საოცარი მატჩი ჩაატარა ნატალია ოთხმეზურმა ამერიკაში, ქალთა უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში, სადაც მისი გუნდი "აიონა გაელსი" (IONA Gaels) თავისი კონფერენციის ჩემპიონობისთვის იბრძვის. შეგახსენებთ, რომ ნატალია გახლავთ ქართული კალათბურთის თანამედროვეობის ყველაზე გამორჩეული მოთამაშე და ერთადერთი ქართველი კალათბურთელი, რომელსაც ოდესმე NCAAW ლიგაში უთამაშია. ოთხმეზურმა უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში მოსახვედრი გზა კოლეჯთა ლიგიდან დაიწყო, რის შემდეგაც NCAA-ის მეორე დივიზიონში გადავიდა და ახლა უკვე უმაღლესშია.

ნატალიას წინამძღოლობით "გაელსმა" MAA (Metro Atlantic Athletic) კონფერენციის ნახევარფინალში "სიენა" (Siena Saints) დრამატულ ბრძოლაში – 67:66 (სტატისტიკა) დაამარცხა და საჩემპიონო მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ოთხმეზური თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ერთვება და ასე იყო ახლაც. ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ნატალიამ 10-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, რითაც საკუთარი სნაიპერული თვისებები კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. ამასთან, ოთხმეზურმა 3 ორქულიანი ცდიდან 2 გამოიყენა, რასაც AND1 საჯარიმოც მოაყოლა და შეხვედრა ბომბარდირისა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ამპლუაში – 20 ქულით დაასრულა.

"აიონა გაელსი" MAA-ს კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულია. აიონელებმა 20 მატჩიდან 18 მოიგეს, რის შემდეგაც კონფერენციის 8 საუკეთესო გუნდმა პლეი ოფში ჩემპიონობისთვის ბრძოლა გააგრძელა. ოთხმეზურის გუნდმა წინა, მეოთხედფინალურ მატჩში ასევე ბრძოლაში – 39:37 დაამარცხა სეინტ მერის უნივერსიტეტი, რომელიც რეგულარულში მე-8 ადგილზე გავიდა და ამის მიუხედავად, პირველოსან აიონა გაელსს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. იმ შეხვედრაში ნატალიამ 13 წუთში მხოლოდ 2 მოხსნა მიითვალა, თუმცა ქართველი ლეგიონერი მომდევნო, ნახევარფინალური მატჩის გმირი გახდა.

კონფერენციის ფინალური მატჩი 12 მარტს გაიმართება და ოთხმეზურს გუნდის მეტოქე მანჰეტენის უნივერსიტეტი იქნება, რომელმაც რეგულარული 10-10 მოგებ-წაგებითა და მე-6 ადგილზე დაასრულა. თუკი ფინალს მოიგებს, MMA კონფერენციის ჩემპიონობასთან ერთად "აიონა გაელსი" ქალთა NCAA-ის ჩემპიონატში, ეგრეთ წოდებულ მარტის სიგიჟეში მიიღებს მონაწილეობას, რაც კიდევ ერთი მწვერვალი იქნება ქართული ქალთა კალათბურთისთვის. ქალთა NCAA-ის ჩემპიონატში მთელი სტუდენტური ლიგის (32 კონფერენცია და 348 გუნდი) 68 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს და ამერიკის აბსოლუტურ სტუდენტურ ჩემპიონს ავლენს. ჩემპიონი რომც არ გახდეს, თუკი გუნდს კარგი რეიტინგი ექნება, მას ლიგის მესვეურები “მარტის სიგიჟეში” იწვევენ. ანუ ქალთა NCAA-ის ჩემპიონატში 32 კონფერენციის გამარჯვებული გარანტირებულად მონაწილეობს, ხოლო დანარჩენ 36-ს იწვევენ.

GBF

ნოდო
შრომას ყოველთვის აქ აზრი რადგან ხან გვიან ხან ადრე ნაყოფს ისხამს
დდ
ისე, ხუმრობა იქით იყოს და ზუროსმა (რომელიც მოსახნელია, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი ჩვენმა ფედერაციამ ეგ ქნას) რუსთავის ეს სამი კალათბურთელი, კერძოდ კი ბულაშვილი, როგავა და პატაშური უნდა გამოსცადოს და რეალური სათამაშო დრო მისცეს. ეს 3 კალათბურთელი თამაშებს აკეთებს და მეტი რა უნდა ქნან. მარა თუ თქვენ მსოფლიოზეც პირსახოცის მქნეველები გჭირდებათ კალათბურთელების ნაცვლად, ეს სხვა ამბავია.
დდ
ყოჩაღ მაგარი გოგოა. დავაწინაუროთ ეროვნული ნაკრებში. სამქულიანის მსროლელი მაკფადენის გარდა არც არავინ გვყავს და ეგეც ბერდება უკვე.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ნატალია ოთხმეზურის ბენეფისი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში | 38 ქულა 38 წუთში
ნატალია ოთხმეზურის 18 ქულა "სენტ მერისთან" | "აიონა" კონფერენციის ლიდერია
ნატალია ოთხმეზური ქალთა NCAA-ის Metro Atlantic Athletic კონფერენციის ჩემპიონია
ნატალია ოთხმეზურის ოთხიდან ოთხი სამქულიანი ამერიკის უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
ქართველი გოგონას პირადი რეკორდი და 19 ქულა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში