ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მსოფლიო ჩემპიონატის წინასწარი კალენდარი ცნობილია – ყველაფერი, რაც ამ ეტაპზე ვიცით

მსოფლიო ჩემპიონატის წინასწარი კალენდარი ცნობილია – ყველაფერი, რაც ამ ეტაპზე ვიცით

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ფიბა ოფიციალურად მსოფლიო თასს უწოდებს, მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ აზიურ ქვეყანაში – ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებზე გაიმართება. მუნდიალს ინდონეზიისა და ფილიპინების დედაქალაქები – შესაბამისად, ჯაკარტა და მანილა უმასპინძლებენ, იაპონიაში კი მსოფლიო თასის E და F ჯგუფების მასპინძელი ქალაქი ოკინავა იქნება.

სწორედ დღეს გამოქვეყნდა ოფიციალურად, თუ რომელი ქვეყანა რომელ ჯგუფებს უმასპინძლებს და შედგა კალენდარიც, რომელიც ხორცს 29 აპრილის წილისყრის შემდეგ შეისხამს, როცა ქალაქ მანილაში მსოფლიო ჩემპიონატზე გასულ გუნდებს ჯგუფებში, შესაბამისად, ქვეყნებში გადაანაწილებენ. აღნიშნული კალენდრით უკვე ცნობილია, რომელ დღეს ჯგუფებში რომელი განთესილი გუნდები ითამაშებენ და ამ განრიგს ჩვენს წერილში არსებულ ბანერზე ნახავთ. 29 აპრილის წილისყრის დასრულების შემდეგ კალენდარიც ავტომატურად მზად იქნება.

აქვე ვთქვათ, რომ იაპონიის მსგავსად, ინდონეზიაც მსოფლიო ჩემპიონატის 2 ჯგუფს (G, H) უმასპინძლებს, ხოლო ფილიპინებზე, რომელიც სამ მასპინძელ ქვეყანას შორის დომინანტია, 4 ჯგუფის (A, B, C, D) თამაშები გაიმართება, ისევე, როგორც პლეი-ოფის მატჩები, რომლებიც მეოთხედფინალებიდან დაიწყება.

სანამ გათამაშების ფორმატზე ვისაუბრებთ, გაცნობებთ, რომ კენჭისყრა ფიბას მიმდინარე კლასიფიკაციით გაიმართება. ანუ გუნდები კალათებში მიმდინარე რეიტინგით განაწილდება. აქედანვე ცნობილია ის, რომ შეერთებული შტატები ფილიპინებზე ითამაშებს, სლოვენია – იაპონიაში, ხოლო კანადა – ინდონეზიაში. ეს არჩევანი თავად მასპინძელმა ქვეყნებმა გააკეთეს, რაც ევრობასკეტზე უკვე კარგად აპრობირებული მეთოდია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ძირითადად ფინანსური მოტივების გათვალისწინებით, მასპინძელს საშუალება აქვს, აირჩიოს ერთი მეტოქე, რომელიც მისი ქვეყნის ჯგუფში იასპარეზებს. საინტერესოა ის, რომ ინდონეზიას, რომელიც მსოფლიო თასის ერთ-ერთი მასპინძელია, ტურნირზე საკუთარი ნაკრები არ გამოჰყავს. ინდონეზიელებს სუსტი გუნდი ჰყავთ და პირველ საკვალიფიკაციო ტურნირზე 6-ვე წაგებით დაასრულეს გამოსვლა.

მსოფლიო ჩემპიონატი იმავე ფორმატით ჩატარდება, როგორც 4 წლის წინ – ჩინეთში. მსოფლიო თასზე გასული 32 ნაკრები, ფიბას რეიტინგის გათვალისწინებითა და გეოგრაფიული პრინციპით, კალათებში განითესება, რის შემდეგაც, 29 აპრილს, მანილაში დაგეგმილი წილისყრით 8 ჯგუფში განაწილდება. აქვე ჩამოვთვალოთ ის 32 ქვეყანა, რომელთა ნაკრებიც მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა.

ევროპა: ლატვია, გერმანია, საბერძნეთი, ფინეთი, სლოვენია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ესპანეთი, იტალია, საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი

აზია: ფილიპინები, იაპონია, ლიბანი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ირანი, იორდანია

ამერიკა: აშშ, კანადა, ბრაზილია, მექსიკა, ვენესუელა, პუერტო-რიკო, დომინიკის რესპუბლიკა

აფრიკა: ეგვიპტე, ანგოლა, სამხრეთი სუდანი, კაბო-ვერდე, კოტ-დ’ივუარი

29 აპრილის კენჭისყრის შემდეგ წარმოდგენილი 32 ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფში თითოეული გუნდი 3 მატჩს ჩაატარებს, რის შემდეგაც თითოეულიდან 2 საუკეთესო (ჯამში 16 ნაკრები) მომდევნო, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავა. უკვე ცნობილია, რომ A ჯგუფის 2 საუკეთესო B-ს 2 საუკეთესოსთან ახალ ჯგუფს შექმნის და ასე თანმიმდევრობით: C D-სთან დაწყვილდება, E – F და G – H. ყოფილ თანაჯგუფელებს ერთმანეთში ნათამაშები შედეგი მეორე ეტაპზე გადაჰყვებათ და ახალ ჯგუფებში თითოეული მათგანი 2 მატჩს ჩაატარებს, რის შემდეგაც ოთხივე ჯგუფის 2-2 საუკეთესო (ჯამში 8 გუნდი) მეოთხედფინალში გავა.

პირველი ეტაპის მიღმა დარჩენილი გუნდები ერთმანეთში საკვალიფიკაციო მატჩებს ჩაატარებენ, რაც იმ მიზნით ხდება, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გარკვეული ადგილების მფლობელები უნდა გამოვლინდნენ. მაგალითისთვის, პირველ ჯგუფებში ჩარჩენილი გუნდები 17-32 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ჯგუფების მატჩებში იბრძოლებენ, ხოლო ვინც მეორე ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავა, 9-16 ადგილებისთვის მატჩებს არ გამართავენ. სამაგიეროდ, გათამაშდება V-VIII ადგილები, რომელთათვისაც მეოთხედფინალებში დამარცხებული გუნდები იბრძოლებენ, ხოლო გამარჯვებულები, ცხადია, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულს გამოავლენენ.

GBF

• სტალინი

7 საუკეთესო ნაკრები სხვადასხვა კონტინენტიდან(ევროპა და ამერიკა 2-2, აზია, აფრიკა, ავსტრალია - თითო-თითო) + ოლიმპიადის მასპინძელი საფრანგეთი პირდაპირ გადის პარიზის ოლიმპიადაზე. მომდევნო 16 ნაკრები კი იბრძოლებს ოლიმპიადაზე გასასვლელი დარჩენილი 4 ადგილისთვის. ასე რომ თუ პირველი ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავედით, 17-32 ადგილებისათვის ბრძოლასაც პრინციპული მნიშვნელობა ექნება. 24-ე ადგილზე დაბლა არ უნდა აღმოვჩნდეთ. იმისათვის რომ პარიზის ოლიმპიადისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ(ოლიმპიადის შესარჩევში 4 ჯგუფი შეიქმნება და თითოეულს მასპინძელი ეყოლება, ვინძლო ჩვენც გამოვკრათ ამ მასპინძლობას ხელი)

• ნამკათათვარი

ბევრი ბუზი ბზიუსო, მაინც ამერიკა მოიგებს

• ანი

მეც ესპანეთს ვგულშემატკივრობდი ძმები ერნანგომესების და რიკი რუბიოს გამო❤️❤️❤️

• ნოდო

რა აუცილებელი იყო ამხელა სტატია და მარჩიელობა კენჭისყრამდე ნებისმიერი ვარიანტზე გადარევა არის თავის მოტყუება თუ ჩვენი ჯგუფის გამოცნობა შეგიძლიათ დანარჩენი ჯგუფებიც ისე წარმატებით უნდა გამოიცნოთ და ესეგი წინასწარმეტყველების ნიჭი გქონიათ ჰო მართლა ის თურქები ხელმოტეხილ შენგელიას ერთზე მეტი კაცის ცემას რო აბრალებდნენ დაჯდნენ და გვიყურონ სახლებიდან :D

• შაკო

ავსტრალია ხვდება ჩვენს ჯგუფში 100% გამოვთვალე პირველი კალათიდან; მეორე კალათიდან ლიეტუვა, საბერძნეთი, იტალია ან გერმანია; მესამე კალათიდან მექსიკა, მეოთხეში ჩვენ ვიქნებით. შეინახეთ ეს კომენტარი.

• მარი

ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ევროპის საუკეთესო თორმეტ გუნდში ვართ!!!!წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთს ვგულშემატკივრობდი და ვოცნებობდი საქართველოც იქ ყოფილიყო,ახლა კი ჩემს ქვეყანას ვუგულშემატკივრებ!!❤️

გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]

დონჩიჩის ლიდერობით - სლოვენიამ იტალია ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ