საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის დასკვნით შეხვედრას ბელგიაში გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეტოქეს 7 მარტს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებმა მზადება თბილისში პირველ მარტს დაიწყო, დღეს კი ოლიმპიურ სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. ჩვენი გუნდი ბელგიაში 4 მარტს გაემგზავრება, სადაც სრული შემადგენლობით შეიკრიბება. ტრავმის გამო მოახლოებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ზვიად კუპატაძე ვერ დაეხმარება.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "რთული თამაში გვექნება, მაგრამ მზად ვართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი პირველ ადგილზე დავასრულოთ. რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით, რომ ბელგიაში სასურველი ანგარიშით დავასრულოთ შეხვედრა".

ირაკლი თოდუა (საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრი): "ჩვენი მიზანი და გეგმა გვაქვს, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი. ვეცდებით, რომ ჯგუფი პირველ ადგილზე დავასრულოთ, რათა შემდგომ ეტაპზე მაღალი კალათიდან დავიწყოთ ასპარეზობა".

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), რონინიო (ანდერლეხტი, ბელგია), სიმი საიოტი(ელექტრიკო, პორტუგალია), ბრუნო გომესი (აპოსტოლი, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი, ესპანეთი), თალესი (კასკაველი, ბრაზილია), ელისანდრო (მაგნუსი, ბრაზილია), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა, ესპანეთი)

საქართველოსა და ბელგიის ნაკრებებს შორის პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა თბილისში 4:2 მოიგო. ამ დროისთვის ჯგუფს 9 ქულით საქართველოს ნაკრები ლიდერობს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.

nakrebi.ge

ნოდო
თუ არ ვცდები წაგება აქაც გვაწყობს ოღინდ არა დიდი სხვაობით :D და რა ცუდი სამსახური გაგვიწია კალათვურთის მატჩმა რო ვთამაშობდით არა მოგებაზე არა მედ სამ ქულამდე წაგებაზე ყველამ ვნახეთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში