ესპანური El Gol Digital-ის ცნობით, "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სამსახურით კვლავ დაინტერესებულია "იუვენტუსი", რომელიც მას ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში განიხილავს.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ "ღამურების" მფლობელის, პიტერ ლიმის მუშაობა კატასტროფულია, რამაც კლუბის საფუძველი შეარყია, თუმცა ზოგი რამ სწორადაც იქნა გაკეთებული, როდესაც ახალგაზრდა უცნობი ტალანტები მიიწვიეს. შედეგად რამდენიმე თვეში მათმა ფასმა მოიმატა და ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი ქართველი გოლკიპერია.

ქართველი ლა ლიგაში ძალიან კარგ სეზონს ატარებს და მისი შეძენა ბევრ კლუბს სურს

"სრულიად უცნობი თბილისელი მეკარე "მესტალიაზე" 2021 წელს მივიდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თვე დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რასაც წარმოადგენს. მაშინ მისი ფასი 800 ათასი ევრო იყო, ახლა კი, სულ რაღაც წელიწად-ნახევრის შემდეგ, 25 მილიონი გახდა".

კლუბის ფინანსური კრიზისიდან გამოსასვლელად საუკეთესო გადაწყვეტილებაა

"ეკონომიკური კრიზისიდან თავის დასაღწევად კლუბი ზაფხულში ისევ გაასხვისებს რამდენიმე საუკეთესო მოთამაშეს, რომელთა შორის მოცემულ მომენტში აქტივში ერთ-ერთი საუკეთესო, როგორც სატრანსფერო ღირებულებით, ასევე ასაკით, მამარდაშვილია.

კლუბში გაცნობიერებული აქვთ, რომ მისი ტრანსფერი რეალურია, რაც გუნდს დაასუსტებს, მაგრამ ხაზინა დიდი ფულით შეივსება - მინიმუმ 35 მილიონით. ეს თანხა "ღამურებს" სატრანსფერო ბაზარზე უფრო თავისუფლად მოქმედების საშუალებას მისცემს".

ევროპული გიგანტი მამარდაშვილის შესაძენად

"უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ ის ზაფხულში სხვა გუნდში გადავა, თუმცა ახლა ზუსტად ვიცით, უფრო რეალური რომელი ვარიანტია. "იუვენტუსი" ვოიცეხ შჩესნის შემცვლელის მოძებნას შეეცდება, რომლის სათამაშო დონემ უკვე დაცემა დაიწყო.

"იუვეს" ძალიან უნდა ქართველის შეძენა, რამეთუ აწმყოსა და მომავლის მეკარედ მიიჩნევენ და იმასაც უწყიან, რომ "ვალენსია" მასში გვარიან თანხას მოსთხოვს. საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელს კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს - 2027 წლის ივნისამდე".

თემო
ეს ესპანური გამოცემის შეხედულება არის რომ ლიმამ შეარყია კლუბის საფუძვლები. ლიმამ უზარმაზარი ფული ჩადო კლუბში, მაგრამ ადგილობრივი პოლიტიკური მაფია არ ასრულებს შეთანხმების და კონტრაქტის პირობებს. უკვე თითქმის 8 წელია ხელს არ კიდებენ თითქმის დამთავრებულ ახალ სტადიონს, რომ კლუბს არ გადაეცეს. რაც შეეხება მამარდას გადასვლას სხვა კლუბში. თუ დარჩა ვალენსიაში, გაუჩნდება მუდამ წაგებულის ეფექტი, კლუბს არა აქვს არავითარი პოტენციალი.მისი ფასი მომავალი სეზონიდან დაიწყებს მხოლოდ დაწევას. არ ვიცი თუ იუვე საუკეთესო ვარიანტია მაგრამ იტალიაში ნამდვილად სჯობს მისი გადასვლა, რადგან ინგლისური თუ გერმანული სტილის ფეხბურთში მას გაუჭირდება( ჯერჯერობით).
ალიკას
უნდა დარჩეს ვალენსიაშიო კი იძახით მაგრამ ეგ გიოზე საერთოდ არაა დამოკიდებული,(ფეხები თუარ გაფშიკა გინდა თუ არა აქ უნდა დავრჩეო)),თითქმის 100%შეიძლება იმის თქმა რო გაყიდიან თუ რომელიმე გუნდი სულ ცოტა 25-30მილიონს გადაუხდის,,ბოლო რამდენიმე წელია ვალენსია ყიდის ყველას და ყველაფერს რაშიც 20-25 მილიონის აღება მაინც შეუძლია ასე რომ 1-მილიონად ნაყიდი ფეხბურთელისგან იმხელა მოგებას ნახულობენ რო არცაა გასაკვირი ვალენსიას დონის გუნდისგან,,ვალენსია კიარა აგერ კვარაშიც იმხელა მოგების ნახვა შეუძლია ნაპოლის რო ((მეშინია))კვარაც არ გაყიდონ,1-2 წელზე მაქ საუბარი რო ბარემ ბოლომდე ამოაფრქვიოს თავისი ნიჭი თორე მერე უნდა გაყიდონ აბა მთელი კარიერა ნაპოლიში ღმერთმა დაიფაროს
ალიკა
რათქმაუნდა გამიხარდება გიორგის ბებერ ქალბატონში გადასვლა, მაგრამ ჩემი აზრით ოდნავ სტაბილურობა აკლია,გამოსვლებზე თამაში აქვს გამოსასწორებელი,იუვე გრანდია მსოფლიო მასშტაბით და ასმაგად გამადიდებელი ლუპით დაუწყებენ ყურებას, მეშინია რაღაც მომენტში დაშვებული შეცდომის მერე რასაც ტიფოზების მხრიდან კრიტიკა მოჰყვება ამან მასზე უარყოფითად არ იმოქმედოს, ჩემი აზრით ჯობია ერთი წელი კიდე დარჩეს მესტალიაზე სადაც ენდობიან და სტაბილურად თამაშობს,გაიმყაროს მდგომარეობა და არც ისდრო არაა შორს როცა გრანდები მასზე ინადირებენ,ბარსა,რეალი, ატლეტიკო მათთან ჩატარებული გამორჩეული მატჩები ძალიან წაადგება თავდაჯერებულობის მხრივ
დ
არავითარი იუვენტუსი, გიორგის ჯერ ბევრი აქვს დასამტკიცებელი და დაამტკიცებს კიდევაც ამას ვალენსიაში. მერე ვნახოთ,რა იქნება.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
ნდობა და ახალი კონტრაქტი სპალეტის - იტალიელი სპეციალისტი "იუვენტუსში" რჩება
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ