მსოფლიოს თასზე ჩვენმა მეტოქემ, შოტლანდიის ეროვნულმა გუნდმა ფსიქოლოგიური მზადყოფნის გასაუმჯობესებლად, შესანიშნავ ხერხს მიმართა
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, შოტლანდიის ეროვნულმა გუნდმა, რომელიც მომავალი ბატალიებისთვი სედინბურგში ემზადება, დასვენების და ამასთან ერთად ფსიქოლოგიური მზადყოფნის გასაუმჯობესებლად, შესანიშნავ ხერხს მიმართა.

"ნარშავები" ინგლისელემა მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა ედინბურგთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაზე წაიყვანა, სადაც საბრძოლო წვრთნას გამნაღმველები გადიან. რობინსონმა ბიჭები სამხედროებთან ერთად განაღმვასა და სასანგრე სტენდზე სროლაში ავარჯიშა. ყველაზე უკეთ დავალება კრის პატერსონმა და გრეგ ლაიდლოუმ შეასრულეს.

"მოთამაშეებმა საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავეს ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად. სამხედრო ბაზაზე დღევანდელი სტუმრობაც, ვფიქრობ, ჩვენი მორაგბეებისთვის სასარგებლო იყო. მათ კარგად დაინახეს რას ნიშნავს გუნდური პრინციპი ცხოვრების სხვა სფეროშიც. ასეა, ერთმანეთის მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოვა, მით უფრო, როცა მოწინააღმდეგე მძლავრ ზეწოლას ახორციელებს", - თქვა სკოტების თაცვკაცმა ენდი რობინსონმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდს ინვერქარგილში 14 სექტემბერს დაუპირისპირდება. მანამდე კი "ნარშავები" ორ ტესტ მატჩს გამართავენ, 6 აგვისოტოს ირლანდიის ნაკრებთან, ხოლო ორი კვირის თავზე იტალიის ეროვნულ გუნდთან.

შოტლანდიის ნაკრები

შერკინება: ჯონ ბარკლი, ჯონ ბიტი, კელი ბრაუნი, ჯოფ გროსი, დევიდ დენტონი, ალასდაირ დიკინსონი, როს ფორდი, რაიან გრანტი, რიჩი გრეი, დაგ ჰალი, ჯიმ ჰამილტონი, რობ ჰარლი, ნათან ჰინესი, ალან იაკობსენი, ალისტერ კელოკი, სკოტ ლაუსონი, მორეი ლოუ, ევან მურეი, როს რენი, ალასდაირ სტროკოში, ფერგიუს თომსონი, რიჩი ვერნონი.

უკანა ხაზი: ჯო ანსბრო, მაიკ ბლერი, ბენ კაირნსი, კრის კასიტერი, ჯეკ კუტბერტი, საიმონ დენიელი, ნიკ დე ლუკა, მაქს ევანსი, რუარიდ ჯექსონი, გრეგ ლაიდლოუ, რორი ლამონტი, შონ ლამონტი, რორი ლაუსონი, გრემ მორისნი, დენ პარქსი, კრის პატერსონი, ჰუგო საუთვილი, ნიკი ვოლკერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა