სერია A-ს 25-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ლაციოსთან“ 0:1 დამარცხდა და ამით შეწყდა ყველა ტურნირზე ნეაპოლური გუნდის 7-მატჩიანი მოგებათა სერია.

ხვიჩა კვარაცხელია აქტიური იყო, მაგრამ მას და ოსიმენს "ლაციოს" მცველებმა პრაქტიკულად გასაქანი არ მისცეს და სარის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.

სტუმრებს უკვე დებიუტში შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ ვესინოს თავით დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან დი ლორენცომ გამოიტანა. რომაელები სივრცეებს უნარიანად კეტავდნენ, მასპინძლებს უჭირდათ შეტევების ორგანიზება, კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდა მარუშიჩი, "ნაპოლიმ" შესვენებამდე სახიფათო მომენტი ვერ შექმნა, რაც ცოტა არ იყოს მოულოდნელი იყო და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ სპალეტის შეგირდებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, ხვიჩამ საჯარიმოდან მიზანს ვერ უწია, ზილენსკიმ ვერ გაიტანა, კონტრიერიშისას კი „ლაციო“ წინ გავიდა - დაცვაში ჩასულმა „კვარამ“ ბურთი თავით მოიგერია და ვესინომ შორიდან დალაშქრა მერეტის კარი. სპალეტიმ ლოსანოსა და ანგისას ნაცვლად მოედანზე ლოსანო და პოლიტანო შეიყვანა. შემდეგ კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი ოსიმენმა თავით დაარტყა და სტუმრები ხარიხამ იხსნა. მერე "ლაციალეს" ჰქონდა შანსი, თუმცა საჯარიმოდან სავიჩის დარტყმული ბურთი ძელმა უკუაგდო და საბოლოოდ ნეაპოლელებმა მოულოდნელი მარცხი განიცადეს - რას იზამ, ყოველთვის ვერ გაიმარჯვებენ.

„ნაპოლი“ 65 ქულით ლიდერია და 11 მარტს „ატალანტას“ უმასპინძლებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ლაციო 0:1

გოლი: ვესინო (67)

Lucky
ეგი გონია ნაციონალია
დავით 67
დავით67-ს-ს! ჯერ ჩემი კომენტარი წაიკითხე( თუ იცი კითხვა და აზრის გამოტანა)და მერე დაჯღაბნე შენი. სად დაინახე ჩასაფრება? კიდევ ვიმეორებ ჟელენსკიმ და კიმმა მიიღეს ყველაზე მაღალი შეფასება. მიდით ახლა არა თქო იძახეთ.
გეგი-ს
შენ ბევრი რამე არ იცი გეტყობა.ისე ანძა თუ იცი ანძა?……
მოადგილე
დიახ, დიახ, თქვენი თავმჯდომარეობით!
გეგი
წავიდა აგერ ა ბჭერმეტყველება და სიბრძნის ფრქვევა.რამდენი მცოდნე გვყოლია ქვეყანაში, თურმე აშენებულები ვართ და არ ვიცოდი.
გიო
ჩემპიონობამდე ჯერ კიდევ შორის 13 ტურიდან ყველაზე რთული მეტოქეებია დარჩენილი:ინტერი,მილანი,იუვე და უდინეზე და ატალანტაც ძლიერი გუნდებია მიუხედავდ იმის რომ 5ტურს იგებს
ლევანი
ნუ შექმენით სპალეტისგან ღვთაება. არის რა კარგი მწვრთნელი .სულ ეგ არის. არაფერი ექსტრაორგინალური. ვერ ვხვდებით თუ არ გვინდა გავიგოთ, რომ ხვიჩა მიაჯაჭვა ერთ ფლანგს და ძალაინ ვიწროდ, თან იმიტომ, რომ "გაჭიმოს? მოწინააღმდეგის დაცვა მაქსიმალურად. კარგია ეს, ოღონდ მხოლოდ სპალეტისთვის, თუმცა არა ყოველთვის. აი არ გაუვიდა ძველი მოდელი ლაციოსთან და ახალი ვერც უჩვენა ვერაფერი. ვერ ხედავთ, რომ პასს არ აძლევდნენ ვიდრე გოლი არ გავიდა? შემთხვევით? წაგების მერე წუხდა თურმე სპალეტი, ბევრი გამოგვივიდა ფალგზე და მეტი უნდა გვექნა ცენტრშიო. ამაზე მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო? კვარას იყენებს მოწინააღმდეგის "გასაჭიმად" და სულ არ აინტერესებს სპალეტის , რომ ამით ზღუდავს მოედანზე ფეხბურთელს და შეიძლება ითქვას განვითარებასაც უზღუდავს გარკვეული აზრით. მას მხოლოდ შედეგი აინტერესებს და სულ არ ადარდებს ხვიჩას ამბავი..
G.A.L.
ჩემი აზრით ნაპოლის "სპადი" დაეწყო. მიზეზი არ ვიცი რა არის. სამი-ოთხი მატჩია ჩემპიონატში უკლებენ თამაშის ინტენსივობას. ზელენსკიმ დაიწყო, შემდეგ ანგისა და ბოლის ლობოტკაც შეუერთდა. ამ მატჩში ანგისა საერთოდ დაბორიალობდა მოედანზე. ლობიტკას აშკარად დაღლა დაეტყო, ვეღარ იყო ვერცხლის წყალივით ამოტანისას. ზელენსკის მიერ ასე გაცუდებული ცაცია?! და საერთოდ რაღაც აირია გუნდში. ძალიან აკლდა რუი. ოლივეირა სულ უკან პასს რომ აკეთებს დიდი ვერაფერი თამაშია. და კიდევ, კვარას ბურთს რომ მიუტან და ორი მეტრიდან მისცემ, მაგას ბურთის შეტენა ჰქვია. კვარასთვის სივრცეა საჭირო და ოლივეირა მას კოზირს უკარგავდა. კვარამაც მოუკლო ბოლო თამაშებია. სულ უფრო ნაკლებად ამწვავებს დრიბლუნგით თამაშს. რამოდენიმე ეპიზოდში მის წამოწყებას არ გამოეხმაურენ თავისუფალ ზონებში ანგისა და ზელენსკი. არსებობს ფეხბურთში დაუწერელი კანინები, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულო. მეკარემ, მცველებმა და ცენტრალურ ზონაში მომგერიებელმა "იგროკმა" ბურთი "კრაებზე" უნდა გაიტანო. წინ დაგდებული ბურთი ყოველთვის საფრთხის მატარებელია. ისე "დვაუდარაც" მაგარი გამოუვიდა. თუმცა რახმანი რომ არ შებრუნებულიყო იქნებ ბურთი კიდეც მოეგერიებია. (კვარა, არასდროს არ შეუბრუნდე დარტყმულ ბურთს, არ მოგკლავს! ესეც დაუწერელი კანონია). ლოსანოს არ წაუვიდა თამაში და ამაში დი ლორენცოს წვლილიც არის. სივრცეებს უზღუდავდა უაზრო გახსნებით. ისდაც მჭიდროდ მეურვეობდნენ და ამას თავისი კაციც იქ მიყავდა. ერთი "ზაბეგანიაზე" არ გახსნილა. სულ ფეხში პასით ასეთ დაცვას ვერ გაივლი. ხვიჩა ცდილიბდა ზელენსკისთან "სტენკის" თამაშს, რაც მასირებული დაცვის გავლის საუკეთესო იარაღია, მაგრამ სხვებმა ვერ აუბეს მხარი. ერთ მომენტში ოლივეირას მაგარი დასარტყმელი პოზიცია ჰქონდა და ცერცვივით დაიბნა. მოკლედ ნაპოლიში რაღაც აირია. შეიძლება უკვე ჩემპიონები ჰგონიათ თავი, ან მიზან მიმართულად ჩააგდეს სერიაში თამაშები ჩემპიონთა ლიგისთვის?! სპალეტი ძალიან ეშმაკი კაცია, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი!!!
За мечту, за Родину
მაგალითად ვინ მოიგო შეგიძლია დაასახელო?
aburjga
ახლა ასე ვერ ვიტყვით, რომ სპალეტი დასახვრეტია, მაგრამ ხვიჩა უნდა გაარიდოს საკუთარ საჯარიმოს. საჯარიმოს ხაზს რომ ხედავს მისია, სხვისია ჭკუა ეკეტება და საგოლე პასს იძლევა! თუ სპალეტი ასე გააგრძელებს ერთ ყუმბარისებურს მერეტისაც გაუტანს! ეს ხუმრობაა, მაგრამ ხვიჩას წინ და უკან ნუ დაარბრნინებს ტროლეიბუსივით. შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ ხვიჩას აუკრძალეს მარჯვენა ფრთაზე გადასვლა და იქედან შეტევის წამოწყება! არაა გამორიცხული, რომ მექსიკელმა წამოაყენა ულტიმატუმი!
ბებიკომ
ქინქლაძისნაირი ზარმაცი ფეხბურთელი არ მსმენია. კვარას უკვე შედეგი აქვს, ქინქლაძის შედეგი არ გაიშვა. არ დავწვრილმანდები ქინქლაძეზე, იმიტომ რომ მაინც მიყვარს. თვითონ ქინქლაძემ აღიარა ტვინი არ მქონდაო არც მე და არც ჩვენ თაობასო.
aburjga
გასაგებია თქვენი მოსაზრება, მაგრამ თქვენს ვერსიაში ის როგორ ეწერება ოსიმჰენმა შტანგას რომ მოარტყა თავით დარტყმული? ან დავიჯერო ხვიჩამ განგებ დააცილა ის საჯარიმო?!
ვა რა დონეა to
გამოდის რომ ხვიჩამ ელემენტალური საფეხბურთო შეცდომა დაუშვა ბურთი თავით კარების წინ დააგდო და დამნაშავე თურმე სპალეტია.ეტყობა გავიწყდებათ რომ 59 ქულა სწორედ ამ თამაშით დააგროვა და ლიგის მეოთხეთფინალი თითქმის განაღდებული აქვს.ხვიჩაზე რომ ამბობთ სხვა გუნდში წავიდესო მაგალითად ინგლისში იქ ისეთი მჭიდრო თამაში მიდის რომელიც მას ძალიან არ უყვარს და ვერ გაქაჩოს მერე რას იტყვით.თავი დაანებეთ ჭკუის სწავლებას.
დათიკო48
ეს წაგება ნაპოლის გათვლილი იყო ტოტალიზატორისთვის,რამოდენიმე ნაპოლის მმართველმა პირმა მოიგო დიდი თანხა
სოსო
ლაციოს ძალიან სჭირდებოდა ქულები და გადადეს თავები.სტატისტიკას გადავხედე და ლაციომ,117,7 კმ გაირბინა,ნაპოლიმ კი,108,5კმ.მთელი 9,2 კილომეტრია სხვაობა და ეს,ნამდვილი უფსკრულია!ხვიჩამ ძალიან მაღალი ჩაწოდება მოიგერია და მოგერიეულზე,საყრდენის ზონაში,ნახევარმცველები უნდა ამოსულიყვნენ,ზონის ჩასაკეტად.არც ერთი არ დაიძრა ადგილიდან და სადაც იდგნენ,იქიდან აკვირდებოდნენ ვესინოს მოქმედებას.ვესინოსაც ბრწყინვალე დარტყმა გამოუვიდა,მაგრამ ხელი რომ შეეშალათ და დარტყმის ზონა შეემცირებინათ,იქნებ ვერც გაეძვრინა ბურთი,კარისაკენ.ლაციალებმა,რამდენიმე სახიფათო დარტყმა,დაბლოკეს,ასე.ოსიმენმა,მატჩის განმავლობაში,ორი ძალიან ძლიერი დარტყმა მიიღო,სახის არეში, ზუსტად იქ,სადაც წლინახევრის წინ მიიღო,ის საშინელი ტრავმა.სახე,ლითონის ფირფიტებით აქვს გამაგრებული და ისევ იქ მიღებული ტრავმა,ცხადია იმოქმედებდა,მის აგრესიულობაზე.მაშინ ხომ კინაღამ მხედველობა დაკარგა.მატჩის ბოლოს,კადრი დავიჭირე,ოსიმენს,მარცხენა თვალის კაკლის გარე კუთხესთან,გახეთქილი ჰქონდა და ლოყაც, სისხლიანი.ელმასს,ეტყობა სპალეტიმ დაავალა,კარისაკენ დაარტყიო და ისიც,აღარაფერს აღარ უყურებდა,მხოლოდ კარისაკენ.შედეგად,რამდენჯერმე არ შეიმჩნია უკეთეს პოზიციაზე გასული პარტნიორები და მომენტებიც განიავდა.ძალიან მომწონს ელმასი,მაგრამ ეს თამაში,ნამდვილად არ იყო მისი დღე.ლაციოს ნახევარდაცვამ კი,საერთო ჯამში,ნაპოლის შუახაზს აჯობა,პირველ ყოვლისა მობილურობით.ნეაპოლელებმა,მაინც ვფიქრობ,რომ გულის სიღრმეში,უკვე დაიჯერეს,რომ ჩემპიონები არიან და ეს ცივი შხაპი,ალბათ გამოაფხიზლებს.შარშანდელი მწარე გამოცდილება აქვთ და იმედია, წელსაც არ დაიბნევიან.მატჩის ბოლოს,ყველაზე მეტად,ხვიჩა ჩანდა დამუხტული,სხვები კი,თითქოს ინერციით,ვალის მოსახდელად მიიწევდნენ წინ.ვიღაცა მეტყვის,შეცდომის გამოსწორებას ლამობდაო...!თუნდაც ასე ყოფილიყო,მაგრამ იქაც,საყრდენების პასიურობა და ვესინოს გამართლება იყო,უფრო მეტად.
G.LA
ჩასაფრებულებო ეს ფეხბურთია ამიტოა რომ გვიყვარს. სტატისტიკას ჩახედეთ ყველანაირი უპირატესობა ნაპოლის ქონდა და ამ გოლსაც გააზრებულ კომბინაცის შედევრს ვერ უწოდებთ. თუმცა ნამდვილად კარგი დარტყმა გამოვიდა. წაუგებელი გუნდი არ არსებობს. წარმატება ნაპოლის. ხვიჩა შენს გვერდით ვარ გულით.
Ანზორი
რა სისულელეებს წერთ ხალხო? როგორმე სპალეტის ასწავლეთ რა სისტემით ითამაშოს და ვინ შეცვალოს! ხვიჩას ჯერ არაფერი გაუკეთებია ფეხბურთში ლეგენდარული, ჯერ კიდევ გამოუცდელი პატარა ფეხბურთელია ასე ვთქვათ გუშინ მოვიდა დიდ სპორტში, ტალანტი და მონდომება კი აქვს მაგრამ ქინქლაძეს ჯერ ასი მეტრითაც ვერ მიუახლოვდება, ვნახოთ მომავალში რა გამოვა მისგან, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული! რაც შეეხება იტალიური გაზეთები რას წერენო :), გგონიათ სულ პოზიტიურ სტატიებს დაწერენ? სამართლიანს? აქ ორ სიტყვას დაწერთ და სავსეა ეგოიზმით, სხვისგან რა სამართლიანობას ითხოვთ? მესის დონეზეც რომ ითამაშოს მაინც გამოუნახავენ რაღაც ნაკლს და ატყდება აჟიოტაჟი....ასეა, ჭკვიანს და კარგს უამრავი მტერი და მოშურნე ჰყავს, თან ყველა ცდილობს რაღაცა სარგებელი მიიღოს. აქ უბრალოდ ბიზნესიც არის ჩართული საქმეში, მოგვწონს თუ არა! ათ მილიონად იყიდეს ხო ხვიჩა, ეხლა რანდენად ჰყიდიან? ას მილიონად, ნახევარ წელიწადში რამდენი პროცენტით გაზარდეს მოგება? შეეჩვიეთ, დროა!
თომა
ბიჭი ერთხელ დარჩა თამაშგარეში და ერთი ამბავი აუტეხა წინაზე, სხვები აშკარად ღორობებ, თავისუფალ სივრცეში პასს არ უკეთებენ და მაგაზე ხმას არ იღებს.
aburjga
არ მიყურებია. დამცინებთ, მაგრამ წინათგრძნობა მქონდა.
საცინო
რატომ ,რა არ მოგეწონათ?
საჩინო
გოლი მის კისერზეა ვინც ხვიჩას უკან ღრმად ჩასვლას ავალებს.რჩება შთაბეჭდილება ---ხვიჩამ რასაც მიაღწია ,მიაღწია მარტო ,დამოუკიდებლად---გუნდის და მწვრთნელის დახმარების გარეშე .მისი პოტენციალის სწორად გამოყენების შემთხვევაში მქკ მნიშვნელოვნად გაიზრდება .სჭირდება ელემენტარული ხელისშეწყობა .სპალეტი ამას ვერ ტვინავს .
აბდულაი
ხვიჩა რაც არის და როგო თამაშობს ყველამ ვიცით.მაგის თამაშებს ვუყურებ და ძაან ცუდი ადგილზე თამაშობს შეზღუდულია ძაან აქტის ხაზთან ნახევარი მეტრიდან იღებს ბურთს და როცა ორი ფეხბურთელი მეუერვობს ძნელია დრიბლინგის გაკეთება. და ცოტა კი არა ბევრი აქვს კიდო მოსამატებელი გვერდითი ხაზიდან სადაც დგას იქიდან რომ გამოძვრეს.ბოლოს კიდო ამდენი ქება დიდება არ შეიძლება...ანდაზა ძაღლი ქებაში წახდაო...
დავით 67-ს
როგორ ხართ ასე ჩასაფრებული ხვიჩას?ნაპოლიდან მხოლოდ ხვიჩა იყო საუკეთესო,ვერ ხედავთ მარტო მიათრევს ნაპოლს ხვიჩა..
Givi
Ratqmaunda burti sheni sajarimos win ar unda moigeria,magram ratom ar adzleven pass roca karg poziciashia?! Zelinskis rom mieca pasi 99% goli iko an elmasma sad jandabashi daartka da pasi ar gaimeta,napolis naxevardacvam chaagdo tamashi...
ენძო
არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა-მოტივაცია ვისაც მეტი ჰქონდა მან მოიგო."ნაპოლი" უფრო ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობს რადგან თავი უკვე ჩემპიონი ჰგონია.კარგი გაკვეთილი იყო გუნდისთვის.ყველაფერი გამოსწორდება.
საჩინო
როცა გუნდი პირველ ტაიმს არადამაკმაყოფილებლად ატარებს მწრთნელმა შესვენებაზე რაღაც უნდა შეცვალოს .სპალეტი ამას ვერ ახერხებს.ასეთ თამაშში,კვარაცხელიას ფაქტორი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს---საჭიროა მისი გონივრულად გამოყენება ,რასაც სპალეტის გუნდი ვერ აკეთებს და არ აკეთებს.ზიელინსკი _ეს არის მოპროფესორო ეგოისტი ,რომელიც უსარგებლო ქმედებებს ზედმეტი თავდაჯერებით გვასაღებს .ხვიჩას სვრცეების გახსნაში დახმარების მაგივრად პირიქით აკეთებს ....შემოდის მის ზონაში თავის ვიზავისთან ერთად.დროულ პასზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია ,როგორც დანარჩენებისგან.
ზაზა
ეს წაგება სამომავლოდ გაკვეთილი იქნება მწვრთნელისთვის,ხვიჩამ ითამაშა ჩვეულებრივად კარგად,რაც სამწუხაროდ ვერ გააკეთეს ბევრმა მისმა თანაგუნდელმა,თავით მოგერიებულ ბურთს რაც შეეხება,კარისკენ ჩაწოდებულ ბურთს ძლივს მისწვდა ნახტომში და რა შეეძლო მეტი?თუ არ უნდა ამხტარიყო?სხვები სად იყვნენ მაგ დროს?კაი,ამას თავი დავანებოთ,თითქმის ყოველთვის ხვიჩას პასს უგვიანებენ!როდესაც აძლევენ უკვე ცხვირწინ მეტოქე უდგას,იმის უკან კიდევ ორი მეტოქე დაზღვევაზეა,ელემენტარული ადგილი აღარ რჩება რომ კაცმა ფეხი გაატოკოს,მას სჭირდება პატარა სივრცე რომ მცველებს თავბრუ დაახვიოს,ჩიტი ხო არარის რომ გადააფრინდეს?რაც შეეხება ბოლო პასის ამბავს,ბევრ სიტუაციაში კარგად იხსნება დასარტყმელ პოზიციაზე,მაგრამ ეგოისტურად ვერ ამჩნევენ,თვითონ კი პირიქითაა,ყველას ხელს უწყობს რომ როგორმე გადატანინოს,მოკლედ სპალეტიმ ეს საკითხი თუ არ მოაგვარა ლიგაზე არ იოცნებოს!ყველა გამოსვლაში ამბობს გუნდურობაო,მაგრამ მე ამ ბოლო დროს ამას ვეღარ ვხედავ!ხვიჩას კი ვეტყვი:ყოჩაღ შვილო,ამჯერადაც კარგი იყავი ყველა ნიუანსში,ბურთი მრგვალია!!!
L.J .
Tamashamde rtuli tamashi eqnebat tko rom davwere, amavsen ekspertebma minusebit,lazio uxerxuli metoqea titkmis yvelastvis...es wageba araperia mtavaria yurebi ar chamoyaron da shroma gaaagrdzelon
gzp
8 უნდა დაეწერათ იმისთანა პასი დაუგდო. მგონი კალაძის გზას დაადგა, მაგრამ ჯერ ვერ ქაჩავს. ორი ავტოგოლი ერთ ერთ თამასში ჯერ არ გამოდის. ყველაფერი წინ არის.
gio
უნდა შეიგნოს ამ სპალეტიმ, რომ მას ყავს გენიოსი საფეხბურთო მხატვარი კვარადონა/კარავაჯოს სახელით და მან უნდა გაანთავისუფლოს იგი თავისი შეკვეთილი ნახატების მარწუხებიდან და მისცეს მას სრული თავისუფლება რათა დახაზოს,მოხაზოს თუ დახატოს ისე როგორც თვითონ იცის, თუ უნდა რომ უნიკალური, თვალისმომჭრელი, შედევრი ნახატები შეიქმნას მთელი მსოფლიოსთვის.
დავით 67
დღეს იღბალი ლაციოს მხარეს იყო. დაწყნარდით მოთამაშეებო! სპალეტიმ რატომ წააგო მაინც ვერ ვხვდები! ხვიჩა ძალიან მონდომებული იყო. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თავით მოგერიება შეცდომად ჩაეთვალოს. დღეს ზელენსკი იყო საუკეთესო ნაპოლიში, ვინმეს ეს მოგწონთ თუ არა. ყველაზე მეტი ქულა შეფასება მიიღო.
დიმა
რუსი კომენტატორი მაგარია. ძველი დრო გამახსენა, საბჭოეთი.
s
ეს თამაში სპალეტიმ წააგო. Aრ შეიძლება კვარა ასე მიჯაჭვული იყოს მარტო მარცხენა ფლანგზე. პირველ 15 -20 შივე იყო შესაცვლელი სისტემა რითაიც დაიწყეს Gმაში. ადგილების შეცვლას თავდასხმაში და აქეთ იქეთ მოძრაობას დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ თამაშებში. ისე კვარას ასისტი უნდა ჩაეთვალოს, მაგრამ თავით თამაში სამუშაო აქვს როგორც სჩანს არა კომფორთულად დაარტყა თავი და ეტყობაოდ იმ წქამსვე რომ შეცდომა იყო...ეგ არაფერი მაინც სხვებთან შედარებით მაინც კარგად გამოიყურებოდა.
ტენ ჰააგი დააკვდება კვარას
ტენ ჰააგი რო წრთვნიდეს კვარას საოცრება იქნებოდა კვარა, აქ რაღცნაირად ზღუდავენ, სულ დაცვის გაწელვაზე ხო არ უნდა იყოს? აუ რეშფორდი გააცოცხლა ტიპმა და კვარას ვაფშე დახატავდა ეგეთი მწვრთნელი, 100% გამოავლენდა ყველაფერს, ტენ ჰააგი ს ტიპაჟი მწვრთნელი ჭირდება

ხვიჩას შეცდომაზე რომ ყვირიან ეს იტალიელები სხვებს რატომ არ ხედავენ? ოსიმენმა რატო გაანიავა მომენტები, ელმასმა რატო იეგოისტა, ზელინსკიმ რატო არ გაუკეთა ხვიჩას პასი, უამრავი ნიუანსია, რომლის გამოყენება და გოლად ქცევა შეეძლოთ. თურმე ხვიჩას ბრალია წაგება. იტალიურ გვერდებზე ამოვიკითხე რამოდენიმე კომენტარი, უმრავლესობის აზრი არაა კიდე კაი. მარა გავბრაზდი მაინც. უმადურობაა ეგ. გასაგებია, ვისგანაც მეტს ელიან, მეტს სთხოვენ მაგრამ პირველივე სეზონში ხვიჩას წყალობით რომ გაფრინდნენ და ყველა თამაშზე შედეგს დებდა, რომც დაეშვა შეცდომა რამოხდა მერე. 22 წლის ბიჭია და რამხელა პასუხისმგებლობა აქვა აღებული. სხვების შეცდომებს არ უყურებენ რატომღაც.
Red army
მანჩესტერში მინდა მერე აქედან რომ წასვლას გადაწყვეტს :), ტენ ჰააგი ჩვენს ბიჭის ტვინს სრულად გამოიყენებდა და საერთოდ იმენა ნადირი გახდებოდა
zura222
კორბენ ეხლა გუბერნია დაირქვი ? DDD
კვარას დიდ პატივსვცემ. ცოტა ხუმრობით, დღესაც ასისტი გამოუვიდა
ემიგრანტი
ისეთი კაი პასი გაუკეთა კვარამ რომ საგოლე პასI უნდა ეთვლებოდეს
ქ. გ.
სამი კაცი იდგა პასიურად (ზილენსკი, რაჰმანი და ანგისა) და თვალს ადევნებდა, ვესინო დარტყმისთვის რომ ემზადებოდა. დარტყმის მერე ზილენსკიც და რაჰმანიც ბურთს გაეცალა, იმის მაგივრად, რომ ბურთისკენ ეცადად მოძრაობა.
irakli81
მარიო რუის არ ყოფნა ეტყობოდა გუნდს, იქაც ხვიჩას მაგივრად მარიო უნდა ყოფილიყო, ეს ოლივეირა სად ჯანდაბაში იყო იმ მომენტში? შეტევაში გუნდს ვერ ეხმარებოდა და დაცვაშიც გოლის დროს რას აკეთებდა ნეტა? ზელენსკიმ კი ისეთი იღორა, ერთი ერთზე გაჰყავდა ხვიჩა, მაგრამ კარში დაარტყა. ხვიჩამ კი კარგად ითამაშა,ნაპოლის რიგებში საუკეთესო იყო.
Rt
ყველაზე გამორჩეული იყო კვარა წააგეს ნახევარდაცვაში ლობომ ანგისამ ზელენსკიმ ეს თამაში ...
გიო
ჩაკეტილი თამაში იყო. ნაპოლი მაღალ სისწრაფეებს ვერ უზრუნველყოფდა, ძირითადად ანგისასა და ზელინსკის მხრიდან. გამოჩნდა რომ შორეული კარში დარტყმები არ უვარგათ. აკლდათ ფანტაზიები, დროული და სწრაფი პასები ნაპოლის ნახევარდაცვას. დარწმუნებული ვარ რომ ესეთი თამაშის ბედს ხვიჩა გადაწყვეტდა, რომ თანაგუნდელებს მასზე ეთამაშათ უფრო მეტად. ხვიჩა ფორმაშია. მას უბრალოდ მწვრთნელისგან მეტი თავისუფლება და თანაგუნდელებისგან მეტი პასები ჭირდება. ამ თამაშში მხოლოდ ხვიჩა ამწვავებდა თამაშს. დრიბლინგიც ქონდა, სახიფათო ჩაწოდებებიც, პასიც და გახსნაც.
Leonardo Diserpio
სპალეტიმ წააგო დღეს, ზოგადად არ არის სპალეტი სკუდეტოს და ლიგის მომგები როჟა, გაუმართლა წელს კვარა რომ უყიდეს და აეწყვნენ კვარა და ოსიმენი. ამ ორის მოტივაცია მთელს გუნდს გადაედო და თამაშობენ საკაიფოდ. მაგრამ ორი კაცის მოტივაცია ვერ ათრევს მთელს გუნდს. თანაც ცალკე სპალეტის ამბიცია თვითონ მიიწეროს ტიტული არ აძლევს საშუალებას კვარაცხელიას შესაძლებლობები გამოიყენოს. კვარას უფრო ძლიერი მწვრთნელი სჭირდება, რომელსაც არ აქვს არავისთვის არაფერი დასამტკიცებელი, ანუ ჩემპიონი მწვრთნელი. რადგანაც წააგეს საბოლოოდ გამოჩნდა კვარას და ოსიმენის დუეტის ძალა. კვარა მაგარი შებოჭილი ჰყავს სპალეტის. იტოგში იქეთკენ ვიხრები რომ დავეთანხმო იმათ ვინც იძახის კვარა უნდა გადავიდესო სხვა უფრო ძლიერ გუნდში. როგორც ჩანს მართლა არ აქვს მაგას ჭერი და ძლიერ სასტავში უფრო მაგრა შეუძლია თამაში
nika
უყურეთ მოგერიებას? აბა ნახეთ მოგერიებული ბურთი სად ვარდება... დააპაუზეთ და ნახეთ... ხვიჩამ სწორად ითამაშა, ფლანგებზე ხდება ბურთის გატანა როცა არჩევანი გაქვს... ნაპოლის მცველებთან ბურთი 2-3 მეტრით ახლოს დავარდა ვიდრე ლაციოს თავდამსხმელთან. აქ დაცვის ჩავაედნა იყო დაარაფერი სხვა

ეს გუბერნია რა ფსკერ კომენტარებს წერს. ვინაა კგბშნიკი, ხვიჩა? ვაი საბრალო! ალბათ როგორი უბადრუკი ცხოვრება გაქვს, ასეთ საცოდაობებს რომ წერ

რა გააკეთეს იდეალურად, მთელი გუნდი დაცვაში რომ იყო და უსახურ ფეხბურთს თამაშობდნენ? შემთხვევითი გოლი და მოგება არაა კარგი თამაში. არაუშავს, მაგრამ ლაციოს კარგად ნამდვილად არ უთამაშია
რაბუ
არაუშავს, წაგება სტიმულია ხოლმე დიდი მიზნებისკენ
goga
მწვრთნელთა პაექრობა იყო და სპალეტიმ პირწმინდათ წააგო.
Skeleton
ჩემი აზრით ზელინსკის მაგივრად ელმასმა უნდა ითამაშოს. არ მომწონს საერთოდ ეგ ზელინსკი. ხვიჩა საუკეთესო იყო. ერთ მომენტში ზელინსკის რომ პასი მიეცა უეჭველი გაიტანდა მაგრამ იეგოისტა. ლაციოსნაირი გუნდები მეზიზღება რასაც ქვია. მთელი გუნდით დაცვაში და უცებ გადმოვარდნილ ბურთზე გეთამაშებიან. ხვიჩამ ურთულესი ბურთი გამოიტანა, მაგრამ სამწუხაროდ მისი მოგერიებული ბურთის შედეგად გავიდა გოლი. ერთი გუნდი თამაშობდა და მეორე ხელს უშლიდა, მთელი გუნდით დაცვაში, უსახური ფეხბურთი. არვიცი ატალანტასთან რა იქნება მაგრამ შეიძლება აწი ყველა გუნდმა ეგეთი უსახური ტაქტიკა აირჩიოს ნაპოლის წინააღმდეგ. რადგან შემტევ და ლამაზ ფეხბურთს თუ ეთამაშები ნაპოლი აუცილებლად მოგიგებს. ახლ 17 ქულით უსწრებს ლაციოს. ინტერმა და მილანმა თუ მოიგეს 15 ქულა იქნება სხვაობა. არ ვამბობ, რომ საქმე საგანგაშოდ ექნება ნაპოლის მაგრამ, წინ არის მილანთან, იუვენტუსთან, ფიორენტინასთან, ინტერთან თამაშები. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ყველა მნიშვნელოვანი თამაში წინ არის!
ვანო
ხვიჩაზე პასის არ მიცემა თუ ნაპოლის ტაქტიკაა, არ მესმის ასეთი მწვრთნელის, განსაკუთრებით დღეს ჩანდა, რომ იგნორს უკეთებდნენ თავისუფალ მდგომარეობაში. საერთოდ არცერთი მოთამაშე არ გავდა თავის თავს. ცენტრი ხომ მოშლილი იყო საერთოდ, გოლიც მაგათი ბრალი იყო.
Charley
ასე იცის ხვიჩას ჩარჩოებში მოქცევამ და მისთვის ნახევრად შეზღუდული უფლებით თამაშმა. ხვიჩას მეტი თავისუფლება სჭირდება უბრალოდ, ანუ დაკომპლექსებულია, სისტემის წნეხშია და ეს სპალეტის მინუსია . როგორც სულცკი ამბობდა, ხვიჩასნაირ მოთამაშეებს, მეტი შეცდომის დაშვების უფლება უნდა ჰქონდესო, დაკარგავს ერთს შეგიქმნის სამს მაგრამ ტლიპინა მაგრად სცოდავს კვარაზე ასეა ეს, არ უნდა ამას ბევრი ლაი ლაი რა. ყველამ ისწავლა სპალეტის არასწორ ტაქტიკური კაზუსი კვარაზე დაუყენებენ კუთხურის ალამთან მიჭაჭვულ ხვიჩას ორ კაცს და ხვიჩას 60 პროცენტი განეიტრალებულია. კიდე ნაპოლი ყველაზე იდეალურად მეგობრული გუნდიაო და მთელი გუნდი ნარცისები არიან ლოზანო ელმასი ზელინსკი კვარას 100 პროცენტიანი საგოლე პოზიციაში მყოფი კვარა დააიგნორენ დღესაც "იღორეს" რასაც უკვე პერმანენტული ხასიათი აქვს. ყველა ფეხბურთელი მაგრამ ელმასი ოსიმენი და ზელენსკი დღეს ნულს ქვემოთ იყვნენ. ეს ცივი შხაპიც საჭირო იყო და იმედია ის თავმოტლიპინებული შეცვლის ტაქტიკას და პირველ რიგში კვარას სრულ კარტბლანშს მისცემს მოედნის მთელ არეალზე. შდაბეჭდილება მრჩება რომ სპალეტი კვარას მხოლიდ 50 პროცენტს იყენებს დანარჩენი ორმოცდაათი კი მის ახირებულ ტაქტიკას ეწირება (კუთხურის ხაზზე) რომ ყავს მიწებებული ხვიჩა ეულად როცა კვარას შეუძლია მისი მრავალფეროვანი არსენალი ცენტრში შეწეულმა სრული ძალებით აამოქმედოს.
ზურა
კვარას ბევრჯერ არ მიცეს პასი როცა მარცხენა ფლანგზე თავისუფლად იყო, ფეხზე ორი კაცი რო აზის მაშინ აძლევენ პასს, რა იცი ვერ ხედავს ეს სპალეტი, პახოდუ აღარ იღებს ეს ბიეი თამაშს საკუთარ თავზე, ძაა ზღუდავს მგონი თუ რა არის ვერ ვხვდები
რა მაფიაა?
რომელი იყო ექსპერიმენტული, ჩვეულერბრივი სასტარტო შემადგენლობა იყო... არ წაუვიდათ თამაში კარგი ავტობუსის წინააღმდეგ, ხდება ხოლმე...
უყურე შენ!
ფსიქიატრიულიდანაც იწერებიან კომენტებს თურმე
nika
ეს კვარას ბრალი სულაც არ იყო, პირიქით, სწორად ითამაშა, ნახეთ ბურთი ნაპოლის მცველთან 2-3 მეტრით ახლოს ვარდება ვიდრე ლაციოს თავდამსხმელთან. მინიმუმ თანაბარ მანძილზე და მცველს და თავდამსხმელს შორის. ეს დაცვის შეცდომაა, უბრალოდ მოეშვა მცველი, ორი მცველი...
giorgi 3
მაინც ხვიჩა იყო ყველაზე მწვავე, მარცხენა ფრთა აკლებული ჰყავდა. სხვებმა ვერ აუბეს მხარი
გიო
არაუშავს იმდენი ქულით წინ არიან სკუდეტო 100% ნაპოლისაა.მთავარია აინტრახტთან როგორც დგეს ისე არ ითამაშონ
ლევანი
რა შეცდომა? ხვიჩას არ დაუშვია შეცდომა. შეცდომა იმან დაუშვა,ვინც არ გადაეფარა დარტყმულს. ყოჩაღ ლაციო, ყველაფერი იდეალურად გადაკეტეს. ხვიჩამ მაინც ქნა რაღაც, ოსიმ გაარტყა ძელს ოღონდ. მიხვდება სპალეტი, რომ ხვიჩას თავისუფლება უნდა მისცეს, სხვანაირად გაუჭირდებათ.
zura222
ხვიჩამ გოლის დროს კი დაუშვა აშკარა შეცდომა დაუწერელი კანონია ბურთს მცველი რომ იგერიებს უნდა მოიგერიოს ფლანგისკენ და არა ცენტრში ! მაგრამ აქ ვერც მოიგერიებდა სხვანაირად ძლივს მიწვდა ბურთს მაგრამ აქ უფრო მეტად იყვნენ დამნაშავეები ცენტრალური მცველები და ნახევარმცველები მარტო რო დატოვეს დამრტყმელი @ მაგრაამ მაინც ხვიჩა იყო დღეს საუკეთესო ! და ამიტომაც დატოვა ბოლომდე სპალეტიმ იმიტომ რომ მარტო ხვიჩა ამწვავებდა თამაშს და ოსიმენმა საგოლე მაგარი პასიც გაუფუჭა @ ადრეც ვთქვი რომ ასეთი მონოტონური და მოსაბეზრებელი მოკლე პაასები ცენტრში ვერ ამშვენებს ნაპოლის და ადრე თუ გვიან ჩაფლავდებოდა ასეთი თამაშით ნაპოლი და აი ჩაფლავდა კიდევაც @ დალოცვილო (სპალეტი) მოგებული გაქვს უკვე სკუდეტო და ატამაშე რაა გუნდი უფრო ლაDად შემტევად @ არააა ისევ ისეთი უაზრო გათამაშებები ცენტრში თითქოს ელოდებიან სანამ მეტოქე ყველაფერს გადაკეტავს თავის მოედანზე (მათ შორის ხვიჩასაც) @ ანგისა საერთოდ უნდა დასვას სკამზე ძალიან აყოვნებს შეტევებს და ელმასი უნდა დააყენოს მის მაგივრად ! დღეს მართალია ვერ ჩაერთო ელმასი თამაშში მაგრამ ძალიან ძნელია ასეთ თამაშში ჩართვა თანაც ბოლო 15 წუთში ცალკე თემაა კალენდარი--ეხლა მთელი 8 დღე უნდა იყოს უთამაშებლად ნაპოლი და მერე 11 ში აქვთ თამაში და მერე 3 დღეში ჩემპიონთა ლიგა ! არ შეიძლებოდა რომ 1-2 დღით გადმოეტანათ 11 ს თამაში ? არ ეხმარებია იტალიის ფედერაცია თავის გუნდებს და მერე წუწუნებენ რატო ვეღარ ვთამაშობთ კარგად ევროპაშიო @@
კახა
აი ვისაც არ გახსოვთ... აქ მისი გოლით მოიგო და ულამაზესი გააკეთა..მაგრამ დღეს მისი ბრალი არაა,,,იქარც უნდა ყოფილიყო წესით. საკუთარში ხო არ გაიტანა თან ორჯერ. https://youtu.be/tgc9yKRjunQ
რატი
და აი, გამოძვრნენ სოროებიდან.
1
სპალეტიმ რა გააკეთა ექსპერიმენტული შემადგენლობა შეყარა, მომგები შემადგენლობა არ იყო ეგ
ჯუჯი
ერთადერთი ხვიჩა იყო ,რომელიც თამაშს ამწვავებდა.სხვები ძალიან ნელა მოქმედებდნენ. ჩვეული სისწრაფეები არ იყო,თავიდან ოსიმენი და სხვებიც პასებზე ღორობდნენ.თუმცა ლაციომაც ავტობუსი ჩააყენა. გოლზე კვარას შეცდომა არ ითქმის.უბრალო სათამაშო ეპიზოდი იყო და კარგი დარტყმა გამოუვიდა. არა უშავს ყოველ შემთხვევაში ხვიჩა საუკეთესო იყო გუნდში.
el xixo
ამისთანა ყარაულის თოფი გოლი ცხოვრებაში არ მინახია
gulshematkivari0703
ჩემი აზრით პირველი ოსიმენი უნდა გაეყვანა სპალეტის.საერთოდ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო დღეს! პირიქით ხვიჩას ხელი შეუშალა ერთი მომენტი.არადა კარგი შეტევის გაგრძელება შეეძლო მაშინ კვარას! აქ ზოგიერთები რომ წერთ,ხვიჩას ასისტი გამოუვიდაო.მაგდენს უნდა ხვდებოდეთ,როცა მცველები ბურთს იგერიებენ (ამ შემთხვევაში ხვიჩამ მცველის პოზიციიდან ითამაშა) ნახევარმცველები აგრევე დაზღვევაზე უნდა გადავიდნენ,ართმევაზე! ასე რომ,ხვიჩა არაფერ შუაშია ამ გაშვებულ გოლთან!
Ქომაგი
რა შეცდომაზე წერთ, როგორც მისწვდა, ისე მოიგერია და რომ არ მოეგერიებინა, არანაირად ჯობდა, საჯარიმოში კეთდებოდა სახიფათო ჩაწოდება. მოგერიებულზე საყრდენებს უნდა ეთამაშათ, მაგრამ ჩაეძინათ, ისევე როგორც მეკარეს და კვარას შეცდომა რა შუაშია აქ. ეგ ერთი და მეორე: პასს რომ დემონსტრაციულად არ აძლევენ, სპალეტის არ იყოს, თქვენც ვერ ხედავთ? კარში რომ დაარტყა ზელენსკიმ და პასი არ მისცა 100% პოზიციაზე, ეგ იყო შეცდომა თუ იყო.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
რუსები მომავალ კგბშნიკს სულ მხარს დაუჭერენ მაგის ნუ გაგიკვირდება ძაან.
ლევანი
თამაში წააგო მწვრთელმა. ახალი ვერაფერი უჩვენა და ძველი ცუდად გაიმეორა. კვარაცხელია სულ რომ მიჩიხა ფლანგზე, პასს, რომ არ აძლევენ და მწვრთელი, რომ ამაზე არ რეაგირებს - შედეგიც სახეზეა. გასაგებია, რომ არ უნდა იყოს მხოლოდ კვარაცხელიაზე დამოკიდებულ, მაგრამ სულ რომ შეზღუდავს ფლანზგეზ და თან რომ დააკომპლექესბ, რომ ტავისუფლად არ გაბედოს თამაში თუ გადაწყვეტილებების მირება - ეს არის მიზეზი. წავიდეს ახლა და ცენტრში ხაზები ზომოს
კახა
ამ წაგებასაც თავისი მოტივაცია ქონდა,.. სულ ვერ მოიგებს გუნდი... რა ვიცით სპალეტი რა მონაზს ამუშავებს სამომავლოთ.გუნდი ორ ფრონტზე იბრძვის.. ჩვენ ჩვენის დავიცვათ, 90 ითამაშა.. მთავარი იცით რა არიის, ჩართავ ქართულ სპორტულ არხებს და ყველგან რაღაც სირობა გადის და ამ დროს რუსი კომენტატორები ხვიჩა ხვიჩას გაიძახიან და გიწევს ძებნა სად უყუროს ადამიანმა
gogi
რაც ხვიჩას მოუვიდა ჩვეულებრივი სათამაშო სიტუაცია იყო. ერთი ეგაა ბოლოს უფრო უნდა აეღო თავის თავზე თამაში და ეცადა ინდივიდუალურად გაერღვია ფლანგი. ინტერმა და ლაციომაც ანახა ნაპოლის სუსტი წერტილები და ამას რამე უნდა მოუხერხონ, თორემ იგივე სტილით სხვებიც ეთამაშებიან განსაკუთრებით ლიგაზე
ხელოსანი
პასის კვარას იტალიურად სპალეტიმ არ იცის ფეხბურთელებს რო უთხრას .
გაგი
ასისტი მაინც გვაქვს დღევანდელ მატჩში
გულშემატკივარი
მგონი ერთადერთი კვარა იყო როგორც კი პასს მიიღებდა(ოღონდაც მიეცათ) მაშინვე მოქმედება ხდებოდა!!! ოსიმენს დღეს არაფერი არ გაუკეთებია,სულ თამაშგარეში იყო!!!
gulshematkivari0703
რა ინერტულები იყვნენ ლობოტკა,ზელინსკი და ანგისა გოლის დროს! დააკვირდით არცერთი არ მივიდა ბურთთან როცა მეტოქეს (კვარას გადმოგდებულზე) ბურთი მისდიოდა! ნაპოლის ნახევარდაცვა დღეს უჩვეულოდ გამოიყურებოდა!
Spain
ბოლომდე დატოვა ხვიჩა სპალეტიმ, საუკეთესოდ მაინც ხვიჩამ ითამაშა, შეცდომაც ხვიჩამ დაუშვა.ვინც არაფერს აკეთებს, შეცდომასაც არ უშვებს. უფრო გააძლიერებს ეგ გამოცდილება!
zaza
არის თამაშები რომ ვერ თამაშობს გუნდი რა! შეტევაში ოსიმენი თავის თავს არ გავდა რა მომენტი გააფუჩა და მთლიანობაში ვერ ითამაშა. ლობოტკა, ანგისა და ზელინსკიმაც ჩააგდო თამაში. ეს ელმასი რა სისულელებს აკეთებდა! თამაშს ვინც ამწვავდებდა მარტო კვარა იყო, მაგრამ რა უნდა ქნას მარტო ერთმა კაცმა? მოედნის ცენტრში მაგრად დაჯაბნა ლაციომ დღეს.

სულ ნაპოლის ჰქონდა ბურთი, ცოლ-შვილით დაცვაში იდგნენ და ამოკეტეს კვარა და ოსიმენი. ასეთ ჩაკეტილ გუნდებთან უჭირს ნაპოლის თამაში. ვიცოდი დაღაც წააგებდნენ და ჯობია ეს ახლა მოხდეს, ვიდრე სეზონის მიწურულს

წინასწარ დავწერ, აფუთფუთდებიან ახლა კაი ხნის დახავსებულები, ნაპოლის წაგებას და მითუმეტეს ხვიჩას შეცდომას რომ ელოდნენ დუჟმომდგარი. სადმე რომელიმე თამაშს წააგებდნენ აბა როგორ იქნებოდა. აბა დაესიეთ ახლა, ცოტა ხანი გაიფერადეთ ცხოვრება.
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელი - "ნაპოლის" იანვარში უარი ძაკანიმაც უთხრა
"ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე - "ინტერს" გალიდერების შანსი მიეცა [VIDEO]
"ატალანტა" წაგებას გადაურჩა - დღეს "ნაპოლის" შეუძლია დაეწიოს
პენისის პროთეზის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში - "ლაციომ" კლუბის სიმბოლოს არწივის გამშვებ ადამიანთან თანამშრომლობა სასწრაფოდ შეწყვიტა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
"მილანის" მორიგი პრობლემა - მენიოს დისკვალიფიკაცია მისცეს
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ