ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

"ხვიჩა რამდენჯერმე არც კი შეიმჩნია" - "ნაპოლის" ქომაგებმა ჟელინსკი მკაცრად გააკრიტიკეს

"ხვიჩა რამდენჯერმე არც კი შეიმჩნია" - "ნაპოლის" ქომაგებმა ჟელინსკი მკაცრად გააკრიტიკეს

<p>გუშინ, სერია A-ს 25-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "ლაციოსთან" 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" ქომაგებმა პოლონელი ნახევარმცველი პიოტრ ჟელინსკი მკაცრად გააკრიტიკეს.</p><p>"ჟელინსკი ყველას გვიყვარს, რადგან ძალიან ტექნიკური და მრავალმხრივი ფეხბურთელია, თუმცა ძალიან სუსტია. გოლის გატანა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო, კვარაცხელია რამდენჯერმე არც კი შეიმჩნია. მინდა ვიცოდე, ასეთ დროს რაზე ფიქრობს, იმედია, გამოიღვიძებს".</p><p>"ასე თამაში არ შეიძლება, რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოიყენა. უკეთესი იქნებოდა მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში თამაში ელმასს დაეწყო".</p><p>"ჩვენი გუნდის ღირსებას უკვე 7 წელია იცავს და მუდამ ასეთი არასტაბილურია, არ მიკვირს, რომ ჯუნტოლი კონტრაქტს არ უხანგრძლივებს" - წერენ "ნაპოლის" ქომაგები" სოციალურ ქსელში.</p><p>შეგახსენებთ, "ნაპოლი" 65 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს, სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 11 მარტს "ატალანტას" წინააღმდეგ გამართავს.</p><p><p><p><p><br></p>

  • Ზაზა

    პასი კი არა ჩაჭრა იყო და თავისუფალ ზონაში ჩაწოდება, ნახევარდაცვამ -ჟელენსკიმ ვერ დაბლოკა და ვესინოსაც გაუვარდა ყარაულის თოფივით! კიდევ 30 -ჯერ რომ დაარტყას, კარსაც ვერ მოახვედრებს! დაცვას არც უნდა სჭირდებოდეს ხვიჩას დახმარება.

  • ნიკიფორე გურული

    კვარას სამი არც თუ ისე დამაჯერებელი თამაში მიეწყო ზედიზედ, მაგრამ დიდ ფეხბურთელებსაც ჰქონიათ უარესი. მთავარია კვარამ საფეხბურთო სითავხედე დაიბრუნოს და ტარანზე წასვლები დაიწყოს როგორც ადრე. პუბლიკას მონსტრები უყვარს. სხვა მხრივ სკამი გარდაუვალია. გუნდი როგორც ერთი ოჯახი-ეს ილუზიაა და გულუბრყვილობა. წარმოიდგინეთ რამდენს უნდა რომ კვარას ფეხი დაუცდეს, მაგალითად ელმასს,აქ რას წერენ არ ვიცი მაგრამ დაიწყეს უკვე ნეაპოლში კვარას კრიტიკა, იქაურებს კითხეთ. ერთი ორი ჩაგდებული თამაში და ვსიო სკამზეა. იმედია ასე არ მოხდება. ჯერ მარტო სპალეტი რომ უღრიალებდა ბოლო ხმაზე ხაზიო. იმ პითალო ოსიმენსზე რეაქცია არააქვ თამაშში რომ მგონი 10-ჯერ ხვდება აფსაიტში. თან ღორობს პრემიაც უნდა, ბომბარდირობაც და პასზე იასნია ნაბიჟვარი ჟელენსკივით არ შეიწუხებს თავს არადა კვარამ გაატანინა 8 გოლი და კვარას დარტმულზე დაამატა 2 იმ 19 გატანილიდან. ანუ კვარათი გაიტანა ნახევარზე მეტი. ჩვეულებრივი ჯუნგლებია, გუნდში ძმაკაცობა ჩემი შვილი ფეხბურთელია და ვიცი რაც არის.ფსიქოლოგიურად უნდა გაუძლოს და მხოლოდ ჩვეულ, ძველებურ საფეხბურთო თავხედობას უნდა მიაწვეს.დარწმუნებული ვარ გაატანინებს და ისეთი მონსტრი გაიჩითება როგორიც ქინქი იყო და ტრიბუნები გიო გიო ს გუგუნებდა. წარმატებებს ვუსურვებ

  • ზურა

    ერთ მომენტში,პასი რომ მიეცათ, სავარაუდოთ შეაგდებდა :(

  • ვანია-ს

    ჩვენ იმიტომ არ გვიყვარს რუსეთი, რომ ბევრი სიბოროტე აქვთ საქართველოს მიმართ ჩადენილი. რუსებს კი იმიტომ არ უყვართ არავინ რომ თვთითონაა ავადმყოფი, ბოღმა და უმადური ნაცია. ისე, რუსები არავის უყვარს. ცნობილი ფაქტია.

  • რონი

    რა არის იცით... შეიძლება მთელი თამაში არაფერი ქნა და მაინც საუკეთესო ფეხბურთელად გცნონ.... ამჯერად 7ველაზე საუკეთესო იყო....ნუ რაც არის არი

  • ძველი ხვიჩა მენატრება

    ვაღიაროთ ხვიჩა ისე ვეღარ თამაშობს როგორც სეზონის დასაწყისში.რა დრიბლინგები,ფეხებს შუა გატარებები,ორი კაცი ვერ იჭერდა.ახლა ერთ კაცს ვერ ატყუებს.რამდენჯერმა სცადა მოტყუება და კუთხურის ხაზს გაცდა.რო ვეღარ ატყუებს პასებს აკეთებს რთულ სიტუაციებში.

  • უფ, რა კარგია

    დაიწყეს უკვე არაქართველმა გულშემატკივრებმა პროტესტის გამოხატვა, კვარას იგნორზე, რამდენი ხანია ჟელინსკი ამას აკეთებს. ეგ პირველი შემთხვევა რომ ყოფილიყო, ასეთი აგრესია არ წამოვიდოდა პოლონელის მიმართ. უბრალოდ მაშინ იგებდნენ და ამიტომ უტარებდნენ. ჯერ სადაა, მალე გულშემატკივრები მოითხოვენ, რომ კვარა მაქს. დატვირთონ, ამას ყველას შეახსენებენ, ვინც კვარას ბურთს დაუმალავს. ჩვენი ბიჭი ამ თამაშშიც საუკეთესო იყო მომენტების შექმნაში

  • ქართველი

    რამდენიმე ტურის წინ, რომ დავწერე ზუსტად ასე, არ დამიჯერეს.

  • *

    ჰაა ტვინის მბურღველებო, რატომ არ აღნიშნავთ ამ ე,წ, მარადონას ბრწყინვალე პასსმოწინაღმდეგეზე, რასაც შესანიშნავი გოლი მოჰყვა??

  • ივან

    გაიარე რა შვილო, ამოვიდა ყელში თქვენნაირებისგან ვიღაცეების დამუნათება, ვითომ თქვენ მაგარი პატრიოტები ხართ, და სხვები კიდევ რუსეთის მოყვარულები. როგორც თქვენ არ გიყვართ რუსეთი, ისე არ უყვარს რუსსს სხვა ერი. რითი განსხვავდება შენნაირი ღრუზინი ღრუსისგან - არაფრით, ვიდრე არ მოიშორებთ მაგ დურაკულ კოპმლექსებს.

  • ირაკლი

    ვიღაც რუსი ანტონ საზონტოვი ბოღმას ანთხევს liweResultze ხვიჩა იმდენად გენიალურია რომ.მოწინააღმდეგესაც კი გაუკეთა ასისტიო.გიყვარდეთ ღრუსეთი

  • MARGALONA

    ნაპოლის გუშინდელ თამაშზე რა შეიძლება ითქვას, ვისაც ჰგონია, რომ ხვიჩამ ცუდად ითამაშა, ასეთებს ხოკეის გარდა არ უნდა აყურებინო არაფრისთვის. ხვიჩა მთლიანად შებოჭილი ჰყავს ,,სპალეტის ტაქტიკას". ასევე უკვე აშკარად გამოჩნდა, რომ გუნდში ხვიჩასადმი დიდი შურია. პასებს შეგნებულად არ აძლევენ. გუშინაც ორივე გუნდიდან საუკეთესო ხვიჩა იყო. ისეთ ხელსაყრელ სიტუაციაში არ აღირსეს პასი, რომ დღეს გადაჭრით შემიძლია ვთქვა, ეს არ არის დაუნახაობა, ეს არის შური, რომელიც მის რამდენიმე თანაგუნდელს აშკარად ეტყობა. მაინც პროვინციული გუნდია და ეს მომენტი სააშკარაოზეა. სწორედ, რომ დამარცხებას იმსახურებდა და დამარცხდა კიდეც. გოლის შემთხვევაში ხვიჩას ბრალი საერთოდ არ მიუძღოდა. გადმოგდებულ ბურთზე სხვები იყვნენ პასუხისმგებელნი. სპალეტის გუნდში არ აქვს მეგობრული ატმოსფერო, მოჩვენებითია ეს ყველაფერი....ასე თუ გაგრძელდა ჩემპიონობის ღირსებიც არ იქნებიან...

  • ლაშა

    ილივერა მართლა გაუგებარია თუ რა უნდა ძირითადში საერთოდ. ნამდვილად, არაზუსტი პასების სპეციალისტი და სულისჩამდგმელია!

  • T.q

    ხო აი მაგას ველოდები მეც აქ როგორ იმოქმედებს ერთი რაც არ მომწონს 2 მცველთან უჭირს უკვე და ეს ჩემი მთელი საუბარიც ამის ირგვლივ იყო იდეაში ფაქტია შებოჭილი ხდება და აქედან უნდა გაინთავისუფლოს თავი და რაც შეეხება დრიბლინგის წამოწყებას ერთიდაიგივენაირად იწყებს თითქმის და აქაც სიახლე უნდა შემატოს თავისთავს აი რომ ვუყურებ უკვე ვიცი რომ ორი ვარიანტი აქვს ან ცენტრისკენ გაიჭრება ან კიდევ კუთხურის ხაზისკენ კარის ახლო კუთხეში წაიღებს ბურთს და ეს უკვე წაკითხვადი ხდება ამიტომ სასწრაფოდ სიახლეები უნდა შეიტანოს თავის თავში და მცველების პირდაპირ მოტყუებას ფინტებით არ უნდა მოერიდოს მაგრამ ისიც იგრძნობა რომ სპალეტი ზღუდავს მას ამაში მაგრამ გამოუვალ სიტუაციებში უნდა ქნას ესე და ახოხოს გულის პირზე მცველები ეს თავხედობა სილამზე რაც ახლავს ამას და მისი ქარიზმა მოსწონთ ზუსტადაც მისი ვინც ასე მოკლე დროში შეიყვარა ასე ძალიან ის ფაქტია საფეხბურთო მოვლენაა ჯერ ნეაპოლში და მერე საერთოდ ფეხბურთში ამიტომ რომ არ ჩააქროს თავის ტემპი სიახლეებია საჭირო დროულად და უნდა იმუშაოს ამაზე

  • ობიექტური...

    დიდებული იუმორი...

  • ვახო.ხო

    დიდი სტრატეგი არ ვარ,მაგრამ შპალერის ადგილზე ხვიჩას მეტ სივრცეს მივცემდი,ანუ მარცხენა ფრთიდან ცენტრისკენ შევწევდი ხანდახან,ხვიჩა ორივე ფეხს კარგად ფლობს და პასებსაც კარგად გადანაწილებს ცენტრიდან და დრიბლინგისთვის მეტი სივრცე ექნებოდა

  • irakli

    რა შუაშია ეროვნება, ქართველები ვართ თუ ვართ შურიანები. ჟელენსკის და ელმასსაც ეს სჭირს უბრალოდ. ნუ ოსიმენიც ჟმოტია, მაგრამ ამას პრემიები აქვს ამოსაქაჩი გოლების გატანაზე. ამიტომ უნდა დაავალოს მწვრთნელმა რომ თვალი გაახილონ თამაშის დროს ან ერთი ადგილი გაისივონ სათადარიგოთა სკამზე:)

  • ზაქრო

    ჟელინსკი პოლონელია და ამით ყველაფერია ნათქვამი. აშკარად არ აძლევდა პასს კარგ პოზიციაში მყოფ ხვიჩას.

  • საქართველო

    ეს პირველად არ ხდება სხვათაშორის და არა მხოლოდ ზელინსკი ოლივეორაც არ აძლევს პას სამწუხაროდ, ისე ზელინსკის ეტყობა რო ძაან ეგოისტი ფეხბურთელია

  • nika

    ყოველთვის არ მისცემენ პასს და კარგია რომ არ აძლევენ, თუ არადა გამოდის, გუნდი უნდა აეწყოს კვარაზე და წაგებაც მაგას დაბრალდეს ხოლმე. კვარას საქართველოს ნაკრებშიც საკმარისად შევტენით ბურთს, აქაც ეყოფა თავის თავზე აღება და ნაპოლი რატომ უნდა ათრიოს? სულ არ მინდა, კვარას აჩეჩებდნენ და მერე საყვედურობდნენ დაკარგვას. ასრულებს მწვრთნელის დავალებას და მორჩა. 7 მოგების მერე ერთი წაგება ავტობუსთან არაა დიდი ტრაგედია, თან სერია-აში ხდება ეს ყველაფერი და ლაციოა, ორღობის გუნდი კი არაა, იუვენტუსსაც სისხლს უშრობდა იმ ზეობის ხანაში.

  • civi

    გუშინ წააგეს კიდევ თუ გაგრძელდა სერია სპალეტის მაგ პოლონელს ნეაპოლელი ტიფოზები მიუჩენენ ადგილს კვარა კი გაშლის უფრო ფრთებს .

  • rigiti

    ჩაუთვალეს ოღონდ მინუსით?!!!

  • goga

    არა უშავს 75 ათასი კაცი რომ აუბრავლდება სპალეტის და მაგ პოლონელს დალაგდება ყველაფერი აი გუშინ წააგეს კიდევ თუ ასე გაგრძელდა პასებს კი არა რაც გინდა ქენიო ეტყვიან .მალე ახლოვდება ეგ დრო .

  • zurabi

    ყველაფერში გეთსნხმები ჩემი სათქმელი დაწერე ..მაგრამ მწვრთნელს თუ აქვს დავალებული ? ეხლა ნაკრების თამაშები ახლოვდება და ვნახოთ სანიოლი როგორ გამოიყენებს კვარას მრავალ მხრივ ნიჭს ფაქტია ნაპოლიში ძალიანაა კუთხურის ალამთან მიჯაჭვული .

  • tngh

    წარმატებები ხვიჩას... და საქართველოს ნაკრებს!!! "ნაპოლის" ჩემპიონობა მესიამოვნება...

  • ეჰჰ

    მიდი ბიძია მაშინ შენ ჩაიბარე ნაპოლი და ეგ იქნება რა.

  • ALONZO

    არა უშავს, ქომაგები ხომ ხედავენ.ჩემპიონთა ლიგაზე მიჩაგრავს სპალეტი.

  • T.q

    ხოდა გუშინ რატო ოსიმენს არ დაუძახა კაცო? სამასჯერ რო აღმოჩნდა თამაშგარეში მაშინ არ მოეშალა კაცოს ნერვები?? მაგრამ ოსიმენთან არ აქვს --აკი!

  • მარტოხელა მგელი!

    ჟელინსკი რომ არაკაცურად და არა სპორტულად იქცევა თავიდანვე შევატყვე, გუშინ ნერვები "მომიწამლა", გამიზნულად არ აძლევდა პასს ხვიჩას! პალეტიც კაი "კვერცხია", ერთხელ მოხვდა კვარა თამაშგარეში და კინაღამ სტადიონზე შევარდა ხაზს უყურეო, ოსიმენი ათიდან 6 თამაშგარეა მაგრამ.....!!!! რა უნდა ოლივერას მოედანზე საერთოდ!!!!

  • T.q

    მოკლედ მე მინდა კვარაცხელიაზე დავწერო ეს არ არის მისი კრიტიკის კომენტარი უბრალოდ ფაქტი მინდა ავნიშნო და კარგი გაგებით მინდა გავაკეთო ეს შესაძლოა მოხდეს ისე რომ შემთხვევით ჩვენი რომელიმეს კომენტარი წაიკითხოს და გამოადგეს კიდეც. მაშ ასე ვიცით ყველამ რომ გვერდიდან ყველაფერი თითქოს უკეთესად ჩანს ვიდრე თავად შეიძლება დაინახო შენთავში რაიმე ამიტომ მინდა ავღწერო რა დააკლდა კვარას გუშინ. კვარაცხელია ფაქტია უკვე ვარსკვლავ ბიჭუნაა როგორც ვეძახით ახალ დაბადებულ ვარსკვლავს ყველა უნარი და თვისებები აქვს მას რომ უდიდეს მწვერვალს მიაღწიოს თუმცა მას ახალი განვითარების ეტაპი ჭირდება და თავისთავის დახვეწაზე კიდევ მეტი უნდა იმუშაოს ის შესანიშნავი ინდივიდუალისტია ეს თავადაც შესანიშნავად იცის ამიტომ მთელი თამაშის მიმდინარეობისას უნდა გაბედოს და რაღაც მომენტში გადამწყვეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თავზე და როცა მოხდება ისე რომ თავის ინდივიდუალური ქმედებებით მატჩის ბედს გადაწყვეტავს უზარმაზარ ენერგიას და თავდაჯერებულობას იგრძნოსბ და კიდევ უფრო გაიზრდება როგორც ვარსკვლავი და გუშინ ეს უნდა გაეკეთებინა ერთხელ მაინც. რა ჩანს ეხლა გვერდიდან? აინტრახტთანაც და გუშინაც გამოჩნდა რომ როცა ორი კაცი ყავს მას მეურვე ის ჩერდება და მარტივი ხდება მისი განეიტრალება არ ვიცი ეს მარტო მე დავინახე თუ თქვენც, აინტრახტთან ის ულამაზესი პასი რომ გააკეთა სამი კაცი ყავდა და იმ პასის მომენტში სამივე მარილზე გაუშვა და ამ პასამდე ანგისას ცენტრში პასი რომ მისცა აი იმ პასის მომენტში სულაც კვადრატში მოაქციეს ოთხი კაცი დაესხა თავს ანგისას მისცა პასი გაძვრა საჯარიმოში შეიჭრა მიღო ანგისასგან პასი და გააკეთა ის რაც გააკეთა კი აინტრახტთან მან შეძლო თავის თავის რეაბილიტაცია მაგრამ ასე ყოველთვის არ გამოვა და სამწუხაროდ ასე მოხდა გუშინ ამით იმისთქმა მინდა რომ ერთი ერთზე ის უბრალოდ შეუდარებელი და დაუმარცხებელია ანადგურებს ყველაფერს რაც წინ გადაეღობება მაგრამ საკმარისია ოდნავ მეტად სივრცე შეუზღუდონ ორი კაცი მიუჩინონ და განეიტრალებული ხდება ეს უკვე ცუდია პლიუს ამას როდესაც დრიბლინგს იწყებს თითქმის უკვე ერთ სტილში აკეთებს ამას და ესეც ცუდია რადგან მცველებმა უკვე ადაპტაცია გაიარეს მასთან და შეისწავლეს მისი სტილი და ამოცნობადი ხდება ვიმეორებ ეს არ არის კრიტიკა რადგან გუშინ პასი ან გოლო არ მოგვცა. მე მინდა რომ კიდევ უფრო ძლიერი გახდეს იმ არსენალს მას რაც გააჩნია კიდევ დაუმატოს სიახლეები იმუშაოს ახალ მოძრაობებზე გარღვევების მცდელობები ქონდეს და რაც მთავარია დაამუშაოს მოკლე სივრცეში ბურთის უკეთესი კონტროლო და როგორ გაუმკლავდეს თუნდაც ორ კაცს ერთ დროულად ჩვენ ვიტყვით რომ მიდი ძმაო და შენ რას იზავ აბა? ჩემი პასუხია რომ მე მისი დონის არ ვარ და ვერც ვერასოდეს ვიქნები და თვითონ რა ტალანტიც არის ეს უნდა შეძლოს და ყველამ ვიცით რომ მას შეუძლია ორი კი არა სამი ერთად კადაკვანძოს ერთმანეთზე ამიტომ დროა მან განაახლოს თავის მოძრაობები და იმიშაოს ამაზე რომ დაამუშაოს ახალი ცრუ მოძრაობები და მოუმატოს პატარა სივრცეში ბურთის კონტროლს ეს მას ძალიან ჭირდება და თუ ვიკითხავთ ვინ აკეთებდა ამას პირველი მაგალითი არის მესი რომელიც სამი და ოთხი კაცი ვერ ართმევდა ბურთს მიწებებული ქონდა ბურთი ფეხზე. პს მე კვარაცხელიამდე ბავშვობიდან მილანის გულშემატკივარი ვარ ამიტომ არც მესია ჩემი კუმირი თუმცა ვაღიარებ მასაც და რონალდოსაც. მოკლედ კავარცხელიას ახალი მოძრაობები უფრო მეტი გამბედოაობა და მეტი ბურთის კონტროლი ჭირდება სიმჭიდროვეში წინააღმდეგ შემთხვევაში დაცვით სტილში ის ხშირად განეიტრალებული აღმოჩნდება და აინტახტის შემდეგ სარიმაც იგივე გააკეთა და აინტრახტისგან განსხვავებით მისმა მცდელობამ გაამართლა სამწუხაროდ.

  • G.LA

    შოდა-ს რა მაქვს გადამეტებული რეალობის შეგრძნება დაკარგული საინტერესოა. ხვიჩა ოქროს ბურთის 10-ში რომ არის მე ვამბობ თუ ფრანს ფუტბოლი წერს? იქნება გადამეტებული აზრი აქვთ ვინც ხვიჩაზე საუბრობენ ანრი, კასანო და სხვები, ან ევროპის მედიაში რომ წერენ? ქართველი ფეხბურთელი ევროპის 10-ში შედის და ხმა არ ამოვიღოთ? მგონი ათეულს ბევრი ვერც იაზრებთ რას ნიშნავს და რამდენი ფეხბურთელია მის უკან ევროპაში და სხვა რაღა გინდათ მე ვერ ვხვდები?

  • საინტერესოა!

    ხვიჩას ნაპოლის გაშვებულ გოლზე ასისტი ჩაუთვალეს?

  • G.LA

    თურმე ჩვენ არაფერი გვეჩვენება და ეს პირველად არ ხდება. ზელენსკი ნაგავი ნაბიჭვარია და შურიც აქვს ეტყობა გულში. ხშირად არც კი იყურება ხვიჩასკენ ვითომ მოედანზეც არ არის. სულ მიკვირს ნუთუ სპალეტი ვერ ამჩნევს და ამაზე რეაგირებას არ ახდებს?

  • სოსო

    ჟელინსკის ნაცვლად,ელმასს ეთამაშა?როცა შეცვლაზე შემოვიდა,არც ის იყურებოდა გვერდზე და თვითონ ცდილობდა შეტევის დასრულებას.გამიკვირდა კიდეც.შესაძლოა სპალეტიმ დაავალა,თუმცა ძნელი დასაჯერებელია,ასეთი დავალება მიეცა.კი,ცდილობდა ძალიან აქტიური ყოფილიყო,მაგრამ გუნდური თამაში,აშკარად მოშალა. ჟელინსკიზე ვეღარ გავიგე,რა გვარია...!ხან ზელინსკიაო,ხან ჟელინსკიო,ხან ზელენსკიო!რაღაც ერთ ვარიანტზე მივიდნენ და ჩვენც გაგვაგებინონ.

  • ქობულეთიდან

    ნამდვილად ასეა, მერამდენედ ხდება რომ ზელინსკი ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ კვარას პასს არ აძლევს და ეგოისტურად ურტყამს კარში.დავიჯერო ამას სპალეტი ვერ ამჩნევს?

  • შოდა

    ხვიჩას მთელი საქართველო გულშემატკივრობს, ყველას გვიხარია (ზოგიერთი თახსირი გამონაკლისის გარდა) მისი და საერთოდ ნებისმიერი ჩვენი სპორტსმენის წარმატება. მაგრამ ხვიჩას გულშემატკივრების უმეტესობას რეალობის შეგრძნება დაკარგული აქვს. სპორტსმენის შეფასებისას ადამიანების უმეტესობა ძალიან ამპარტავნული, უსამართლო და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისაა! ჰოდა როგორებიც ფეხბურთის შეფასებისას ვართ, ისეთები ვართ ცხოვრებაში და ქვეყანაც მიტომ გვენგრევა თავზე! - ყოყლოჩინობა, სიბრიყვე და ზედაპირულობაა ყველა სიგლახის მიზეზი!

  • ლაშა

    განსაკუთრებით მაშინ არ (და არა ვერ) შეამჩნია, როდესაც ბურთის გაეტარების გახსნილ შემთხვევაში ხვიჩა მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდებოდა!... ესეთი ეგოისტი ფეხბურთელი არ მინახია. სხვის ფლანგებიდან აქტიურობდა, ხან მარცხენა და ხან მარჯვენა ფლანგიდან კუთხურს აწოდებდა და სულ უშედეგოდ! არც სხვას აცლიდა და არც თვითონ გამოსდიოდა და ამიტომ ზაფხულში უპრიანი იქნება მისი ნაპოლიდან აბარგება (მას ისედაც ყიდიან იტალიური საზომით მაღალი ხელფასის გამო).

  • Givi

    100% vetanxmebi da saertod es marto gushin ar xdeboda,adrec kofila rom uketes poziciashi mkofi kvarastvis pasi ar miucia da shoridan daurtkams ushedegod.

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ