იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში "ნაპოლი" კვლავ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს, ამჯერად "ატალანტას" წინააღმდეგ - დღეს, 11 მარტს, თბილისის დროით 21 საათზე. ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩის მიუხედავად, ლუჩანო სპალეტისგან ოპტიმალურ შემადგენლობას ველით. "ინტერის" მარცხის შემდეგ, 15-ქულიანი ჰანდიკაპი შენარჩუნებულია.

გასულ ტურში ნეაპოლელები "სტადიო მარადონაზე" "ლაციომ" შეაჩერა (0:1). ლიდერებს მაინც სოლიდური უპირატესობა აქვთ, 25 მატჩიდან 21-ში გაიმარჯვეს. წლის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები "ინტერთან" (0:1) დამარცხდნენ, "ლეჩესა" და "ფიორენტინასთან" ფრეები კი საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო. რაც შეეხება "ატალანტას". ჯან პიერო გასპარინის ბიჭები ევროტურნირებს მიღმაც არიან, ქვეყნის თასიდანაც გამოვარდნენ და კარგი მდგომარეობა არც სერია "ა"-ში აქვთ - ბოლო 5 ტურში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს.

"ნაპოლის" საკუთარ სტადიონზე ამ გუნდების უკანასკნელ ორ დაპირისპირებაში არ მოუგია და აქ ბოლო წლებში ნაკლებად უჭირს. გასულ სეზონში ბერგამოელებმა ჩამორჩენა აღმოფხვრეს და წარმატებას (3:2) მიაღწიეს. რაც შეეხება პირველი წრის შეხვედრას, ის ქართველმა გარემარბმა გამოტოვა. იქ ანგარიში ნიგერიელმა ადელომა ლუკმენმა გახსნა, რომელსაც 12 გოლი და 4 შედეგიანი პასი აქვს, მისმა თანამემულე ვიქტორ ოსიმენმა კი გაათანაბრა. 19 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირისთვის "ატალანტასთან" თამაში მნიშვნელოვანია, რადგან "ოსიმ" სადებიუტო იტალიური გოლი სწორედ ამ გუნდის წინააღმდეგ გაიტანა.

ნეაპოლში ჩემპიონატის გასული თვის საუკეთესო მოთამაშის, კვარაცხელიას გოლს ელიან. საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ ბოლოს მან 12 თებერვალს, "კრემონეზეს" წინააღმდეგ გაიტანა. მიმდინარე წელს ხვიჩამ აქ "იუვენტუსის" კარიც დალაშქრა, სულ კი, იანვრიდან მოყოლებული, 4 შედეგიანი დარტყმის ავტორია (ჩემპიონატში 10 გოლი, 9 საგოლე პასი). "კვარას" შედეგები და თამაშის ხარისხი მართლაც შთამბეჭდავია და მეტოქეს შიშის ზარს სცემს. ვეტერან რაფაელ ტოლოის სერიოზული გამოცდა ელის, თუმცა ჩვენებურის წინააღმდეგ რამდენიმე მოწინააღმდეგე რომ იმოძრავებს, ზუსტად ვიცით.

მარიო რუი კვლავ დისკვალიფიცირებულია, ირვინ ლოსანოს კი კუნთების პრობლემა აქვს. შესაბამისად, სასტარტოში მატიას ოლივერასა და მატეო პოლიტანოს ველით. შეხვედრას ანდრეას კოლომბო განსჯის, რომელიც ბოლოს ნეაპოლელების მატჩს "სასუოლოსთან" დაპირისპირებაში უძღვებოდა, სადაც ჯერ ლაურიენტეს, ბოლოს კი ჯოვანი სიმეონეს გოლის გაუქმება მოუხდა.

სიმართლე
ყაველაც მივამატოთ
სულით ქართველი
კალაძემ,იაშკამ და კობიმ კარგად იციან ევროპის სიკეთე მაგრამ სულით კიკუები არიან და ფული ბაბაია,ფული.რატომ გამოგრჩა მთავარი მოღალატეები, სერგო ორჯონიკიძის შთამომავლები ყაველა და ოცნების სხვა დეპუტატები.
გაბო
ყაველაშვილი რომ მან სიტიში თამაშობდა,ან ციურიხში მაშინ კვარა დაბადებულიც არ იყო,და კვარა ვერ ასწავლის ევროპის სიკარგეს ყაველას!
გაბო-ს
დავითაშვილს როგორ ადარებთ ხვიჩას?ხვიჩა ვარსკვლავია რაგბისტები და სუმოისტები ფეხბურთელებთან რა შუაშია
ქ. გ.
სანდრო მამუკელაშვილმა დღეს გულშემატკივრები და ჟურნალისტები გადარია. ეს არის კომენტარების მცირე ნაწილი: https://twitter.com/JazzTamir1/status/1634406567725375489 https://twitter.com/twoshotspodcast/status/1634393315025010688 https://twitter.com/Josh810/status/1634397173130436608 https://twitter.com/spurs/status/1634394636029513729 https://twitter.com/JacksonLloydNBA/status/1634395128809893888 https://twitter.com/hoops_bot/status/1634394713372626944 https://twitter.com/RealTomPetrini/status/1634393266949877761 https://twitter.com/spurs/status/1634392339727671298 https://twitter.com/twoshotspodcast/status/1634389185904689153
გაბო
კვარაცხელია და დავითაშვილი კალაძეს,კობის და იაშკას ასწავლიან რა არის ევროპა?
100%

Charley
მიეცი კვარას თავისუფლება ტოსკანელო მელოტო. მიუშვი კვარა ცენტრისკენ და თუ მას გაანეიტრალებენ ფლანგზე მიწებებული პერსონალურად მიჩენილი მცველები მას ვეღარ გაანეიტრალებენ სიღრმეში კვარა აქ უპოვის კლიტეს მეტოქის დაცვას და მას თამაში პრაქტიკულად არ "ჩაუვარდება" არცერთ მეტოქესთან. ეს კიდე თვიდ დაჟინებული გუნდურობა, გუნდურობა რო გაიძახის ზოგი კი მაგრამ ეს გუნდურობა მხოლოდ კვარას ეხება? მაკვირვებს ეს ხალხი თუ ვერ უყურებთ ბოლო შეხვედრებია ელმასი, ოსიმენი, ზელენსკი. კვარას რომ საგოლე სივრცეში გახსნილს აიგნორებენ და თვითონ "ჩიტებს" ყრიან სტადიონის სახურავიდან ისეთს მაზავენ თუ გუნდურობა ამათ არ ეხებათ ?. ფეხბურთში ზოგადად ვინც "ფანტაზიორია" გუნდში იმას ტვირთავენ როგორც წესი ნაპოლიში კი ეს რიგ შემთხვევებში ასე არ არის. ბევრს შთაბეჭდილება რჩება სპალეტი ფრთებს აჭრის კვარას კრეატივს იმ სარეკლამო დაფასთან მიწებებით. და ბიჭს თვითონ უწევს სოლო რეიდებით გოლების გატანა რისი დასტურიც კვარას გატანილ ამ ათ გოლში მხოლოდ სამჯერ აქვს თანაგუნდელს მისთვის საგოლე პასი მიცემული. კარში რომ არ ურტყამს კვარა ხშირად დასარტყმელ პოზიციაში მყოფიც ამას მარტო მე ვამჩნევ? და ეს რომ სპალეტის დირექტივაა ეს ხომ აშკარაა. ყველაფერს ნუ აუბრალოებთ და თვალში ნაცარს ნუ იყრით გასაკრიტიკებელი თუ არის უნდა გააკრიტიკო სპალეტიც ოსიმენიც ელმასიც და კაპელოც და არ უნდა წაუყრუო როცა შენი თვალით ხედავ რიგ უსამართლობებს კვარას მიმართ. და ამ უსამართლობებმა პერმანენტული ხასიათი შეიძინა განსაკუთრებით ამ ბოლო შეხვედრებში.
L.J .
Gundia mtavari da ara a Osimeni,kvara,lobotka,mtavari shedegia da kvaras ori kaci dazdevs marjvena prtam uket unda gamoiyenos eg..mec minda kvaras golevi dda asistebi,magram mtavafia gundma moigos tituli(pirveli sezonistvis sakmaod daugrrovda gol+asisti exla myavari titylia da rac sheidzleba shors gasvla ligaze!!!!
L.J .
Anu rom ver moigis spaleti "mwvrtneli" ar aaris xomm???
ვახო სანაია
კვარა! ძმა ხარ ჩემი!
მერაბი
სულ უფრო და უფრო ძლიერი,სტაბილურად შეუჩერებელი გამხდარიყავი ხვიჩა!
მე არ ვარ რობოტი
იქნება, ნარადა იქნება, თუ სპალეტიმ "სინაზე" არ გამოაბა მხოლოდ ერთ ფლანგზე. გავიგეთ, რომ კვარაზე ყურადღების გადატანით სხვა ზონები იხსნება, მაგრამ თვითონ კვარა, ხომ იპრესება ამით? ხაომ არ ელძევა გასაქანი, რომ სხვადსახვა მიმართულებით მოუმატოს (რაც თავისუფლად შეუძLია და კარგიც იქნება მისი შემდგომი განვითარებისთვის). ჰო კარგია, სპალეტი, კარგია, მაგრამ მე კვარასთვის მინდა უკეთესი და არა სპალეტისთვის, რომელიც ხშირად ხას "სატყუარად" და ხან "საფრთობელად" იყენებს.:
გიზოგ
ამ თამაშით გამოჩნდება სპალეტის მწვრთნელობა და გავლენა გუნდზე.
ლაშა
ჩვენებურის წინააღმდეგ კი იმოძრავებენ და ყურადღებას არ მოაკლებენ, მაგრამ სხვა სივრცეები გათავისუფლებული დარჩება ნაპოლის ფეხბურთელებს და ამაშია მარილი და იტალიური ფეხბურთის მწვრთნელები ღრმად შეფიქრიანებულები და ტექნიკურ ფეხბურთზე უარის მთქმელნი უკვე სერიოზულად ფიქრობენ თავიანთ შეცდომაზე. მათ ბაჯოზე ტექნიკური ფეხბურთელი არ ჰყოლიათ და იყო დრო, როცა ბავშვთა აკადემიებში ტექნიკურ ფეხბურთელებს ზღუდავდნენ!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა