უვიცი
ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდი, არაერთი მაგალითი გვინახავს, როდესაც ფეხბურთელი ერთერთი ლიდერი იყო თავის გუნდში და სხვა გუნდში არაფერი გამოსვლია. უფრო მეტიც დიდი ფეხბურთელების უმეტესობა მხოლოდ ერთ რომელიმე გუნდში ავლენს თავის საუკეთესო თვისებებს. რომელი ერთი ვთქვა: რონალდინიო ბარსელონაში და სხვა გუნდებში, მარადონა ნაპოლიში და სხვა გუნდებში, კანტონა მანიუში, შევჩენკო, კაკა, ზედორფი მილანში, ოუენი ლივერპულში და ასე შემდეგ. ასე,რომ ამ ეტაპზე რათქმაუნდა არსად წასვლა არაა საჭირო
Spain
ეგ ბიჭი ბევრად მაღლაა ვიდრე ხელფასი და მსგავსი დაბალი ხარისხის თემები. მთელი ცხოვრებაა ფეხბურთს ვუყურებ და სულ ვაიგნორებდი ხელფასებზე რომ იწერებოდა, ზოგი ფეხბურთელი უფრო მაღალ ხელფასს რომ ითხოვდა, სულ ვაიგნორებდი, არ მინდოდა წარმოდგენა გამფუჭებოდა მათზე. ხელფასის თემით თითქოს დაბლა ჩამოგვყავს ეს სიმაღლეებისკენ წასული ბიჭი და აღარ გვინდა რაა. მითუმეტეს თავად არასოდეს უსაუბრია მსგავს თემებზე

ხვიჩას ფული არ აინტერესებს. ხელფასის გამო არსად წავა. სადაც ეყვარებათ და სადაც ტიტულებს მოიგებს იქ დარჩება და ეს ადგილი არის ნაპოლი! ყველანაირ კრიტიკას და ბულინგს აიგნორებდა ხვიჩა, რაც მის მიმართ ოდესმე გაუმართავთ ქართველებს მაგრამ ყველაზე მეტად წყინდა, როცა იძახდნენ რუსეთში ფულის გამო წავიდაო. როცა სხვადასხვა გვერდები ავრცელებდნენ ნარატივს, თითქოს ხვიჩას ევროპაში დიდ ხელფასს არ უხდიდნენ და ამიტომ რუსეთში დარჩენა უნდოდა. ყველაზე მეტად ამ ბრალდებებს განიცდიდა. კარგს გაუკეთებთ თუ ამ ხელფასის თემით არ ააჭრელებთ ყველაფერს. მოაგვარებს თავად მაგ საქმეს, ჭორაობის გარეშე!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა