2023 წელს "ნაპოლის" მცველ კიმ მინ ჯეს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაგვიშურებია და ხაზი მის ოჯახურ იდილიასაც გავუსვით. სამხრეთკორეელი მცველი ახლა მიუნხენის "ბაიერნში" უშეცდომო ნამდვილად არაა, მისგან მეტს ველოდით და სამწუხაროდ, ცნობილი გახდა, რომ ის მეუღლეს დაშორდა. ჩვენ კიდევ ერთხელ, განმეორებით გთავაზობთ მაშინდელ სტატიას, როცა ნეაპოლური კლუბი წარმატების ზენიტში იყო...

"ნაპოლი" მიმდინარე სეზონში ასეთი მძლავრი და წარმატებული რომ არის, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორად განხორციელებული ტრანსფერებია. გუნდი ლიდერებმა დატოვეს, მათ ნაცვლად კი თანამედროვე ფეხბურთისთვის საკმაოდ მცირე თანხებით ისეთი მოთამაშეები შეიძინეს, გაძლიერდნენ და უფრო ამბიციურები გახდნენ. ხვიჩა კვარაცხელიას ამბები დეტალურად ვიცით, თუმცა ის ერთადერთი არაა.

როგორ შეცვალეს კულიბალი?

უკანასკნელ წლებში ნეაპოლელთა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ძალა და ლიდერი სენეგალელი ცენტრალური მცველი კალიდუ კულიბალი იყო. ის ლონდონის "ჩელსიმ" 38 მილიონ ევროდ შეიძინა. 31 წლის მცველი იტალიის ჩემპიონატში 2013 წლიდან გამოდიოდა. თავის დროზე ნეაპოლელებმა ის 7.75 მილიონად გადაიბირეს და წლების განმავლობაში გუნდის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებდა. მისი შეცვლა იოლი არ იქნებოდა. კლუბის ხელმძღვანელობა ნაკლებად გარეკლამებული უკანახაზელის მიმართულებით წავიდა, რომელიც ღირებულებითაც დააკმაყოფილებდათ. მათ თურქულ "ფენერბაჰჩეს" 18 მილიონი გადაუხადეს და სწამდათ, კიმის ტრანსფერი გაამართლებდა.

სწრაფი ადაპტირება

კიმი უკვე 26 წლისაა და ერთი შეხედვით, საკლუბო პროგრესი მოუგვიანდა, თუმცა მისი ევროპულ ფეხბურთთან სწრაფი ადაპტირება აღსანიშნავია. სამხრეთკორეელმა თურქეთში სულ ერთი სეზონი გაატარა, თუმცა იმდენად დამაჯერებელი იყო, ნეაპოლელთა ინტერესი მაშინვე დაიმსახურა. დიდებული იყო მინ ჯეს აპენინური სტარტიც. თუკი აგვისტოს თვეში ჩემპიონატის საუკეთესოდ "კვარა" აღიარეს, სექტემბერში ეს პატივი კიმს ხვდა წილად. მას მსოფლიო ჩემპიონატის პაუზის შემდეგ გარკვეული ჩავარდნები ჰქონდა, რასაც კოსოვოელი მეწყვილის, ამირ რაჰმანის ტრავმაც დაერთო, თუმცა ახლა მათ სტაბილური დუეტი აღადგინეს.

კორეელს რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი ჰქონდა, "მილანთან" დაპირისპირების დროს კამერებმა მის მიმართ თვით პაოლო მალდინის აღფრთოვანება დააფიქსირეს. კიმი მხოლოდ დაცვაში საიმედო და თამაშის კარგად წამკითხველი არაა, მას შეტევაში ჩართვა და რეიდის მოწყობაც კი შეუძლია - ორი გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს, თამაში კი, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ცენტრალურ მცველად შეუძლია.

რა იყო ევროპამდე?

ნეაპოლელთა უკანახაზელის კარიერა სამშობლოში იწყებოდა. რამდენიმე ნაკლებად ცნობილი კლუბის შემდეგ "გუანჯოუში" ის მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში დარჩა და სულ 17 შეხვედრა ჩაატარა. 2017 წელს კი "იონბუკში" ჩაირიცხა და აქ 2 წელი დაჰყო, რა დროშიც 60 მატჩი გამართა (3 გოლი გაიტანა).

ევროპული შეთავაზებები კვლავ არ ჩანდა, თუმცა ფეხბურთელმა ქვეყნის შეცვლა გადაწყვიტა და ჩინეთში გადაბარგდა. ის "გუანში" 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა.

ჩვენი წერილის გმირს ეროვნულ ნაკრებში 2017 წლის შემდეგ იწვევენ, რა დროშიც 3 გოლი გაიტანა, მანამდე კი ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო. 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთკორეელთა ძირითადი შემადგენლობის ოთხივე მცველი კიმი იყო. მათ საკმაოდ ბევრი შეძლეს და ჯგუფური ეტაპი დაძლიეს. თუმცა ეს საუკეთესო შედეგი არ ყოფილა - მოგეხსენებათ, საშინაო მუნდიალზე (2002 წელს) ეს ქვეყანა ნახევარფინალში გავიდა.

ოჯახი

კიმი და ანი (Ahn) საკმაოდ დიდი ხანია, რაც ერთად ცხოვრობენ, თუმცა ქორწილი 2020 წელს გადაიხადეს. მათ ახლა პატარა ვაჟი ჰყავთ. თუკი მინ ჯე სოციალურ ქსელებში აქტიურობით ნაკლებად გამოირჩევა, მისი მეუღლისგან გაცილებით მეტს ვიგებთ, "ინსტაგრამზე" საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს და ოჯახურ ფოტოებსაც გვთავაზობს. წყვილის იდილიას კადრებითაც იოლად შეიცნობთ.

კიმ მინ ჯეს გუნდი მონატრებულ სკუდეტოსთან ძალიან ახლოსაა და ეს კორეელისთვისაც ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება.

გიორგი
ქართველი სპორტსმენებიც ძალიან არასტაბილურები არიან,როგორც სპორტში,ასევე პირად ცხოვრებაში!!!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა - კიმი პრემიერ ლიგას უახლოვდება
კიმ მინ ჯე შეშფოთებულია - რა მისწერა სამხრეთკორეელმა "ნაპოლის" ფეხბურთელებს?
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
კიმ მინ ჯე შეიძლება "ნაპოლიში" დაბრუნდეს, მაგრამ ერთი პრობლემა არსებობს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"როდესაც ნაკლებს თამაშობ, ასეთი შეცდომები მოსალოდნელია" - ანდრეა რანოკიამ კიმ მინ-ჯე დაიცვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
"ალბათ, იტალიაში დაბრუნდება" - იტალიელი ჟურნალისტი კიმზე სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?