"ნაპოლის" წაუგებელი სვლა შეჩერდა. ეს სადღაც მაინც უნდა მომხდარიყო. მთავარი ისაა, რომ წნეხი საკმაოდ შემცირებულია, რადგან ლუჩანო სპალეტის გუნდს კომფორტული სატურნირო მდგომარეობა აქვს.

ნეაპოლელთა მარცხში ლოგიკური მარცვლების ძიება შესაძლებელია. გარკვეული ხარვეზები, რომლებზეც ჩვენც მიგვითითებია, ერთგვარად დაგროვდა და "ლაციომ", რომელიც არასტაბილურობით გამოირჩევა, თუმცა ძლიერი გუნდების დამარცხება იცის, ყველაფერი ეს თავისთვის სასიკეთოდ გამოიყენა...

რა ახსნა შეიძლება? სტანისლავ ლობოტკას მუდმივად ვაქებთ, თუმცა ბოლოს ნახევარდაცვაში არსებულ პრობლემებზე ვწერდით, რაც შეტევის ორგანიზებას უკავშირდებოდა. ამონარიდი წინა ტურის შემდეგი წერილიდან: "სპალეტის გუნდს იერიშების წამოწყება უფრო მეტად გრძელი და დიაგონალური პასებით უწევს. როცა "კვარა" და ოსიმენი გყავს, ყოველთვის შეიძლება გოლი გამოადნო, თუმცა შეტევაში მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია." რომაელთა წინააღმდეგ ეს პრობლემა უფრო გამოკვეთილი იყო, მასპინძელთა შუა ხაზი თითქოს გუნდის ერთიანობისგან მოწყვეტილი გამოჩნდა, რაც ამ დოზით გასაკვირია. სტუმართა თავკაც მაურისიო სარის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლობოტკასთვის სამოძრაო არეალის მაქსიალურად შეზღუდვა იყო, რაც გამოუვიდა. ის, რომ "ნაპოლი" ანგარიშის წაყვანის შემდეგ ბევრად უკეთესია, ერთხელაც დავინახეთ.

მხოლოდ შეტევით ასპექტებზე რომ არ ვისაუბროთ, ნეაპოლელთა გაშვებული გოლის ეპიზოდი უფრო ვრცლად განვიხილოთ. შესაძლოა, კვარაცხელიას ბურთი იდეალურად ვერ დაეგდო, თუმცა საყრდენმა ნახევარმცველებმა ვესინოსთვის ხელის შეშლა საერთოდ ვერ მოახერხეს. პიოტრ ზელინსკის მცდელობა თუ არასაკმარისი გამოდგა, ზამბო ანგისა მთელი ამ მოვლენების განმავლობაში სიტუაციას მოწყვეტილი იყო, სათანადო მოძრაობა და დაზღვევა ვერ ვნახეთ.

ქართველი გარემარბი ნეაპოლელთა მხრიდან ყველაზე მწვავე იყო, თუმცა ეს შეხვედრის გადასარჩენად საკმარისი არ გამოდგა. მატიას ოლივერაზე ადრე დაგვიწერია, რომ ის ჩვენებურს სივრცეებს კარგად უხსნის და ხვიჩაზე გაზრდილ ყურადღებას სათანადოდ იყენებს. ბოლო დროს რომ ასე ნაკლებადაა, ამასაც აღვნიშნავთ. დარწმუნებული არ ვართ, რომ "კვარას" ფრთაზე ამ პრობლემას ბოლოდროინდელ სათამაშო ფორმაში მყოფი მარიო რუის დისკვალიფიკაციის მოხდა მოაგვარებს. მარცხენა მცველებს კონდიციებში დაბრუნება მოუწევთ. საპირისპირო ფლანგზე ჯოვანი დი ლორენცოს გაცილებით დამაჯერებელი, მებრძოლი და სახიფათოა.

"ნაპოლი" მიმდინარე წელს მეორედ დამარცხდა - "ინტერიც" და "ლაციოც" უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდები არიან. სპალეტის ბიჭებმა პირველ წრეში მთავარი კონკურენტების დაჯაბნა მოახერხეს, უმეტეს შემთხვევაში მისსავე მოედანზე და წარმატება ახლაც უნდა სცადონ. მოდუნების დრო არაა, აპრილი განსაკუთრებით დატვირთული იქნება - "მილანთან" და "იუვენტუსთან" დაპირისპირებები და სავარაუდო მეოთხედფინალები ჩემპიონთა ლიგაზე. გარდა ამისა, ჩემპიონატი გრძლი მარათონია და დაუგეგმავი ქულებისგან თავის აცილება სკუდეტოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

სერია "ა"-ს ლიდერებს "ლაციოსთან" ყველაზე კარგი ეპიზოდი ისევ კვარაცხელია - ოსიმენის კომბინაციის შემდეგ ჰქონდათ, როცა გოლამდე ცოტა დააკლდათ, მაგრამ ნიგერიელი საკუთარ თავს მაინც არ ჰგავდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი უკვე აღვნიშნეთ, შუა ხაზიდან შეტევების წარმართვის ნაკლებობა, თუმცა ვიქტორი გამორჩეული იმითაა, რომ ყველა ეპიზოდში იბრძვის, მთელ მოედანს ფარავს და ბურთის "მოპარვას" ახერხებს. ყოველთვის ერთ დონეზე თამაში არ გამოვა.

ის, რომ ნეაპოლელთა მთავარი მწვრთველი ბოლო დროს როტაციაზე უარს ამბობს, მაინც გასაკვირია, რადგან მისგან ასე გამოკვეთილ თერთმეტეულს ამ სეზონში შეჩვეულნი არ ვიყავით. ამასობაში, ელიფ ელმასი თუ ჯოვანი სიმეონე თამაშში ისეთივე მწვავედ ვეღარ ერთვებიან. რა თქმა უნდა, როცა ანგარიში შენი გუნდის სასარგებლოდაა, მაშინ სათადარიგოთა სკამიდან შესვლისას შემტევს მეტი სივრცეები აქვს, თუმცა მათ "ლაციოსთან" თამაშს მხოლოდ ამით ვერ ავხსნით. შესაძლოა, სპალეტიმ ბალანსი მაინც ხელიდან გაუშვა. ამასობაში, თითქოს მინიმუმამდე დაყვანილმა ეგოიზმმა თავი ისევ იჩინა.

შემდეგი შეხვედრა ისევ საშინაოა, ამჯერად "ატალანტასთან". ამ წაგებით კატასტროფული არაფერი ხდება, თუმცა სასურველია, "სტადიო მარადონაზე" გუნდმა ქულები ისევ არ დაკარგოს, რამაც ხელი თავდაჯერებას შეუშალოს, წარუმატებლობამ კი ერთგვარი სერია მიიღოს. საჩემპიონო ინტრიგა ასე თუ ისე, კვლავ არსებობს და წმინდა სპორტულად ეს უფრო საინტერესოა, სკუდეტო კი ახლოსაა!..

გიორგი
სპალეტი რას ფიქრობდა როცა ჟელინსკი დატოვა მოედანზე და ამგისა გაიყვანა? ჟელინსკი ნახევარდაცვის მთავარი პრობლემა იყო ლაციოსთან. ძალიან ბევრ მომენტში კვარასკენ არც კი გაიხედა როცა კვარა ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაზე იყო, მაინც სხვაგან აკეთებდა პასებს ან კარებში ურტყამდა არაფრისმომცემად. სპალეტის თუ წაგება გათვლილი არ ქონდა ეს უნდა შეემჩნია. ოსიმენმაც ვერ გამოიყენა კვარას პასი, ლოზანომაც იღორა როცა კარებში დაარტყა და პასი არ გააკეთა, თითქმის აუცილებელი გოლი იქნებოდა რო არ დაერტყა და პასზე ეფიქრა. მარჯვენა ფლანგი დატვირთეს მაქსიმალურად, როცა მარცხენა ფლანგიდან იქმნება ნაპოლის შედეგიანი შეტევები უდიდესი პროცენტი. მოკლედ სპალეტიმ ყურადღება უნდა მიაქციოს ფეხბურთელები ეგოიზმს და ყველაფერი კარგად იქნება.
გიორგი
ვაჰ აბა სულ ხო არ მოიგებს.ჯერ სადაა გაინაღდებს თუ არა სკუდეტოს მერე ნახეთ თქვენ თამაშების გაყიდვა და გარიგებები.დღეს ფეხბურთი სპორტი აღარაა ბიზნესია ტოტალიზატორის მაფია ლოგიკურად აღარაფერი ხდება და ვერ გაიგებ დღეს ვისი როიალი ვის პიანინოშია.სამარცხვინოა ამ დონეზე რომ დაეცა არა მარტო ტოპ ლიგები არამედ ყველა ქვეყანა ყომარობს და ტეხავს დატვირთულ თამაშებს ანუ რომელიც ფავორიტია და კაზინოში დიდი ფულია შესული
ვახ )))
)))))))) ლეგენდებიც აგებენ კაი იყო... ლაშა სახელს არ ვერჩი ცხადია, მარა ჯამლეტი ან ლავრენტი უფრო მოუხდებოდა ამ კომენტარის ავტორობას ))
აჩი
შეიძლება ვცდები, მაგრამ მომეჩვენა, რომ შეტევის ბოლო ფაზაში გახსნილი ხვიჩა რატომღაც არ დაინახეს/პასი არ მიაწოდეს. ეს ცოტა არ იყოს, ცუდად მეჩვენა.
რომაელი
ლაციოს ფანი ვარ ბავშვობიდან და სუბიექტური ვიყო იქნებ მაგრამ პირველივე ძლიერმა გუნდმა დაჩაგრა ნაპოლი
სოსო
ეს მომენტი გამეორებაზე კარგად ჩანს, როცა ლაციოს მცველი ხელით გამუდმებით უბიძგებს კვარას და ამ ბიძგის შედეგია რომ ააცილა კვარამ ფეხი.. ანუ ძალიან კარგად ითამაშა ხვიჩამ- შორიდან კამერა ამას ვერ აფიქსირებს .... და საერთოდ თამაშშიც თუ რამე გამწვავების მაგვარი შეიქმნა თითქმის ყველაში მონაწილეობდა. უბრალოდ ცოტა უიღბლობა იყო რომ გოლი არ გავიდა. მომენტები ძალიან კარგად ჩანს კრისტალსპორტის ამ ბმულზე ნახეთ თავად დარწმუნდებით ყველა https://www.crystalsport.ge/news/51984
თემური
იქნებ ასე შევაფასოდ: ეს იყო დროული წაგება (მართლა ყველა თამაშს ერთნაირად ხომ ვერ ითამაშებს). ნაპოლი თამაშს გაარჩევს, ამ წაგებიდან დასკვნებს გააკეთებს და 16-ის თამაშს მომზადებული შეხვდება! წარმატება ხვიჩას და ნაპოლის!
xuta
ვ ა ლ ე რ ი ლიპარტელიანი ფინალშია!!!
გიო
100$ ხართ
ლაშა-ს
ანუ, თქვენი ლოგიკით, 1965 წლის ფორმაციის სსრკ ნაკრები უფრო ძლიერი იყო, ვიდრე პელეს და გარინჩას ბრაზილია? :))
100%
ჩემს აზრს ვიტყვი, სპალეტი გადავარდა ეიფორიაში. ხვიჩასნაირი ფეხბურთელი როცა გყავს გუნდში მაქსიმალურად კომფორტი უნდა შეუქმნა, რადგან მოედანზე ფეხბურთელი აკეთებს საქმეს. ხვიჩა დაკარგული იყო კუთხურის ალამთან და დიდი პოტენციალი იყო დაკარგული. ზელინსკი ცალკე თემაა. ხან მგონია შურის ამბავიც არის ხვიჩას მიმართ. (მინდა ვცდებოდე).
სპალეტის!
ანგისამ კვარას, იმაზე აკოცოს, თუ ჩაუვარდი, მაგას ვაჩვენებ.......

შუაში კი არა თავშია. ჰკითხეთ ავტორს.
დრანდელი
ნაპოლი მძლავრ სვლას კვლავ გააგრძელებს,ხვიჩა კი -ლამაზ და შედეგიან თამაშს!ასე იქნება ეს!!!
ბაჩო
ჩემი აზრით ზელენსკი არარი ძირითადის კაცი ელმასი და კვარა ერთად უკეთესი იქნება ხანდახან კვარამაც უნდა შეიწიოს ცენტრში და ელმასი მარცხნივ, ზელენსკი პასებსაც არიძლევა ალბათ ცოტა ბოღმიანი ფეხბურთელია მაგრამ კვარასთან ახლოსაც ვერმივა!!!
რეზო
შეუძლებელია გუნდმა ( მითუმეტეს ნაპოლის კალიბრის) სეზონი ჩაბარდნების გარეშე განვლოს. განსაკუთრებით, არ წააგოს საერთოდ. არაფერი არ მომხდარა. ოღონდ! - როდესაც პოტენციური 41 ქულაა გასათამაშებელი, არ არის წინადწარ ზეიმი საჭირო. 15- 18 ქულა გარანტია არაა. ყველაფრის გასაღები ფსიქოლოგიაშია. მტავარია სპალეტიმ გუნდში ატმოსფეტო დაალაგოს. ძალუან არ მომეწონა ანგისას რეაქცია კვარას რო ბურთი გაექცა. უფრო სწორად წონასწორობა ვეღარ შეიმაფრა და ვერ მოარტყა ფეხი. ამისთვის დასატუქცი ყავს მწვრთნელს. სხვა შემთხვევაში კონფლუქტი გარდაუვალია. გუნდელს რომ რამე არ გამოსდის, მხოლოდ გამხნევება
Konti
ToTos ბრალი ხომ არაა - კუშო მოიხსნებოდა!!!!!
ჯუჯი
სსრკ-ბრაზილიის თამაში რა შუაშია.
ქართველი
ვერ ვხვდები რატოა ამხელა აჟიოტაჟი წაგების გამო. დიდი ამბავი რა მოხდა მერე გეგონება ლიგის ფინალი წააგეს. +15 უჭირავთ თავი ქუდშიაქვთ. მორჩნენ ამუაზრო დრამატიზებას
ლაშა
1965 წლის 4 ივლისს მოსკოვში ბრაზილიის ნაკრებმა 3:0 მოუგო საბჭოთა კავშირის უპირველეს გუნდს, პელეს დუბლით და ფლავიოს გოლით. (სსრკა: ბანიკოვი (კავაზაშვილი, 46), დანილოვი, პონომარიოვი, სიჭინავა, ვორონინი, ივანოვი (ბანიშევსკი, 46), ჰუსაინოვი (ლოგოფეტი,46), მესხი, მეტრეველი, ბარქაია (ბიბა,68), რიაბოვი; ბრაზილია: მანგა, ბელინი (დიტაო), ჯალმა სანტოსი, ორლანდო, რილდო, დუდუ (დიასი), ჟერსონი, ჟაირზინიო (გარინჩა), პელე, პარანა, ფლავიო არბიტრი: ჰანს კარლსონი.). ხანდახან ლეგენდებიც აგებენ! რაც შეეხება ლაციოს, რომელიც მეორე ადგილზე აღზევდა 17 ქულით ჩამორჩება ნაპოლის, რომელმაც 6 თვის წინ გასვლაზე მოუგო რომაულ კლუბს, მაგრამ შინ წააგო. მესამეზეა ინტერი, რომელთან გასვლაზე წააგო და იმედია სახლში მოიგებს, რითაც ამ კლუბებთან მიმართებით "ანგარიში გასწორდება". ყოველთვის ვერ მოიგებ თუგინდ სუპერკლუბი იყო, ხანდახან გადატვირთვაა საჭირო და როგორც ნათქვამია: რაც არ გკლავს ის გაძლიერებს. თუგინდ კვარას მცდელობა ბურთი მოეგერიებინა, ეს მწვრთნელმა შეცდომაში არ ჩაუთვალა, რაც სპალეტის არა როგორც დიდი მწვრთნელის, არამედ დიდი ფსიქოლოგის გამოცდილებაზე მეტყველებს. განა კვარამ და მთლიანად კლუბმა არ გააცნობიერა მომხდარი? სწორედ ხანდახან ასეთი მტკივნეული მარცხიც საჭიროა, გამოსაფხიზლებლად, როგორი მარცხიც სასოწარკვეთილებაში არ ჩაგაგდებს, რადგან სატურნირო თვალსაზრისით ნაპოლის თუ 18 ქულიანი ჰანდიკაპი ჰქონდა, ამჟამად 17 ქულიანი ჰანდიკაპი აქვს. აქ საქმე გვაქვს გადატვირთვასთან, ფეხბურთელების მხრიდან საკუთარი ძალებისადმი რწმენის პოვნასთან. წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა