ფიბას ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძვის ესპანური "მურსია", რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების 2 წევრი – რატი ანდრონიკაშვილი და თად მაკფადენი - იცავს. "მურსია" იმ ჯგუფშია, რომელშიც 4-დან 4 გამარჯვება და გასვლის გარანტია უკვე მოპოვებული აქვს გიორგი შერმადინის "ტენერიფეს".

მურსიელებმა გასულ ტურში დიდი ომი გადაიტანეს სტამბოლში, "დარუშაფაკასთან". შეხვედრის ბედი ვერც ძირითად დროში გაირკვა და ვერც ოვერტაიმში. მეორე დამატებითი 5-წუთეული მასპინძლებმა 12:11 მოიგეს და გამარჯვებაც "დარუშაფაკას" დარჩა – 105:104.

"მურსიას" ეს შეხვედრა რომ მოეგო, "ტენერიფესთან" ერთად თითქმის გაინაღდებდა პლეი-ოფის საგზურს, თუმცა, როგორც ხედავთ, დრამატულ, ოროვერტაიმიან ბრძოლაში, ბოლო წამებზე, ქულით დამარცხდა. მურსიელთაგან საუკეთესო მაკფადენი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა და 4 პასი მოაგროვა. თადმა 8-დან 4 ორქულიანი და 10-დან 5 სამიანი ჩააგდო.

11 წუთი ითამაშა 21 წლის რატი ანდრონიკაშვილმა, რომელმაც თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. ახალგაზრდა ქართველმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ანდრონიკაშვილის ანგარიშზე 4 ქულა დ 3 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.

მომდევნო მატჩს მურსიელები 14 მარტს, სტუმრად "ტენერიფესთან" ჩაატარებენ.

GBF

Gaguuu
4 ქულა და 3 პასი თავის საკმაოდ კარგად წარმოჩენაა???
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა